თბილისის "დინამომ" სეზონი "დუდუ დადიანის" მოგებით დაიწყო, ამ შაბათს სუპერთასიც მოიგო, ხოლო გუშინ სუპერლიგის გათამაშება "ოლიმპის" ძლევით გახსნა
თბილისის "დინამომ" სეზონი "დუდუ დადიანის" მოგებით დაიწყო, ამ შაბათს სუპერთასიც მოიგო, ხოლო გუშინ სუპერლიგის გათამაშება "ოლიმპის" ძლევით გახსნა.

რამდენადაც საწერადაა იოლი, იმდენად რთულია წლევანდელ სეზონში გამარჯვება, რადგან ყველა გუნდმა წინასწარ დაიჭირა თადარიგი, კარგი ლეგიონერებიც ჩამოიყვანა და ქართული კონტინგენტიც შესაფერისი შეკრიბა. შესაბამისად, ფავორიტსა და აუტსაიდერს შორის ზღვარი წაიშალა, რისი დასტურიც გუშინწინდელი შეხვედრა იყო, რომელშიც ახალბედა "კაკტუსმა" ჩემპიონი "ქუთაისი" დაამარცხა.

გადამწყვეტი. მესამე პერიოდში "დინამოელთა" დაცვის სიმწყობრეს "ოლიმპის" შეტევითი მოშლა დაერთო და ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა 17:3 გაქცევა მოაწყვეს. თუ სპურტამდე მეტოქეს 31:35 ჩამორჩებოდნენ, მის შემდეგ უკვე 48:38-ს იგებდნენ. ამ გაქცევისას ქულები ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მიითვალა, რაც ხაზს უსვამს "დინამოს" გუნდურობას.

სტატისტიკა არ ტყუის. დიღმელთა 23 პასიც გუნდურობის მანიშნებელია, თუმცა "ოლიმპის" კალათბურთელებს საჯარიმო ტყორცნები თუნდაც დინამოელთა მსგავსი სიზუსტით (71%) რომ ესროლათ, გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდათ. "ოლიმპმა" 15 საჯარიმოდან მხოლოდ 7 ჩააგდო (47%), მატჩი კი 11 ქულით წააგო.

გამორჩეული. "ოლიმპის" ახალწვეულებმა პიტჩფორდმა (16 ქულა) და ბარნეტმა (15) თავი კარგად წარმოაჩინეს, მათმა ბათუმელმა გამთამაშებელმა მიქელაძემ 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ბევრი იშრომა როგავამ.

ვინ იყო მატჩის საუკეთესო? პასუხის გაცემა რთულია - დინამოელ ვონს 12 პასი ჰქონდა, ბერიშვილს - 15 ქულა, გოგოძეს - 13, ლონდარიძეს 12 ქულა და 8 მოხსნა, მარავიჩს 13 ქულა და 7 მოხსნა...

ნამატჩევს

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი):

- მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანის თასი და სუპერთასი მოვიგეთ, თუმცა სუპერლიგაში პირველი შეხვედრა იყო და ბიჭები ცოტა თავდაჯერებულები იყვნენ. ამის გამო მეორე მეოთხედში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა გამარჯვების საკითხი, მაგრამ საბოლოოდ მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვების მოპოვება. გვყავს რამდენიმე ახალწვეული. ასე რომ, გვჭირდება შეთამაშება და ვეცდებით, შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც ბათუმში გველის, უკეთ მომზადებული ვიყოთ როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად და ფსიქოლოგიურად.

დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი):

- ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ შეთამაშების პროცესშია. "დინამო" ძლიერი მეტოქეა, ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი. ვეცდებით გამოვასწოროთ შეცდომები. მეორე პერიოდში კარგად ვითამაშეთ, თუმცა მესამე პერიოდში გვქონდა ჩავარდნა, რამაც დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე.

სუპერლიგა 2016-17. I ტური

18 ოქტომბერი, თბილისი

დინამო-ოლიმპი 68:57

14:11, 15:22, 21:7, 18:17

დინამო: ვონი (5ქ, 12პ), გრძელიძე (4ქ), ლონდარიძე (12ქ, 8მ), მაჩალაძე, ფაცაცია (2ქ, 6მ), ჭოჭუა (2ქ), მარავიჩი (13ქ, 7მ, 3დ), ბერიშვილი (15ქ, 5პ), გოგოძე (13ქ, 5მ, 3ჩ), ოლივერი (3ქ).

ოლიმპი: გივი ბაქრაძე, ბარნეტი (15ქ, 5მ, 3პ), როგავა (8ქ, 6მ, 5ჩ), გიორგი ბაქრაძე, მიქელაძე (6ქ, 7მ, 9პ), კახა ტომარაძე (7ქ, 7მ), მასხულია (2ქ), გუგეშაშვილი (3ქ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
დავით როგავა და დიმიტრი ჟაკობოვი ფიბა-ს სამწლიან სამწვრთნელო პროგრამაში მონაწილეობენ
სუპერლიგა 2016-17. III ტური: დღეს სტუმარია ის ჩემი...
სუპერლიგა 2016/17. VII ტური: როცა შვიდი არ არის მშვიდი
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]