სერია A. გამოტოვებული მატჩი: "ბოლონია"-"რომა" 0:1
ვინჩენცო მონტელას დებიუტი "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა. "ჯალოროსი" "ბოლონიას"' ესტუმრა და დანიელე დე როსის მიერ გატანილი გოლის წყალობით მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. თამაშამდე რომაული კლუბის პრეზიდენტმა სრულიად სამართლიანად აღნიშნა, რომ პირველივე შეხვედრაში მონტელას უპირობო გამარჯვებას ვერ მოთხოვნდნენ, თუმცა იქვე დასძინა, არადა, ქულები ჰაერივით გვესაჭიროებაო. როზელა სენსის გაუმართლა, ახალმა მწვრთნელმა გამარჯვებით დაიწყო, "რომამ" კი უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. სატურნიროსთან ერთად ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გაიუმჯობესეს, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი გახლავთ.

შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობიუთ წარიმართა. მოტელამ კლაუდიო რანიერის ტაქტიკა არ შეცვალა და გუნდი 4-3-1-2 სქემით ათამაშა. სათადარიგოთა სკამზე დატოვა ფრანჩესკო ტოტი, შეტევის წინა ხაზზე კი მირკო ვუჩინიჩი და მარკო ბორიელო გაამწესა. თავდამსხმელთა უკან ფაბიო სიმპილისიო მოქმედებდა, ჟერემი მენეზი კი მხოლოდ მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. საგულისხმოა, რომ მონტელამ კარში ალეშანდრე დონი დააყენა და არა ჟულიო სერჟიო, რაზეც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება.

სასტარტოში მოხვდა დავიდ პიზაროც, რომელიც თითქოს არ იყო მზად "ბოლონიასთან" შეუცვლელად სათამაშოდ. პირველად გატანის შანსი სიმპილისიოს მიეცა, მაგრამ მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა ბოლონიელთა კარის ჩარჩოს. აქტიური იყო ვუჩინიჩიც და რამდენიმე ეპიზოდში გაამწვავა ვითარება მეტოქის კართან. გოლი კი რომაელებმა ტაიმის მიწურულს გაიტანეს - ვუჩინიჩმა მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი და იქვე, ახლოს მყოფ დანიელე დე როსის დაუგორა, ამ უკანასკნელმა ცენტრისკენ შეიწია და უძლიერესი დარტყმით გაახვია ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში - სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ დე როსის მცირე რეკოშეტიც დაეხმარა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალური მომენტი რომაელთა კართან პრაქტიკულად არ შექმნილა. ერთ-ორჯერ მეჯორინის შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ივარგა. შეტევაში ვერც სტუმრები ბრწყინავდნენ, რამაც მონტელას ცვლილებებისკენ უბიძგა - თამაშში ფრანჩესკო ტოტი და ჟერემი მენეზი ჩაერთვნენ, თუმცა დიდად ვერც მათ დაგვამახსოვრეს თავი. შედეგად, ანგარიში პირველი ტაიმის დარჩა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "რომამ" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ბუნებრივია, რომ მატჩის შემდეგ ვინჩენცა მონტელა იყო ყურადღების ცენტრში - მოვუსმინოთ "რომას" ახალ მთავარ მწვრთნელს:

"თამაშამდე კარგად შევისწავლეთ "ბოლონია", რომელიც მოედნის ცენტრში მჭიდროდ მოქმედებს და მარკო დი ვაიოსთვის ზონების განთავისუფლებაზე ფიქრობს. მეტოქეს სივრცეები გადავუკეტეთ და ჩვენი კოზირები გამოვიყენეთ, რამაც დადებით რეზულტატამდე მიგვიყვანა. შესანიშნავი შეგრძნებაა იყო "რომას" მთავარი მწვრთნელი, თანაც ასეთ ახალგაზრდულ ასაკში, როდესაც ყველაფერი წინ გაქვს. ბევრი გამოცდილი სპეციალისტი ინატრებდა ჩემს ადგილზე ყოფნას და ვეცდები, რომ ეს შანსი ბოლომდე გამოვიყენო.

ტოტი? - უფრო მონდომებული ჩანს ვარჯიშებზე, ვიდრე ჩვენი ერთად თამაშის პერიოდში. მაგალითია თანაგუნდელებისთვის და მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ. თუმცა, ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სამი თავდამსხმელით ვითამაშოთ და ამიტომ, ფრანჩესკოს თადარიგში დატოვება მომიწია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომდევნო პაექრობაშიც რეზერვში დარჩება - ვინც კონკრეტულ მომენტში უკეთეს ფორმაში იქნება, სასტარტო თერთმეტეულშიც იმას დავაყენებ. დავიდ პიზარო მართლაც არ იყო 100%-ით მზად ამ თამაშისთვის, მაგრამ ძალიან საჭირო ფეხბურთელია გუნდისთვის და აუცილებლად უნდა დამეყენებინა ძირითადში.

საბედნიეროდ, უვნებლად ჩაამთავრა შეხვედრა და საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა. ჟულიო სერჟიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, კარგი მეკარეა, მაგრამ მე მაინც ალეშანდრე დონის ვანიჭებ უპირატესობას. ჩემი აზრით, დონი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კიპერია მსოფლიოში და თუ ჯანმრთელი იქნება, ძირითადში სწორედ მას დავაყენებ. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩამოგვყვნენ ბოლონიაში და აქტიურად გვიქომაგეს".

ბოლონია-რომა 0:1

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო – ესპოზიტო, მუტარელი (71. სილიგარდი), ჩერუბინი, რუბინი (88. მორლეო) – კაზარინი, მუდინგაი, დელა როკა – რამირესი – მეჯორინი (70. პაპონი), დი ვაიო.

რომა (4-3-1-2): დონი – ნ. ბურდისო, რიისე, მექსე, კასეტი – დე როსი, პიზარო, ტადეი – სიმპილისიო (79. ბრიგი) – ბორიელო (73. ტოტი), ვუჩინიჩი (82. მენეზი).

გოლი: 0:1 დე როსი (45).

6. რომა 26 12 6 8 39-36 42

12. ბოლონია 26 9 8 9 27-34 32

ბოლონიას დაკლებული აქვს 3 ქულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა