მეორე ეშელონის გუნდების ლიგა
მას მერე, რაც უეფამ ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ბობოლა კლუბების გეგმას, რომელიც 2018/19 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის რეფორმას ითვალისწინებს, მეორე ეშელონის ქვეყნებმა გამოსავლის ძებნა დაიწყეს.

ფაქტია, ახალ ჩემპიონთა ლიგაში სწორედ გრანდების ინტერესები იქნება წინა პლანზე და, ვთქვათ, ჰოლანდიური, ბელგიური, შოტლანდიური, პორტუგალიური და სხვა ქვეყნების კლუბები ახალი რეალობის წინაშე დადგებიან - მდიდრებს აღარ სურთ, შემოსავალი გაუყონ ღარიბებს.

მათთვის ზედმეტი ტვირთია, ითამაშონ ასტანაში, ბორისოვოში (თბილისში ვერა და ვერ "ჩამოვიტყუეთ")... და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით ლისაბონში, გლაზგოში, ბრიუსელსა და ამსტერდამშიც კი.

ეს მოდის იმ დროიდან, როცა ჯერ კიდევ 90-ანი წლებში დაიბადა ეგრეთ წოდებული G 14, რომელიც ევროპის 14 უმდიდრესი კლუბის გაერთიანებას წარმოადგენდა. ისინი ჯერ კიდევ მაშინ ფიქრობდნენ უეფას ფორმატიდან გამოყოფასა და ცალკე ტურნირის დაარსებაზე.

ევროფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მაშინ მოქნილობა გამოიჩინა, გაითვალისწინა გახლეჩვის საფრთხე და დაიწყო ჩემპიონთა ლიგის მოდერნიზება-გაფართოება.

მაგრამ დღეს მდიდრებს ესეც აღარ აკმაყოფილებთ და ECA-ს (ევროპული კლუბების ასოციაცია) ბოლო კონგრესზე დამტკიცდა კიდეც მორიგი რეფორმის პროექტი, რომელიც მთლიანად გრანდების ინტერესებზეა მორგებული.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ დაბალი რანგის ევროპული კლუბების მესვეურთა თავებში დაიბადა ალტერნატიული ლიგის შექმნის იდეა. ამ ჯგუფის ლიდერად გვევლინება დანიური "კოპენჰაგენი", რომლის სპორტული დირექტორი ანდერს ჰორსჰოლტი უკვე მართავს მოლაპარაკებებს შოტლანდიურ, ჰოლანდიურ, ბელგიურ, ნორვეგიულ და შვედურ კლუბებთან. მოფიქრებულია ახალი გაერთიანების სახელწოდებაც - "ატლანტიკის ლიგა".

ერთი სიტყვით, იდეა დაიქოქა და ვნახოთ, სადამდე მივა და სად იქნება ქართული კლუბების ადგილი ევროპაში...

მაგრამ არის ერთი მთავარი საკითხი - სასპონსორო ფული. "ბარსელონა", "რეალი", "ბაიერნი", "მანჩესტერ იუნაიტედი" - ეს ის ბრენდებია, რომელთაც მოაქვთ სწორედ ეს ფული, მაგრამ როგორი ინტერესი ექნებათ მდიდარ კომპანიებსა და ტელევიზიებს "სელტიკის", "ბენფიკას", "ანდერლეხტის", "აიაქსისა" და კიდევ უფრო დაბალი ცნობადობის კლუბების მიმართ, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახაბერი
კავკასიის ლიგა. ყველაზე ნაღდი. შანსები გვექნება 3ზე გასვლის
ნოდარი
ჩობან ლიგა საინტერესოა,თუმცა ვშიშობ ეგაც სანატრელი არ გაგვიხდეს
შაკო
გავაკეთოთ ჩობან ლიგა სომხებთან და აზერებთან ერთად
ვეტერანი
მავზოლეუმის დირექტორი რატომაა გაჩუმებული, რა რეფორმატორული იდეების გამო მისცა თავისი ხმა უეფას ახალ პრეზიდენტს. ესაა რეფორმა?
jm
ჩვენ ქე გვაქ დოღ ლიგა და რათ გვინდა სხვა.DDD
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
იუპ ჰაინკესი: ჩემი ფეხბურთელები სათანადოდ არ გაისარჯნენ
"რეინჯერსი"-"ნაპოლის" მატჩი გადაიდო - შეხვედრას იტალიელი ფანები ვერ დაესწრებიან
"ანდერლეხტის" მწვრთნელს გურამ კაშიას მიწვევას ურჩევენ
გლაზგოში "სლავიას" 1 ფეხბურთელი დაასახიჩრეს, მეორეს გვირაბში სცემეს [VIDEO]
"რეინჯერსის" ფანებმა ჩემპიონობა ერთმანეთის ცემით აღნიშნეს [VIDEO]
კარლო ანჩელოტი: იდეალურად არ გვითამაშია
"ანდერლეხტის" მწვრთნელი რენე ვაილერი გადააყენეს
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
შესაძლოა, კუმანმა ბრიტანული გუნდი ჩაიბაროს
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
Corriere dello Sport: ტურინის "იუვენტუსი" დენის პრაეტის გაფორმებას ცდილობს
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
"რეინჯერსს" ოთარ კიტეიშვილი ურჩიეს
ევროპალიგა. 1/4-ფინალი: მუქარა "ლიონს" - ჩვენი სტადიონი თავზე დაგემხობათ
გვილია "აიბროქსზე", ქვილითაია ხორვატიაში - ქართველების გუნდების გადამწყვეტი მატჩები ევროპა ლიგის პლეი-ოფში