საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო.

მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს.

- ილიას ზუროსმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადა

არაერთ ახალბედასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ევროლიგის მოთამაშეები - გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი).

საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს პასპორტს ფლობს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას ბოლო 2 წელია, იცავს.

ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში.

გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს - იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს.

ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, მათი ადგილები დაიკავეს "ოლიმპის" მწვრთნელმა დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა. ეს უკანასკნელი პროფესიონალი კალათბურთელი იყო და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდიოდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ ლიმნიატისმა მუშაობა მწვრთნელად დაიწყო. გასულ სეზონში ის ბერძნული პაოკ-ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

სამწვრთნელო შტაბში, ასისტენტის პოზიციაზე მუშაობას აგრძელებენ უცხოელი სპეციალისტები - სერბი მილოშ გლიგორიევიჩი და ხორვატი ტიჰომირ ბუიანი.

შეიცვალა ფიზმომზადების მწვრთნელიც. დამსახურებული ავთო ბერიძის ადგილი ახალგაზრდა სპეციალისტმა - ირაკლი შიოშვილმა დაიკავა. ბერიძე მუშაობას საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გააგრძელებს. ექიმთა შტაბს კვლავინდებურად თემურ ხვედელიძე უხელმძღვანელებს, რომელსაც ზურა სულეიმანაშვილი დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშს 12 ნოემბერს, "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე შეუდგა. ილიას ზუროსი გუნდს 20 ნოემბრამდე ავარჯიშებს, რის შემდეგაც ჩვენი ნაკრები გერმანიაში გაემგზავრება და 24 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს.

საქართველოს ნაკრები გერმანიიდან ბელგრადში გადაინაცვლებს და ფიბას მიერ გამოყოფილი სანაკრებო ფანჯრის მეორე შეხვედრას გასული ევრობასკეტის ვერცხლისმედალოსან სერბეთთან გამართავს.

შეგახსენებთ, შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიასა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც გახლავთ. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო ფანჯრები თებერვალსა და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

zaza
ხოდა მიგვინგრევია გერმანია და სერბეთი და ესარი ეს ისე ხუმრობით ისე ორივე თამაშს წავაგებთ უშანსოდ და საერთოდაც აუტსაიდერბი ვართ ჯგუფის.სამწუხაროდ დიდი ალბათობით ბოლო ადგილიც შეიძლება გვერგოს ეს იმის ბრალია 12 წელი რო ბავშვთაკალათბურთში არაფელი გვიკეთებია და აქედან გამომდინარე ეს სიძნელეები მოსალოდნელიც იყო.აღარ აპირებს გაბრიჩიძე არჩევნებში მონაწილეობის მიღებასო და რა აზრიაქ რო ისედაც იცის რა ელის წინ ქართულ კალათბურთს აწი და გაეცალა სანამ ამის ხელსაყრელი დრო ნახა მეტი არაფელი.
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა
ლიმნიატისი "ლავრიოს" საბერძნეთის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]