მსახიობ მაიკ ტაისონის ისტორია
სხვა წესებიც დავარღვიე, როცა "უანდერლენდში" ყოფნისას, საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადავიღე. წინადადებით მომმართა ჩემმა მეგობარმა ჯიმ ტობეკმა, ნიჭიერმა რეჟისორმა, რომელთანაც რამდენიმე წლის წინ ვიმუშავე საავტორო ფილმში "შავი და თეთრი".

იმ დროს მიმაჩნდა, რომ ჩემგან მსახიობი არ გამოვიდოდა. ჩემი როლი ჯიმის ხათრით ვითამაშე, ამისთვის ფული არ გადაუხდიათ. მთელი ის დრო, რაც "შავისა და თეთრის" გადაღება მიდიოდა, მარიხუანასგან ძლიერ კაიფში ვიყავი. ჩემი დიალოგი მთლიანად იმპროვიზირებული იყო, რადგან სცენარის წაკითხვაც ვერ შევძელი. მქონდა სცენა რობერტ დაუნი-უმცროსთან და ჯიმს უნდოდა, რომ მისთვის დამერტყა. მაგრამ იმდენად ვიყავი გაბრუებული, რომ ფოკუსირება ვერ შევძელი და იქ არ დავარტყი, სადაც საჭირო იყო. დაუნი იატაკზე აღმოჩნდა და გამიბრაზდა: "მორჩი ჩემს ცემას, შენი დედაც!"

მინდოდა ამ დოკუმენტური ფილმის გადაღება, რადგან კარგი ფულის შოვნა შეიძლებოდა, ფული კი ძალიან მჭირდებოდა. პროექტი წინასწარ გავყიდე და მხოლოდ ამის შემდეგ ვკითხე შონს - სწორად მოვიქეცი თუ არა.

ამაზე ისე ვლაპარაკობდი, თითქოს პატარა ინტერვიუ უნდა მიმეცა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გადაიზარდა გადაღებებში მალიბუში ოკეანის სანაპიროზე და ბევერლი-ჰილზში იჯარით აღებულ სახლში. დღეს ძალიან სახალისოა ამ ფილმის ყურება. სანამ გადაღებები მიდიოდა, არ ვსვამდი და არც ნარკოტიკებს ვიღებდი, თუმცა, ჩემთვის ცხადი იყო, რომ ისევ მქონდა ნარკოდამოკიდებულების ნიშნები.

ჩემი სარეაბილიტაციო პროგრამა კარგად მიდიოდა და 24 სექტემბერს, მე და შონი არიზონაში გავფრინდით. იქ სასამართლო გველოდა, სადაც თავი ბრალდებულად ვცნე კოკაინის მოხმარებაში. ერთი თვის შემდეგ დავბრუნდი განაჩენის მოსასმენად.

სანამ სარეაბილიტაციო ცენტრში ვიმყოფებოდი, მთელი ქალაქი შემოვიარე, რათა ნარკომანიის პრობლემა განმეხილა. დავდიოდი სასამართლო სხდომებზე, რომლებზეც განიხილებოდა საქმეები ნარკოტიკებზე, ვიყავი რაიონებში, სადაც ახალგაზრდული ჯგუფები მოქმედებდნენ, ვაძლევდი ჩვენებებს მოწმის სტატუსით და ჩემზე იყო დამოკიდებული - გაანთავისუფლებდნენ ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად თუ ციხეში გაუშვებდნენ. ბევრი ადგილი შემოვიარე და ამ სამუშაოსთვის ბევრი საათი დავხარჯე.

ყველაფერი გავაკეთე, რათა საკუთარი წვლილი შემეტანა პრობლემის მოგვარებაში. და როცა სასამართლოს ჩემი საზოგადოებრივი მოღვაწეობის სრული ინფორმაცია მივაწოდეთ, ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მივიღე შესანიშნავი წერილები ჩემი ექიმებისგან და კონსულტანტებისგან სარეაბილიტაციო ცენტრში, აგრეთვე მხარდაჭერის წერილები ჩემი მეგობრებისგან: შუგარ რეი ლეონარდისგან და შესანიშნავი იურისტისგან რობერ შაპიროსგან.

მან ვაჟი დაკარგა, რომელიც ნარკოტიკებს მიეძალა. შაპირომ დააარსა ფონდი, აგრეთვე მოაწყო მოკრივეების საქველმოქმედო გამოსვლა, სადაც დენი ბონალდიუსთან (ამერიკელი ტელე და რადიო წამყვანი, მსახიობი, კომიკოსი, პროფესიონალი რესტლერი) იჩხუბა, მე კი ის რინგზე გავიყვანე მწვრთნელის სტატუსით.

იმ ფაქტმა, რომ მე ნებაყოფლობით მივმართე სარეაბილიტაციო ცენტრს და წარმატებით გავდიოდი შესაბამის პროგრამას, შთაბეჭდილება მოახდინა მოსამართლეზე, რომელიც სასიამოვნო ლიბერალი ქალბატონი აღმოჩნდა. მას თავისუფლად შეეძლო რამდენიმე წლით ციხეში გავეშვი.

ამის ნაცვლად, მომისაჯა 24-საათიანი პატიმრობა, 360 საათი საზოგადოებრივი შრომა და სამწლიანი გამოსაცდელი ვადა. ეს ყველაფერი საკმაოდ ოპტიმისტურად გამოიყურებოდა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, მხარს მიჭერდა მონიკა. მისი დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა. ჩვენი ქორწინება საშინელება იყო, მაგრამ დიდ მეგობრებად დავრჩით.

მონიკამ კარგი სადილი მოაწყო ჩემი ადვოკატებისთვის და შონისთვის. კალიფორნიაში დაბრუნების შემდეგ, სახლის შეძენასა და სარეაბილიტაციო კურსის გაგრძელებას ვაპირებდი. ვინ იცის, იქნებ შემდეგ პოლაზეც მექორწინა ან ვინმე სხვაზე სარეაბილიტაციო ცენტრიდან და გავხდებოდი ერთ-ერთი იმათგანი, ვინც სარეაბილიტაციო პროგრამების საფუძველს წარმოადგენს, ვისაც არ შეუძლია მშვიდად უყუროს მათ, ვინც გარშემო სვამს ან მარიხუანას ეწევა.

ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, სანამ არიზონას შტატის საოლქო სასამართლომ არ მიიღო გადაწყვეტილება - ჩემს შესახებ კიდევ ერთი, ბოლო ინფორმაცია მიეღო პოლიციის დოსიედან. და მათ გაარკვიეს, რომ "უანდერლენდის" სარეაბილიტაციო ცენტრი ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს მდებარეობდა.

ასე რომ, მე, როგორც სექსუალური მანიაკი და საშიში დამნაშავე, უნდა დავრეგისტრირებულიყავი შტატში, რადგან ახლოს ვიყავი აღნიშნულ სკოლასთან. შედეგად, გაგვაფრთხილეს, რომ თუ უკან კალიფორნიაში გავფრინდებოდი, არიზონას შტატი აცნობებდა ლოს ანჯელესის პოლიციის განყოფილებას აეროპორტში ჩემი დაპატიმრების აუცილებლობაზე.

სინამდვილეში, "უანდერლენდის" სარეაბილიტაციო ცენტრი იყო დამნაშავე იმაში, რომ დარეგისტრირებული არ ვიყავი. როცა ამის შესახებ გავიგეთ, ერთ-ერთმა ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ შემეძლო სარჩელი შემეტანა სარეაბილიტაციო ცენტრის წინააღმდეგ. ვერ ვიჯერებდი ამას. ეს ადამიანები რისკავდნენ, ჩემს გადარჩენას ცდილობდნენ, მე კი მათ წინააღმდეგ სასამართლოში უნდა გამოვსულიყავი? ვერ მოვიქცეოდი ასე უღირსად.

მაგრამ შემეძლო ნარკოტიკებს მივბრუნებოდი. ჩემი გეგმა - კალიფორნიაში საზოგადოების ნაწილი გავმხდარიყავი - ჩავარდა. იმ სისტემის გარეშე, რომელიც რეაბილიტაციაში მეხმარებოდა, ექვსი კვირის შემდეგ, ისევ მივუბრუნდი ნარკოტიკებს. და მე და პოლა ერთმანეთს დავშორდით. ერთი ორჯერ ისევ შევხვდით, მაგრამ ეს კავშირი უკვე აღარ მუშაობდა. ნარკოტიკების სამყაროში დაბრუნებით, გზას ავცდი, პოლა კი სწორ გზაზე დარჩა.

თუმცა უკანასკნელი კოკაინისტის ცხოვრებას არ დავბრუნებულვარ. უბრალოდ, ბევრი წამალი მივიღე სარეაბილიტაციო ცენტრში, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა. და რადგან კალიფორნიაში ახალი ცხოვრების დაწყების შესაძლებლობა აღარ მქონდა, გადავწყვიტე ფინიქსში საკუთარი სახლის გაყიდვა და ლას ვეგასში დასახლება.

მინდოდა იქ ყოფნა, სადაც ცხოვრება დუღდა. ამიტომაც, შევიძინე სახლი ჰენდერსონში. იანვარში, ერთ-ერთი მეგობარი ქალი მოვიწვიე ჩემთან და ეს სატელეფონო ზარი საბედისწერო აღმოჩნდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი