"მილანმა" თავი გამოიჩინა და მესამეა
* "კალიარისთან" მატჩის შემდეგ "ინტერის" ფანებმა მაურო იკარდის შეუტიეს და მანქანა დაუზიანეს.

* "კიევოს" დამარცხებით "მილანმა" შეძლო მესამე ადგილზე გადასვლა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართა, სადაც "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა და ბუნებრივია, რომ მიმოხილვის დიდი ნაწილი სწორედ ამ მატჩს დაეთმობა.

"რომა" მეორეზე აღზევდა

ბრძოლა მეორე ადგილისთვის "რომას" გამარჯვებით დასრულდა და მერვე ტურის შემდეგ, "იუვენტუსთან" ყველაზე ახლოს სწორედ ლუჩანო სპალეტის გუნდია.

დედაქალაქელებმა ურთულესი მისია შეასრულეს და "ნაპოლი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს. მატჩის გმირი ედინ ჯეკო გახლავთ, რომელმაც დუბლი მიითვალა აქტივში და მეტოქე მცველებისთვის უბრალოდ შეუჩერებელი იყო - პირველი გოლი ბოსნიელმა საშუალო დისტანციიდან ზუსტი დარტყმით შეაგდო, მეორე გოლი კი თავური დარტყმით მიითვალა აქტივში. ჯეკოს კიდევ შეეძლო გატანა და ჰეთ თრიკის შესრულება.

"რომა" სწორედ ბოსნიელის გოლებით იგებდა, როდესაც კულიბალიმ ერთი ბურთი გაქვითა და გაამწვავა ვითარება, მაგრამ მოჰამედ სალაჰმა მესამე შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1:3. ეგვიპტელი მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა აღარ გასჭირვებია.

მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობის მომენტი შეიქმნა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში რომაელებმა ივარგეს და სრულიად დამსახურებულად მოიგეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ნაპოლის" უკვე დაეტყო არკადიუშ მილიკის ტრავმა, რადგან მაურიციო სარის სხვა კლასიკური ცენტრფორვარდი არ ჰყავს და ამიტომ, წინა ხაზზე მანოლო გაბიადინის ათამაშებს, რომელიც უფრო ფლანგზე, სიღრმიდანაა ძლიერი. მოკლედ, მილიკის ტრავმის შემდეგ, "ნაპოლის" მდგომარეობა დამძიმდა და ვნახოთ, რა გამოსავალს იპოვნის ნეაპოლელთა მწვრთნელი...

მაურიციო სარი (ნაპოლი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეეთ, მეორე ნახევარში კი ბევრი შეცდომა დავუშვით. ძალიან ღრმად დავიწიეთ უკან და ამიტომ, დავისაჯეთ. არ შეიძლება "რომას" სივრცე მისცე, რადგან ამისთვის აუცილებლად დაგსჯის. შესაძლოა, მატჩის ბედი ერთმა პატარა შეცდომამ გადაწყვიტოს, დღეს კი ასეთი შეცდომა საკმაოდ ბევრი იყო. უნდა ვიშრომოთ და არსებულ ვითარებაში ოპტიმალური გამოსავალი ვიპოვნოთ".

ლუჩანო სპალეტი (რომა ): "უმნიშვნელოვანესი მატჩი მოვიგეთ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გავმაგრდით. თუ ასე გავაგრძელებთ თამაშს, გვაქვს შანსი რომ სკუდეტო მოვიგოთ. მეტოქემ კარგად ითამაშა და სხვა შემთხვევაში, ალბათ მოიგებდა, მაგრამ დღეს, "რომა" შეუდარებელი იყო. თუმცა, თვითტკბობას არ უნდა მივეცეთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. სეზონი გრძელია, მთავარი ბრძოლები კი წინ გველის".

იხილეთ ვიდეო

"იუვეს" გაუჭირდა

"იუვენტუსმა" "უდინეზეს" უმასპინძლა და პაულო დიბალას დუბლის წყალობით მოიგო. იქამდე, სწორედ სტუმრები დაწინაურდნენ და ტურინელებს დიდი ჯაფა დაადგათ, რომ დაგეგმილი სამი ქულა მოეპოვებინათ. აღსანიშნავია, რომ უდინელთა გოლის დროს, ჯანლუიჯი ბუფონს უკეთ მართებდა თამაში.

ჯიჯის შეცდომა დიბალამ გამოასწორა და ჯერ ბრწყინვალე გოლი შეაგდო საჯარიმო დარტყმით, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანიც გამოიყენა. ბუნებრივია, ტურინელები ტეროტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ პერიოდულად, სტუმრებიც მწარედ იჩხვლიტებოდნენ. საბოლოოდ, "იუვემ" გაიტანა თავისი და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, მატჩის შემდეგ კი მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:

"ეს იყო რთული მატჩი, რომელიც გაფუჭებული მომენტების გამო, კიდევ უფრო გავირთულეთ. იყო ხარვეზები, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რადგან სწორედ ასეთი მ,ატჩების მოგებით იჭედება დიდი წარმატება. დიახ, ეს იყო ნაბიჯი სკუდეტოსკენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის დარულებამდე დიდი დროა დარჩენილი. ჯანლუიჯი ბუფონის შეცდომები? - ჯიჯის ბოლომდე ვენდობი და ნამდვილად არ ვღელავ მის სათამაშო ფორმაზე. ბუფონი სეზონში 50 მატჩს ატარებს, შეცდომისგან კი დაზღვეული არავინაა".

იხილეთ ვიდეო

"ინტერი" სახლში შერცხვა

"ინტერი" განაგრძობს არასტაბილურ ასპარეზობას. ფრანკ დე ბურის გუნდს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია და ასეთივე წარმატებით, შესაძლოა ნებისმიერ მეტოქესთან დამარცხდეს. ამჯერად, "ნერაძურიმ" "კალიარის" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა თამაშს, საბოლოდ უქულოდ დარჩა.

მილანური გრანდის შემადგენლობაში პირველი გოლი შეაგდო ჟოაო მარიომ, თუმცა ჯერ ფედერიკო მელკიორიმ გაათანაბრა ანგარიში, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კი სამირ ჰანდანივიჩმა საკუთარ კარში შეაგდო და "კალიარიმ" სენსაციური გამარჯვება გამოჭედა. ასეთი თამაშით, "ინტერს" ნამდვილად გაუჭირდება ევროსაგზურის მოპოვება, სკუდეტოსთვის ბრძოლაზე კი ზედნეტია ლაპარაკი...

მატჩის შემდეგ, დე ბურმა შეგირდები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მას შემდეგ შეწყვიტა თამაში, რაც დაწინაურდა. ჰოლანდიელმა დასძინა, რომ "ინტერმა" პირველ ტაიმში უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა მატჩი 90 წუთი გრძელდება. დე ბურის თქმით, გუნდში ბევრი რამეა შესაცვლელი და ზომებს აუცილებლად მიიღებს.

იხილეთ ვიდეო

VIII ტური

ნაპოლი-რომა 1:3

გოლები: 0:1 ჯეკო (43), 0:2 ჯეკო (54), 1;2 კულიბალი (58), 1:3 სალაჰი (85)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (81. ზელინსკი) - ინსინიე, კალეხონი (76. ელ ქადური), გაბიადინი (56. მერტენსი)

რომა (4-2-3-1): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, ჟუანი (71. ემერსონი) - დე როსი, პარედესი - სალაჰი, ნაინგოლანი (79. ელ შაარავი), პეროტი (90. გერსონი) - ჯეკო

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 9-1; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12-11 (6-6); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 45 000

პესკარა-სამპდორია 1:1

გოლები: 0:1 კამპანიარო (12 ს. კ.), 1:1 კამპანიარო (23)

პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ვიტურინი (54. ზუპარიჩი), კოდა, კამპანიარო, ბირაგი - ბრუგმანი, კრისტანტე, აკვილანი - ბენალი (46. ფორნაზიერი), ბაჰებეკი (67. პეპე) - კაპრარი

სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - სალა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო (84. პრაეტი), ტორეირა, ლინეტი - ალვარესი (54. ფერნანდესი) - ბუდიმირი, კვალიარელა (69. მურიელი)

გამოუყენებელი პენალტი: კარპარი (50)

გაძევება: კოდა (45. პესკარა)

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 8-8; ჯარიმა: 9-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-18 (7-8); ბურთის ფლობა: 36%-64%; მაყურებელი: 16 000

იუვენტუსი-უდინეზე 2:1

გოლები: 0:1 იანკტო (30), 1:1 დიბალა (43), 2:1 დიბალა (51-პენ.)

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბენატია (70. ბონუჩი), ბარძალი, ევრა - კუადრადო, ერნანესი, ლემინა, სანდრო - დიბალა (82. სტურარო), მანჯუკიჩი (66. იგუაინი)

უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ვაგუე, დანილო, ფელიპე, სამირი (46. ალი ადნანი) - ფოფანა, კუმსი, იანკტო (75. ერტო) - დე პაული (55. პერიცა) - საპატა, ტერო

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 12-6 (5-4); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 40 000

ფიორენტინა-ატალანტა 0:0

ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - გონსალო, ასტორი, სალსედო - ბერნარდესკი, ბადელი, სანჩესი (59. ვესინო), მილიჩი (59. ტელიო) - ბორხა ვალერო, ბაბაქარი (83. სარატე) - კალინიჩი

ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - კალდარა (46. სტენდარდო), ტოლოი, მაზიელო - კონტი, კესიე, ფრეულერი, დრამე - კურტიჩი (68. გალიარდინი), გომესი (89. დალესანდრო) - პეტანია

გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13-11 (8-4); ბურთის ფლობა: 65%-35%; მაყურებელი: 28 000

ჯენოა-ემპოლი 0:0

ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, ბურდისო, ორბანი - ლაზოვიჩი, ველოზო, რინკონი, ლაქსალტი (88. ფიამოზი) - რიგონი, ედენილსონი (84. მუნიოსი), სომეონე (72. ნინკოვიჩი)

ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ბელესი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი (88. ტელიო), მაური, ბუჩელი (71. ელ ჰაჯი) - საპონარა - პუჩარელი (68. მაკარონე), ჯილარდინო

გაძევება: ლაზოვიჩი (34. ჯენოა)

გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 3-2; ჯარიმა: 18-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 6-2 (3-1); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 20 000

ინტერი-კალიარი 1:2

გოლები: 1:0 ჟოაო მარიო (55), 1:1 მელკიორი (71), 1:2 ჰანდანოვიჩი (85-საკ. კარში)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ანსალდი (86. იოვეტიჩი), მურილიო, მირანდა, სანტონი - ჟოაო მარიო, მედელი - კანდრევა (74. ედერი), ბანეგა (60. გნუკური), პერიშიჩი - იკარდი

კალიარი (4-3-1-2): სტორარი - პიზაკანე, კაპიტელი, ალვეში, მურუ - მუნარი (69. ისლა), პადოინი, პანაიოტისი - დი ჯენარო (77. ბარელა) - საუ (60. ბორიელო), მელკიორი

გამოუყენებელი პენალტი: იკარდი (26)

გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 10-6; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-11 (4-6); ბურთის ფლობა: 66%-34%; მაყურებელი: 50 000

ლაციო-ბოლონია 1:1

გოლები: 0:1 ჰელანდერი (10), 1:1 იმობილე (90)

ლაციო (4-3-3): მარკეტი - პატრიჩი, დე ვრი (56. კატალდი), ჰოედტი, რადუ (69. ვოლასი) - სავიჩი (76. ალბერტო), პაროლო, ლულიჩი - ანდერსონი, კეიტა, იმობილე

ბოლონია (4-3-3): და კოსტა - მბაიე, ჰელანდერი (84. ოიკონომო), მაიეტა, მაზინა - დონსა (68. პულგარი), ნაგი, ტაიდერი - დი ფრანჩესკო, ვერდი, ფლოკარი (54. უმარი)

გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 18-0; ჯარიმა: 13-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 18-4 (9-4); ბურთის ფლობა: 68%-32%; მაყურებელი: 30 000

სასუოლო-კროტონე 2:1

გოლები: 0:1 ფალჩინელი (2), 1:1 სენსი (83), 2:1 იემელო (86)

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო - პელეგრინი, მანიანელი, ბიონდინი (67. სენსი) - პოლიტანო, რიჩი (46. მატრი), დეფრელი (74. იემელო)

კროტონე (4-3-3): კორდაცი - როზი, კლეიტონი (74. დუსენე), ფერარი, მარტელა (77. მესბა) - კაპეცი, კრიზეტიგი, სალძანო - ტონევი (69. როდენი), ფალჩინელი, პალადინო

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 15-1; ჯარიმა: 10-22; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 20-6 (11-2); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 14 000

კიევო-მილანი 1:3

გოლები: 0:1 კუცკა (45), 0:2 ნიანგი (46), 1:2 ბირსა (76), 1:3 დაინელი (90-საკ. კარში)

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი - კასტრო, რადოვამოვიჩი, ისკო (65. დე გუზმანი) - ბირსა - ფლორო ფლორესი (77. პელისიერი), ინგლეზე (60. მეჯორინი)

მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა - ნიანგი (88. ბაკა), სუსო (81. პოლი), ლაპადულა (70. სოსა)

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 7-2; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 7-11 (5-6); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 15 000

იხილეთ ვიდეო

17 ოქტომბერი

პალერმო-ტორინო 22:45

ბომბარდირები:

6 გონსალო იგუაინი (ნაპოლი)

მაურო იკარდი (ინტერი)

კარლოს ბაკა (მილანი)

5 ხოსე კალეხონი (ნაპოლი)

ანდრეა ბელოტი (ტორინო)

4 არკადიუშ მილიკი (ნაპოლი)

მომდევნო ტური

22 ოქტომბერი:

სამპდორია-ჯენოა, მილანი-იუვენტუსი;

23 ოქტომბერი:

უდინეზე-პესკარა, ატალანტა-ინტერი, კალიარი-ფიორენტინა, კროტონე-ნაპოლი, ემპოლი-კიევო, ტორინო-ლაციო, ბოლონია-სასუოლო, რომა-პალერმო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gocha
ჯიჯის წასვლის დროა მოსული და იმედია მალე მიხვდება.ესპანეთთანაც მაგარი ჭამა.ყოველ შემთხვევაში ნაკრებიდან აუცილებლად უნდა წავიდეს თორემ წინ მსოფლიო ჩემპიონატია და იქ უდინეზეები არ თამაშობენ.
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ნაპოლი" თასიდან "კომომ" გამოაგდო
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
პულისიჩი პრემიერ ლიგას დაუბრუნდება? - "მილანის" ვარსკვლავი სამ გუნდს სურს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
მაესტრო ლუკა - მოდრიჩს 40 წლის ასაკში კონტრაქტის გახანგლძრივებას შესთავაზებენ
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"იუვენტუსს" "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის იტალიაში დაბრუნება სურს
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
"რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლი ვიყავი, დამცინეს, "ნაპოლიმ" ეს გამიკეთა..." - ოსიმენმა "პარტენოპეიდან" წასვლის ამბავზე სკანდალური ინტერვიუ მისცა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
მატეტა იტალიურ გრანდში - "მილანი" ფრანგ ფორვარდს ყიდულობს