ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კარმელო ენტონიმ მოგებით დაიწყო

კარმელო ენტონიმ მოგებით დაიწყო

NBA: გასულ სათამაშო დღეს 12 შეხვედრა გაიმართა, მაგრამ საყოველთაო ინტერესს, "ნიუ იორკი"-"მილუოკის" მატჩი იწვევდა
გასულ სათამაშო დღეს 12 შეხვედრა გაიმართა, მაგრამ საყოველთაო ინტერესს, რა თქმა უნდა, "მედისონ სკვერ გარდენი" იპყრობდა, სადაც "მილუოკის" წინააღმდეგ "ნიუ იორკ ნიქსში" დებიუტი ჰქონდა კარმელო ენტონის. საინტერესოა, რომ NBA-ის ვარსკვლავმა "დენვერის" მაისურით უკანასკნელი შეხვედრაც "ირმების წინააღმდეგ ითამაშა. "თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ "ნიქსში" გადასვლა - ახდენილი ოცნებაა", - განაცხადა დებიუტანტმა, რომელსაც ძალიან თბილად შეეგება ნიუიორკული პუბლიკა. მელომ ახალ გუნდში სათამაშო ნომრად "შვიდიანი" აირჩია.

ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - გუნდები პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვიან და მათთვის ნებისმიერ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. "ნიუ იორკს" წინ გაუძღვნენ ენტონი, ამარე სტაუდმაიერი და ჩონსი ბილაპსი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ტრიოს ყველაფერი გამოსდიოდა. მაგალითად, კარმელოს ხანგრძლივი ფრენის გამო თითქმის არ უძინია და ცუდ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებოდა. დებიუტანტმა 25-დან 10 ტყორცნა გამოიყენა, 39 წუთში 27 ქულა (ეს მესამე შედეგია "ნიქსის" ყველა დროის დებიუტანტებს შორის) და 10 მოხსნა დააგროვა, თანაც შეხვედრის ბოლოს სწორედ ენტონის ზუსტმა ტყორცნამ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

თავის მხრივ, მეორე დებიუტანმა ბილაპსმა თამაშიდან 12-ჯერ ისროლა და მხოლოდ ოთხი ჩააგდო, ექვსი სამქულიანიდან კი ერთადერთი გამოიყენა. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩონსიმ 12 საჯარიმოს უფლება მოიპოვა და არც ერთი არ გაუფუჭებია.

ბილაპსისა და მელოს ფონზე მეორე პლანზე აღმოჩნდა სტაუდმაიერი, რომელსაც გაუჭირდა "მილუოკის" მაღლებთან ბრძოლა და ექვსი პერსონალურის გამო ვადაზე ადრე დატოვა მოედანი. მიუხედავად ამისა, რვა კაცით მოთამაშე "ნიქსმა" მაინც მიაღწია წარმატებას.

საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 35 წამით ადრე სტუმრებმა სამ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ტონი დუგლასმა, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან ბრწყინვალედ ჩაერთო თამაშში, სამქულიანი ჩააგდო, სტაუდმაიერმა ახლო მანძილიდან იყოჩაღა, ენტონიმ კი 50 წამის ინტერვალით ორჯერ ზუსტად ისროლა. ამის შემდეგ "ნიუ იორკს" მხოლოდ ისღა დარჩენოდა მშვიდად შეესრულებინა საჯარიმოები.

ერთ-ერთი ულამაზესი შეხვედრა გაიმართდა პორტლენდში, სადაც "ბლეიზერსი" "ლეიკერსს" მასპინძლობდა და სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონის დასამარცხებლად. ძირითადი დროის დასრულებას ექვსი წუთი აკლდა, როცა მასპინძლები ათი ქულით იყვნენ წინ - 85:75, მაგრამ კობი ბრაიანტისა და რონ არტესტის (რონმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო) მონდომებით სტუმრებმა 12:2 გაქცევა განახორციელეს და ანგარიში დაათანაბრეს, ლამარკუს ოლდრიჯმა კი სირენასთან ერთად ვერ შეძლო გამარჯვების მომტანი ბურთის ჩაგდება. ოვერტაიმის დასრულებამდე წუთითა და 30 წამით ადრე "პორტლენდი" ისევ იგებდა (97:95) და ისევ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. გასოლმა ერთ შეტევაში სამი ქულა დააგროვა, ბრაიანტმა სამწამიანის ზონიდან ჩააგდო ბურთი, ოლდრიჯმა კი უმნიშვნელოვანეს მომენტში ორი საჯარიმო ააცილა.

ამ მატჩის გმირად შეიძლებოდა ოლდრიჯის (29 ქულა, 14 მოხსნა და 4 ჩაჭრა), არტესტის (24 ქულა, ექვსიდან ხუთი ზუსტი სამქულიანი) ან გასოლის (18 ქულა და 14 მოხსნა) დასახელება, მაგრამ ამ სამეულს ბრაიანტმა აჯობა. კობიმ მოედანზე 45 წუთი გაატარა, 31 ტყორცნიდან 14 ჩააგდო, ექვსიდან სამი სამქულიანი და შვიდიდან ექვსი საჯარიმო გამოიყენა, 37 ქულა დააგროვა და ამას 9 მოხსნა, 6 პასი და 3 ჩაჭრაც დაუმატა. "ლეიკერსმა" შეწყვიტა "პორტლენდის" ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.

"ორლანდოს" ლიდერი დუაიტ ჰოვარდი იმედგაცრუებული იყო "საკრამენტოს" წინააღმდეგ პარტნიორების მოქმედებით. "მუდმივად ვლაპარაკობთ საკუთარ პრობლემებზე, მაგრამ ლაპარაკის იქით საქმე არ მიდის, - განაცხადა "სუპერმენმა", რომელმაც 31 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა. - თუ ბიჭებს თამაში არ უნდათ, მაშინ სკამზე დასხდნენ".

"ორლანდომ" საკუთარ მოედანზე ვერ მოუგო დასავლეთის აუთსაიდერს, არადა, "ჯადოქრები" მეორე ტაიმის მსვლელობისას ორნიშნა რიცხვით იგებდნენ. "საკრამენტოს" კალათბურთელებმა იგრძნეს ოპონენტის მოდუნება და კონცენტრაციის დაკარგვა, მეტოქეს გამოეკიდნენ და გაუმართლაც კიდეც. კალიფორნიელების რიგებში საუკეთესო იყო ჯერმეინ ტეილორი. მან თამაშიდან 12-ჯერ ისროლა და ცხრაჯერ იყო ზუსტი (21 ქულა დააგროვა). ასევე უნდა აღვნიშნოთ ლუთერ ჰედი, ვინც საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ფაქტობროვად გამარჯვების ტყორცნა მიითვალა. ამ სროლამ სტუმრების უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა და წერტილი დაუსვა შეხვედრას.

გასვლითი ტურნეთი გამოწვეული ერთთვიანი შესვენების შემდეგ შინ დაბრუნდა "სან ანტონიო", რომელიც ვალდებული იყო გაეხარებინა საყვარელი გუნდის თამაშს მონატრებული მაყურებელი. თუმცა "სპურსს" სერიოზული გამომცდელი ჰყავდა "ოკლაჰომას" სახით. თამაში იმდენად დაძაბული გამოვიდა, რომ ჩვეულებრივ მშვიდმა ტიმ დანკანმა და კევინ დურანტმა ტექნიკური ჯარიმები მიიღეს, მასპინძელ გარი ნილს კი თავი გაუტეხეს. რეგულარულის ლიდერმა დიდი გაჭირვებით გატეხა "ოკლაჰომას" წინააღმდეგობა. ბოლო მეოთხედის დასრულებამდე წუთითა და 54 წამით ადრე დურანტმა ანგარიში გაათანაბრა - 103:103 და მაინც, გამოცდილებამ ახალგაზრდობას აჯობა. თავიდან ტონი პარკერმა ზუსტი საჯარიმოთი გაიყვანა წინ თავისი გუნდი, შემდეგ ბურთის ფლობისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე საშუალო დისტანციიდან გახადა ანგარიში 106:103. თამაშის დასრულებამდე 26 წამი რჩებოდა. იბაკამ და ჯინობილიმ ორ-ორი ქულის აღება მოასწრეს, რის შემდეგაც "ოკლაჰომას" არჩევანი აღარ დარჩა - სამქულიანი უნდა ჩაეგდო. ეს რთული მისია ჯეფ გრინმა იტვირთა, მაგრამ კალათამდეც ვერ მიაწვდინა ბურთი.

"მინესოტამ" პროგნოზისამებრ წააგო პლეი ოფისკენ მიმავალ "მემფისთან", მაგრამ ეს არ არის მთავარი. "მგლების" მძიმე ფორვარდმა კევინ ლავმა 15 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, რითაც ზედიზედ 44 ორმაგი დუბლი შეასრულა. ბოლოს ასეთი ხანგრძლივი სერია 1982-83 წლების სეზონში ლეგენდარულ მოზეს მელოუნს ჰქონდა.

კლივლენდი-ჰიუსტონი 119:124

27:28, 38:33, 23:30, 31:33

კ: ჯეიმისონი (26), ჰარისი (21+9 მოხსნა+5 პასი), სეშენსი (20+12 პასი), პარკერი (19+5 მოხსნა+5 პასი), სამუელსი (12), მუნი (11+8 მოხსნა).

ჰ: ბადინგერი (30+8 მოხსნა), მარტინი (30+5 მოხსნა), სკოლა (16+7 მოხსნა), ლი (16), ჰეიესი (12+17 მოხსნა).

ინდიანა-დეტროიტი 102:101

26:19, 25:24, 27:30, 24:28

ი: ჰენსბრო (21+12 მოხსნა), გრეინჯერი (18+6 მოხსნა), კოლისონი (11+6 პასი), ჯორჯი (10+5 მოხსნა), მაკრობერტსი (10).

დ: მონრო (27+12 მოხსნა), სტაკი (21), მაკგრეიდი (16+12 პასი+5 მოხსნა), გორდონი (12).

ორლანდო-საკრამენტო 105:111

25:31, 36:27, 23:21, 21:32

ო: ჰოვარდი (31+17 მოხსნა), თურქოგლუ (19+8 პასი), ნელსონი (15+5 პასი), რედიკი (12).

ს: ტეილორი (21+5 მოხსნა), უდრიხი (18+10 პასი), დალემბერი (17+9 მოხსნა), ტომპსონი (17+5 პასი), კასპი (13+8 მოხსნა).

ფილადელფია-ვაშინგტონი 117:94

24:31, 30:18, 34:15, 29:30

ფ: ჰოლიდეი (20), იანგი (18+10 მოხსნა), ტერნერი (15+8 მოხსნა), ბრენდი (15+6 მოხსნა), სპეიტსი (14+7 მოხსნა), მიქსი (12), იგუოდალა (10+7 მოხსნა+5 პასი).

ვ: უოლი (21+12 პასი), ბუკერი (21+5 მოხსნა), ბლეტჩი (16), იანგი (15).

ტორონტო-ჩიკაგო 118:113

25:29, 30:29, 30:23, 33:32

ტ: როუზი (24+8 მოხსნა), დეროზანი (24), დეონსონი (17), ბარბოზა (13), უიმსი (12).

ჩ: როუზი (32+10 პასი), ბუზერი (24+6 მოხსნა), დენგი (19), ბრიუერი (11).

ნიუ იორკი-მილუოკი 114:108

33:24, 26:33, 27:22, 28:29

ნ-ი: ენტონი (27+10 მოხსნა), დუგლასი (23), ბილაპსი (21+8 პასი+6 მოხსნა), სტაუდმაიერი (19+5 მოხსნა).

მ: სელმონსი (27+7 პასი), ბოგუტი (14+12 მოხსნა), დელფინო (14+7 მოხსნა), მაგეტი (13), დულინგი (13), ჯენინგსი (12).

ნიუ ორლეანი-კლიპერსი 98:87

23:16, 22:22, 28:24, 25:25

ნ-ო: უესტი (22+8 მოხსნა), პოლი (19+10 პასი+6 მოხსნა), გრინი (17), ბელინელი (12), ჯეკი (10).

კ: გრიფინი (21+13 მოხსნა), ფოიე (15+9 პასი), კამანი (14).

მინესოტა-მემფისი 95:104

18:26, 24:28, 26:22, 27:28

მინ: ელინგტონი (16), ლავი (15+11 მოხსნა), რიდნური (15+5 მოხსნა+5 პასი), ბიზლი (14+7 მოხსნა).

მემ: რენდოლფი (24+10 მოხსნა+5 პასი), კონლი (22+9 პასი+5 მოხსნა), იანგი (16+9 მოხსნა), ალენი (16).

სან ანტონიო-ოკლაჰომა 109:105

31:37, 33:16, 24:27, 21:25

ს-ა: პარკერი (20+5 მოხსნა), ნილი (19), დანკანი (17+10 მოხსნა), ბონერი (12+5 მოხსნა), ჯეფერსონი (12), ჯინობილი (11+9 პასი+5 მოხსნა).

ო: დურანტი (30+9 მოხსნა), უესტბრუკი (25+7 პასი), ჰარდენი (16), გრინი (14+6 მოხსნა), იბაკა (10+15 მოხსნა).

დალასი-იუტა 118:99

23:26, 36:29, 29:22, 30:22

დ: ნოვიცკი (23+7 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (18), მერიონი (16+6 მოხსნა), ბარეა (13+5 მოხსნა), ტერი (13+5 პასი), ჰეივუდი (12+10 მოხსნა), ბობუა (10).

ი: ჯეფერსონი (30+8 მოხსნა), მილსეპი (18+9 მოხსნა), კირილენკო (17+5 პასი), მაილზი (16).

ფინიქსი-ატლანტა 105:97

33:31, 28:16, 19:24, 25:26

ფ: ფრაი (20), დადლი (17), გორტატი (13+12 მოხსნა), ნეში (13+10 პასი), პიეტრუსი (11), უორიკი (10).

ა: სმიტი (26+6 მოხსნა), კროუფორდი (19+5 მოხსნა), ჰორფორდი (17+9 მოხსნა), ჯონსონი (12+6 მოხსნა), ტიგი (10).

პორტლენდი-ლეიკერსი 101:106 (ო)

29:23, 18:18, 22:26, 18:20, 14:19

პ: ოლდრიჯი (29+14 მოხსნა), მეტიუზი (22), ბატუმი (22).

ლ: ბრაიანტი (37+9 მოხსნა+6 პასი), არტესტი (24+6 მოხსნა), გასოლი (18+14 მოხსნა+5 პასი), ოდომი (13).

იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა

იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!