დუბაის ტურნირზე ორ დღეში ორ-ორი მოგება იზეიმეს შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა
მორიგი სათამაშო დღის მიმოხილვა დოჰას ქალთა ტურნირით დავიწყოთ, სადაც პირველი ჩოგანის რანგში მერვედფინალიდან ჩაება ბრძოლაში დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი.

"კაროს" სერიოზული მეტოქე ჰყავდა რუსი ნადეჟდა პეტროვას სახით, რომელიც ძველებურად ძლიერი ვეღარ არის, მაგრამ ნებისმიერ დროს ანგარიშგასაწევი ძალაა. თუმცა ამჯერად რუსი ჩოგბურთელისგან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ვოზნიაცკის 11 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან ოთხი გამოიყენა. პეტროვამ ეს მარცხი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან საათსა და 15 წუთში 35 უნებლიე შეცდომა დააგროვა, იმ დროს, როცა დანიელის წუნი მხოლოდ 8 შეცდომას შეადგენდა. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და კაროლინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებას მიაღწია.

რუსი ჩოგბურთელების მტრად იქცა ამ ტურნირზე სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვა. პირველ წრეში მან სვეტლანა კუზნეცოვა დაამარცხა, ამჯერად კი ვერა დუშევინა გამოთიშა ბრძოლას. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში სლოვაკს ასევე რუსი მეტოქე ეყოლება - მსოფლიოს მესამე ჩოგანი ვერა ზვონარევა. სხვათა შორის, ბოლო ორი მატჩი ჰანტუხოვამ მოუგო რუსების პირველ ნომერს, თანაც უკანასკნელი შეხვედრა სულ რაღაც ორი კვირის წინ პატაიაში გაიმართა. ასე რომ, ზვონარევას რევანშზე ფიქრი მართებს.

ტურნირი დატოვეს მესამე და მეოთხე ნომრად განთესილებმა. როლან გაროსის ჩემპიონი ფრანჩესკა სკიავონე ჩინელ შუაი პენგს ხვდებოდა, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. აზიელმა კარგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა, მაგრამ იტალიელმა ანგარიში გაათანაბრა. 5:5-ზე ფრანჩესკას მორიგი ჩავარდნა დაეწყო - ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და სიტუაციის გამოსწორება ვეღარ შეძლო. პენგმა კარიერაში მეათედ დაამარცხა რეიტინგის პირველი ათეულის წევრი.

სამაგიეროდ არ გაუმართლა მეორე ჩინელს, მეოთხე ნომრად განთესილ ნა ლის, რომელიც ზუსტად ერთ საათში გაანადგურა ჩეხმა კლარა ზაკოპალოვამ. არადა, ამ ჩოგბურთელმა კვალიფიკაცია წააგო და ძირითად ბადეში ერთ-ერთი მოთამაშის ტრავმის გამო მოხვდა.

ასევე ზუსტად ერთ საათში ჩაეტია ელენა იანკოვიჩი - მან გზად მეოთხედფინალამდე კიდევ უფრო დამაჯერებლად დაამარცხა სანია მირზა - მთელი მატჩის განმავლობაში სერბმა ინდოელს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო და ოთხიდან არც ერთი ბრეიკ-პოინტის რეალიზების საშუალება არ მისცა მეტოქეს.

ასეთივე დამაჯერებელი იყო მარიონ ბარტოლი შაარ პეერის წინააღმდეგ. აქაც დამარცხებულმა მხოლოდ ერთი გეიმის აღება შეძლო. ისრაელის პირველ ნომერს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

დუბაიში ორ დღეში ორ გამარჯვებას მიღწიეს როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა, თუმცა ამ უკანასკნელს დიდი ბრძოლა მოუწია ესპანელი ფელისიანო ლოპესის წინააღმდეგ. მეტოქეებმა სამ-სამი ბრეიკი გააკეთეს, თუმცა ლოპესმა ამ წარმატებას მეორე სეტში მიაღწია, პირველ და მესამე პარტიებში კი უკეთ ჯოკოვიჩი გამოიყურებოდა. ეს სერბის მე-11 გამარჯვება იყო ამ სეზონში. ამასთან, ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონს ჯერ ერთი მატჩიც არ აქვს წაგებული.

მნიშვნელოვანი დღე ჰქონდა ფედერერს. მას არ გასჭირვებია ესპანელი მარსელ გრანოლერსის დამარცხება. მსოფლიოს მეორე ჩოგანს ამისთვის ძალების მინიმალური დაძაბვა მოუწია - თითო სეტში თითო ბრეიკი აიღო და ესეც საკმარისი აღმოჩნდა მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად. მნიშვნელოვანი კი ეს დღე იმით იყო, რომ ფედერერმა კარიერაში 755-ე მატჩი მოიგო და გაუთანაბრდა ლეგენდარულ რუმინელ ილიე ნასტასეს - ახლა ეს ჩოგბურთელები მერვე ადგილს იყოფენ შესაბამის სიაში, ლიდერი კი ამერიკელი ჯიმი კონორსია, რომელსაც თავის აქტივში 1242 გამარჯვება აქვს.

როგორც ჩანს, ნიკოლაი დავიდენკოს კომპლექსი მოიხსნა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა. უიმბლდონის ფინალისტმა ორ სეტში მოუგო რუსს, არადა, მანამდე ათ მატჩში ბერდიხს მხოლოდ ერთი ჰქონდა მოგებული.

დუბაი (საემიროები). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 619 500 დოლარი

1/8 ფინალი

რიშარ გასკე (საფ)-სერგეი ბუბკა (უკრ) 6:2, 7:5; ფლორიან მაიერი (გერ)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:3, 6:4; სერგეი სტახოვსკი (უკრ)-ერნესტ გულბისი (ლატ, 8) 6:3, 5:7, 6:1; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) 6:0, 4:6, 6:2; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 3)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:3, 7:6; ჟილ სიმონი (საფ)-ლუკაშ როლოსი (ჩეხ) 6:2, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:3, 2:6, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:3, 6:4.

1/4 ფინალი

ფედერერი (1)-სტახოვსკი; გასკე-სიმონი; ბერდიხი (3)-პეტცშნერი; ჯოკოვიჩი (2)-ფ. მაიერი.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 995 000 დოლარი

1/8 ფინალი

ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ედუარდო შვანკი (არგ) 6:7, 6:4, 6:4; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ, 5) 6:3, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 4)-ფაბიო ფონინი (იტა) 5:7, 6:3, 7:5; ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 6)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 3)-ფილიპო ვოლანდრი (იტა) 6:2, 6:2; ხუან მონაკო (არგ, 7)-პაბლო კუევასი (ურუ) 6:3, 6:4; ტომაშ ბელუჩი (ბრა)-ივან ნავარო (ესპ) 1:6, 6:4, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 1)-სანტიაგო გონსალესი (მექ) 6:2, 6:2.

1/4 ფინალი

ფერერი (1)-მონაკო (7); ვავრინკა (4)-დოლგოპოლოვი (6); ალმაგრო (3)-ხირალდო; კუბოტი-ბელუჩი.

დელრეი ბიჩი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 5000 დოლარი

1/8 ფინალი

რაიან სვიტინგი (აშშ)-სემ კუერი (აშშ, 3) 7:6, 6:4; ივან დოდიგი (ხორ)-დუდი სელა (ისრ) 2:6, 6:3, 6:2; კეი ნიშიკორი (იაპ)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:3, 6:4; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 6)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 6:2, 6:7, 6:3.

დოჰა (კატარი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

1/8 ფინალი

შუაი პენგი (ჩინ)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 3) 7:5, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ)-შაარ პეერი (ისრ, 8) 6:1, 6:0; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ვერა დუშევინა (რუს) 4:6, 6:2, 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ნა ლი (ჩინ, 4) 6:2, 6:1; ფლავია პენეტა (იტა)-ლუსი საფაროვა (ჩეხ) 4:6, 6:3, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 5)-სანია მირზა (ინდ) 6:0, 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ნადეჟდა პეტროვა (რუს) 6:3, 6:2; ვერა ზვონარევა (რუს, 2)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:1, 6:2.

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-პენეტა; პენგი-ბარტოლი; იანკოვიჩი (5)-ზაკოპალოვა; ზვონარევა (2)-ჰანტუხოვა.

აკაპულკო (მექსიკა). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/8 ფინალი

ლაურა პოუს ტიო (ესპ)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:2, 6:1; ხისელა დულკო (არგ)-სილვია სოლერ ესპინოსა (ესპ) 6:1, 6:1; ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ)-პოლინ პარმენტიე (საფ) 6:1, 6:1; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-ჯულია გორჯესი (გერ, 1) 6:4, 7:6; გრეტა არნი (უნგ, 3)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:3, 2:6, 6:4; არანჩა პარა-სანტონხა (ესპ, 6)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:3, 1:0 უარი; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 7)-მადალინა გოჟნია (რუმ) 6:4, 6:3; იუჰანა ლარსონი (შვედ)-მატილდა იოჰანსონი (საფ) 2:6, 6:2, 6:3.

1/4 ფინალი

მედინა გარიგესი-სუარეს ნავარო (7); დულკო-პოუს ტიო; ლარსონი-არნი (3); პარა-სანტონხა (6)-დომინგეს ლინო.

zevs_90
დუბაი ფედერერისაა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა