გია თენაძემ სპორტის სამინისტროსგან ქალთა გუნდის სამწლიანი მზადების პროგრამის დაფინანსებაზე სიტყვიერი თანხმობა მიიღო
ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ უკვე დაგეგმა მარიამ ჯანაშვილის (52) მოსამზადებელი გეგმა წლის დარჩენილ პერიოდში. ცხადია, ამაში ფედერაციამაც ხელი შეუწყო, რომელმაც ფინანსები გამოძებნა, თორემ სხვანაირად არაფერი გამოვიდოდა.

არადა, ფედერაციის ბიუჯეტი უკვე ამოწურულია, მაგრამ ამ გოგოსაც მეტი მომზადება სჭირდება და უკან არ დაუხევიათ.

თენაძემ ისრაელში, ჯანაშვილის 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატზე წაყვანის, ხოლო მანამდე ისრაელშივე შეკრებაზე წასვლის სურვილი რომ გამოთქვა, უკვე დავწერეთ. როგორც ირკვევა, ფედერაციამ მისი ორივე თხოვნა ხომ დააკმაყოფილა, ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს დამატებით კიდევ ერთ შეკრებაზე გზავნის უცხოეთში - ოქტომბრის ბოლოს ესპანურ მალაგაში ერთობლივი საწვრთნელი კემპი იმართება და ჩვენებურიც იქ ივარჯიშებს.

ამის შემდეგ თბილისში დაბრუნდება და თელ-ავივში გაემგზავრება, სადაც ჩატარდება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი. თუმცა ჩვენებური ჯერ რამდენიმე დღით იქაურებთან ივარჯიშებს და მერე ჩაერთვება ტურნირში.

მიზეზთა გამო ამ შეკრებებსა და შეჯიბრებებში ჩვენი ქალებიდან მხოლოდ ჯანაშვილი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ამის მთავარი მიზეზი უფულობა სულაც არაა - უცხოური შეკრებები, უცხოელებთან სპარინგები სხვებზე მეტად ჯანაშვილს სჭირდება, ყველაზე მეტად მას აკლია ეს. მართალია, მსგავსი ტიპის მოსამზადებელი ეტაპები არც ჩვენს დანარჩენ გოგოებს აწყენდათ, მაგრამ მათ ასე თუ ისე, მაინც ჰყავთ თავიანთი სადარი სპარინგ-მეტოქეები. ამ საქმეში იგივე ჯანაშვილიც ძალიან წაადგებათ, მაგრამ თავად მარიამს აღარ ჰყავს მისი დონის კონკურენტები აქ და ამიტომ იძულებულნი არიან, უცხოეთში ეძებონ ისინი.

გია თენაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში ადრეც განაცხადა, რომ ის უკვე იმ დონეზე გაიზარდა, ბევრად გაუსწრო სხვებს და ახლა გაცილებით უფრო მაღალი დონის მეტოქეები სჭირდება; თავად კი გვიზრდის სხვებს, მაგრამ თვითონ ვერ იზრდება, მეტია საჭიროო. მწვრთნელმა ამ ხარვეზის შევსების ერთადერთ გზად უცხოური შეკრებები დაასახელა და ფედერაციის მხარდაჭერით, დაადგა კიდეც მას.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ ჯანაშვილის გარდა, ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატზე სხვა მონაწილე არ გვეყოლება, რადგან დანარჩენები ასაკით მეტისმეტად პატარები არიან ამ დონეზე საჭიდაოდ. ეგ კი არა, თვით ჯანაშვილიც ჯერ ისევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თუმცა უფროსებთან პაექრობა მას სწორედ სპარინგების დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარება.

სამაგიეროდ, თელ ავივში სრულად დაკომპლექტებული გამოვა ბიჭების ნაკრები, თუმცა შემადგენლობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით - 22-23 ოქტომბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ამ შეჯიბრების შესარჩევი ტურნირი ჩატარდება და წამსვლელებიც მისი შედეგებით გაირკვევიან.

სავარაუდოდ, გაისად ქალთა ნაკრებს, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდულია და უკლებლივ ყველა კვლავაც ასაკობრივ გუნდებში ჭიდაობს, დიდი სიახლე ექნება - თენაძემ თხოვნით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დააფინანსოს ქალთა გუნდის სამწლიანი მზადების პროგრამა, რომელიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას ისახავს მიზნად.

მწვრთნელმა სამინისტროსგან სიტყვიერი თანხმობა უკვე მიიღო ამ მართლაც საშურ საქმეზე. ახლა ჯერი მწვრთნელთა გუნდზეა - უკვე მუშაობენ გეგმის შედგენაზე, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი და დასაბუთებული, ამა თუ იმ ეტაპს რა მნიშვნელობა აქვს სპორტსმენებისთვის, რატომაა ის საჭირო და რას არგებს გოგონებს.

ეს პროექტი თუ განხორციელდა და რეალურად დაფინანსდა, მართლაც ფასდაუდებელი საქმე იქნება ქალთა ძიუდოსთვის. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ისედაც არ აპირებდა მათ უყურადღებოდ დატოვებას და, სავარაუდოდ, ბიუჯეტს გაისადაც გაუზრდიდა, მაგრამ ასეთი მიზანდასახული გეგმა მაინც სხვა სიმაღლე და ბევრად წინგადადგმული ნაბიჯია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არც შიდა შეკრებების რიცხვმა უნდა მოიკლოს, რადგან იქ არა ორი, არამედ 20-მდე გოგო ვარჯიშობს, რაც მათ დაოსტატებას დიდად ადგება ხოლმე.

ახლა სწორედ ამ გეგმაზეა დამოკიდებული ჩვენი გოგოების საგაისო კალენდარი, თუმცა თენაძე მიიჩნევს, რომ თებერვალში ავსტრიაში ერთობლივ კემპზე მათი გაგზავნა აუცილებელია. ამჯერად ლაპარაკია უკვე ორ გოგოზე - ჯანაშვილსა და ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონ მზია ბებოშვილზე (52), ვინც უკვე გადმოვიდა ახალგაზრდულ ნაკრებში.

თენაძე სწორედ ამ დუეტს უპირებს გაისად უფროსთა ტურნირებში დატვირთვას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს წარუმატებლად გამოვიდნენ
პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ანტალიის გრან პრიზე 8 ქართველი ძიუდოისტიდან მედლისთვის მხოლოდ 1 იჭიდავებს [VIDEO]
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქართველი ძიუდოისტები თელ-ავივის გრან პრის პირველ დღეს უმედლოდ დარჩნენ
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
აბუ-დაბის გრან სლემი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დარჩნენ
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები