საქართველოს ნაკრების კალათბურთელები "ბასკონია"-"ანდორას" მატჩში საუკეთესოები იყვნენ
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ჭეშმარიტად ქართული დერბი ჩატარდა. თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორას" უმასპინძლა და ამ შეხვედრაში ამინდს უპირველესად ქართველები ქმნიდნენ. ბასკონიელთა საუკეთესო მოთამაშე შენგელია გახდა, ანდორელთა კი - შერმადინი და ბურჯანაძე. ესპანეთის ჩემპიონატის "ქართულ შეხვედრაში" "ბასკონიამ" 95:77 იმარჯვა.

მასპინძელთა პირველი 6 ქულა შენგელიამ მიითვალა. ქართველი ფორვარდი ფაქტობივად შეუჩერებელი იყო, რომელმაც ბოლო პერიოდამდე 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ვიტორიული გუნდის ქართველმა ლიდერმა არასრული 27 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამ მაჩვენებლებით მან საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ამდე გაზარდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ამ შედეგით შენგელიას ტურის საუკეთესოს ტიტულის მოპოვების შანსიც აქვს, თუ არადა, სიმბოლურ ხუთეულში აუცილებლად შევა.

"ანდორაშიც" საუკეთესოები ქართველები იყვნენ. საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 22:27 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 9-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19-ს უწია, რის შემდეგაც 17 ერთეულით ბურჯანაძე მოდის.

ბურჯანაძემ დებიუტში ისეთი შედეგიანობა გამოავლინა, რომ ნებისმიერ სნაიპერსა თუ ბომბარდირს შეშურდებოდა. ბექა სათადარიგო იყო და მოედანზე გასვლიდან 3:13 წუთში 8 ქულა ჩააგდო. მან 6-დან 6 საჯარიმო და 1-დან 1 ორქულიანი მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტის 13 ერთეულით პირველი მეოთხედის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მთლიანობაში ბურჯანაძემ 21:18 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. მან 7-დან 3 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო მიითვალა, 1 სამიანი კი ააცილა.

3 მოგებითა და 1 მარცხით შენგელიას გუნდი მე-4 ადგილზეა, ხოლო შერმადინი-ბურჯანაძის "ანდორას" 3-დან 2 მოგებით მომდევნო, მე-5 ადგილი უკავია. მომდევნო, მე-5 ტურში, 22 ოქტომბერს ანდორელები დაუმარცხებელ "ბილბაოს" უმასპინძლებენ, ხოლო მეორე დღეს "ბასკონია" სტუმრად "ფუენლაბრადას" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

giorgi
პასებიც ხომ არ მიუციათ ერთმანეთისთვის? :))
ბესო72
მშვენიერია . საქართველოს ნაკრების არასრული შემადგენლობის ვარჯიში ანუ ტესტ მატჩი ვიხილეთ )))
llcl
ნამდვილად საამაყოა, როცა ევროპის ყველაზე ძლიერ ლიგაში ქართველები წამყვან პოზიციებზე არიან. წარმატებები ბიჭებო! ესევე მინდა ვიკას უსწრაფესი გამოჯანმრთელება ვუსურვო, ბოლო ტრავმა ყოფილიყოს მისთვის
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში