გიორგი კუპრაძე: "ფეხბურთის გულშემატკივრებს მოვუწოდებ: დაიჯერეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"
გასხვისებული სტადიონები და შაგრენის ტყავივით შემცირებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ჩვენი ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გვექცა. მაგრამ ხალხს ძალა აქვს და აქტიურობის შედეგად სტადიონის დაბრუნება შესაძლებელი ყოფილა.

ამას ამტკიცებს ამბავი, რომელიც გურიის რაიონის სოფელ გულიანის მაცხოვრებელმა გიორგი კუპრაძემ მოგვითხრო:

"კარგად იცით, რაიონებში რაც ხდება, არც სამუშაოა და არც - გასართობი. ჩვენი ერთადერთი გასართობი ფეხბურთი იყო. გულიანის მოედანზე ბურთი საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გიორგი ნემსაძესაც გაუგორებია, რომელიც წარმოშობით სწორედ გულიანიდანაა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ 2009 წელს ეკონომიკის სამინისტრომ სტადიონი, ჩაის ფართობები, სასაფლაო და რამდენიმე ოჯახის მიწის ნაკვეთი, სულ - 70 ჰექტარი, ისე გაყიდა, სოფელმა არაფერი იცოდა.

არადა, ამ მიწების დაახლოებით 75% 1992 წელს მოსახლეობას სამუდამო მფლობელობაში გადმოგვეცა და ამის დამადასტურებელი საბუთებიც გვქონდა. სახელმწიფოს ეკუთვნოდა მხოლოდ 25%, რომელშიც შედიოდა სტადიონი. მაგრამ ის სოფლის მაცხოვრებლებმა გავაკეთეთ და რას წარმოვიდგენდით, თუ გაყიდიდნენ.

მივედით გამგებელთან, დეპუტატთან, გუბერნატორთან, თავად მყიდველებთან. ვიჩხუბეთ, ვიომეთ, მაგრამ შედეგი - ნული! საქმე პროკურატურას გადასცეს და მაინც სიჩუმე იყო. არადა, სტადიონი მთლიანი ფართობიდან ცალკე რომ გამოვყავი და გადახდილი თანხიდან კვადრატული მეტრის ფასით გამოვითვალე, აღმოჩნდა, რომ ის სულ რაღაც... 5 ლარად ჰქონდათ ნაყიდი", - ამბობს კუპრაძე.

მისი თქმით, პრობლემა სოფლის მოსახლეობის, მედიისა და ფეხბურთის მოყვარულთა ჩარევის შედეგად მოგვარდა:

"სოფელი კუთვნილი მიწის უკანონოდ დაუფლებას აპროტესტებდა, გზაც გადავკეტეთ და ვცდილობდით, უკანონობას შევწინააღმდეგებოდით. მაგრამ რამდენიმე წელი ომით და ჩხუბით სტადიონის დაბრუნებას ვერ ვახერხებდით. პასუხი მშრალი და გულისმომკვლელი იყო - სტადიონი სამართლიანად შეიძინესო.

ბოლოს გამიჩნდა იდეა, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელს, მამუკა კვარაცხელიას დავკავშირებოდი, რომელიც მსგავს პრობლემაზე მუდამ ლაპარაკობდა და ცდილობდა, თითოეული სტადიონი გადაერჩინა. მან უცებ გამოაქვეყნა წერილი, ჩვენ კი სოციალური ქსელით ყველა ნაცნობსა და უცნობს გადავუგზავნეთ და გვერდში სრულიად უცნობი ადამიანებიც კი დაგვიდგნენ...

ერთი სიტყვით, ამას დიდი რეზონანსი მოჰყვა და დეპუტატმა, გამგებელმა, გუბერნატორმა და პროკურატურამ ეს საქმე უყურადღებოდ აღარ დატოვეს. ყველაზე მოულოდნელი კი ის იყო, რომ ორ დღეში ტერიტორიის მეპატრონემ, ოზურგეთში ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა, დამირეკა - მზად ვართ, სტადიონი უსასყიდლოდ დაგიბრუნოთო და თავისი ფულით ჩემს სახელზეც გადმოაფორმა.

მე კი მსურს, სტადიონი ისევ მუნიციპალიტეტს დავუბრუნო, მაგრამ მეშინია, ისევ არ გაყიდონ".

კუპრაძე ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო ინიციატივით მიმართავს:

"ამ ისტორიიდან მთავარი ისაა, რომ სტადიონი მამუკა კვარაცხელიას მონდომებით, ხალხისა და მედიის თანადგომით შევინარჩუნეთ. დასკვნის გამოტანაც ადვილია - ერთობას დიდი ძალა აქვს.

ფეხბურთის გულშემატკივრებს მოვუწოდებ: დაიჯერეთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და არავის, არც ერთი სტადიონის გასხვისების საშუალება აღარ მივცეთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MAMUKA KVARACXELIA
ასამდე სტადიონია ასეთ დღეში, საბედნიეროდ მისი მფლობელი მიშა გოგოტიშვილი გამოდგა ნაღდი კაცი და სტადიონი უკან დაუბრუნა სოფელს. და სტადიონზე კორპუსების ამშენებელს რომ ინვესტორს დაარქმევს კაცი... ამაზე დიდი სამშობლოს ღალატი არაა ჩემთვის..
ბადრი
ყველაზე ლამაზი სოფელი მსოფლიოში.
ვანიჩქაი
კაია ძამა,უბედურებაა ისაა ასე დასაბრუნებელი,რომ შეგვექმნა თითო მტკაველი.თხილი,რომ გაგვიფუჭდა გურიაში და კაციშვილი აფერს არ ამბობს,არც დახმარება,არც მოხმარება.მაინდამაინც სეტყვამ უნდა გადაგვიაროს და კატუშკა დავაყენოთ?რა ვიცი,კახეთს ყველაფერს უნაზღაურებენ.დაჟე ჭექა-ქუხილის შემდეგ მაცივრებს უცვლიანო:))
რეზო
შემოგევლეთ გურულებო!პატივის ცემით და სიყვარულით გენეტიკური გურული–რეზო.
სოსო
ეგრე ბიჭებო,ხერხი სჯობია ღონესა,თუ კაცი მოიგონებსაო, ყოჩაღ.
გიგა
ჯიგრებო თქვენთან ვარ გულით და სულით.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
მამუკა კვარაცხელია: კვარა ჩემთვის საუკეთესოა!
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა
"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები