ვინჩენცო მონტელამ გუნდი უკეთ აათამაშა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, "მილანი" სატურნირო ცხრილის სამეულშია, ეს კი ჩემპიონთა ლიგის ზონაა. ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ლომბარდიული გრანდი პროგრესირებს და თუ ასე გააგრძელა, შეიძლება მთელი საფეხბურთო იტალია გააოცოს.

უცნაურია, როდესაც "მილანის" წარმატება გაოცებას იწვევს, მაგრამ ბოლო წლების ღრმა კრიზისმა სწორედ ასეთი რეალობა მოიტანა.

ვინჩენცო მონტელას გუნდი "კიევოს" ესტუმრა და დამაჯერებლად სძლია მეტოქეს, 3:1. ანგარიში იურაი კუცკამ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან უზადოდ დაარტყა და მეკარეს შანსი დარ დაუტოვა. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც მბაიე ნიანგმა ერთი მეურვე ოსტატურად ჩამოიცილა და მანაც საჯარიმოს გარედან, უზუსტესი დარტყმით უწია მიზანს.

ვერონელებმა საჯარიმო დარტყმით გაქვითეს ერთი ბურთი, თუმცა მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კარლოს ბაკას დარტყმულს რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი მესამეჯერ გაეხვა "კიევოს" კარის ბადეში.

ყოჩაღ ვინჩენცო მონტელას, რომელიც მის ხელთ არსებულ რესურსს ოპტიმალურად იყენებს და შედეგიც შესანიშნავი აქვს.

"პირველ ტაიმში, ძალიან ცუდად ვითამაშეთ და შეიძლებოდა, რომ მწარედ დავსჯილიყავით, თუმცა გადავრჩით და შემდეგ, აქეთ შევუტიეთ მეტოქეს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შესანიშნავ გუნდს მივუგეთ, რომელიც ბევრ გრანდს გაამწარებს. მომდევნო ტურში, "იუვენტუსს" ვხვდებით და არის თუ არა ეს ბრძოლა სკუდეტოსთვის? - არა, სკუდეტოზე ლაპარაკი საღ აზრს მოკლებულია, თუმცა ერთს გეტყვით: პირადად მე, ვიგრძენი ევროტურნირების სუნი, დანარჩენს კი დრო გვუჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა - მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
მონტელა: გაძევების შემდეგ ინიციატივა დავკარგეთ - საქართველოს ნაკრებმა დიდი განვითარება გაიარა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
არეულობა თურქეთის ნაკრებში? - აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში