"დორტმუნდი" გაყიდვით დაინტერესებული არ არის, მაგრამ მოისმენს
"დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჰიმ ვაცკემ პიერ-ემერიკ ობამეიანგის "რეალში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა და ეს ვარიანტი არ გამორიცხა, მაგრამ ყველას გასაგონად აღნიშნა, რომ კლუბი გაბონელს ასე მარტივად არ შეელევა.

ობამეიანგს სხვა მსურველებიც ჰყავს, თუნდაც "სიტისა" და "პარი სენ-ჟერმენის" სახით, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს გული "სანტიაგო ბერნაბეუსკენ" უფრო მიუწევს.

"თუ "რეალი" დაგვიკავშირდება, ჩვენ დავილაპარაკებთ, მაგრამ ვაფრთხილებ ყველას, რომ მოლაპარაკებები ასეთი მარტივი არ იქნება. ობამეიანგის ასე უბრალოდ ყიდვა არ გამოვა, იგი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენი მიზანი მისი გაყიდვა სულაც არ არის. პირიქით, გვსურს, რომ პიერ-ემერიკი ჩვენთან დარჩეს.

ჩვენგან წასული სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მას გუნდთან მშვენიერი და ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს, 2020 წლამდე. ასე რომ, ამ მხრივ არანაირ ზეწოლას არ განვიცდით. აღსანიშნავია ისიც, რომ არც თავად ობამეიანგი იწვის წასვლის სურვილით" - განაცხადა ვაცკემ.

დორტმუნდელთა ერთ-ერთმა ბოსმა ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მისთვის ცოტა უცნაური იყო სომეხი მოთამაშის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა. "ოლდ ტრაფორდზე" მხითარიანს აშკარად პრობლემები აქვს. ვაცკემ ეს თითქოს, მცირე ნიშნის მოგებით აღნიშნა და ისიც დაამატა, ჰენრიხის უკან დაბრუნებაზე, თუნდაც იჯარის წესით, სიამოვნებით დავილაპარაკებთ, თუ აქამდე საქმე მივაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bavarias
არ ხარ შე კაი ეკსპერტი .თან აშკარად სკლეროზი გაქ
data
დორტმუნდში რომ აბრუნებთ, ჯერ აცადეთ თამაში. ტყუილად კი არ გადაიხადა მაურინიომ ამხელა თანხა.
bavaria
ახალი გადასული რომ იყო მხითარიანი მანჩესტერში მაშინ ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, მხითარიანი არაა ჯერჯერობით სუპერგუნდების დონს ფეხბურთელი, მე არ მახსოვს არცერთი მისი კარგი თამაში ტოპ გუნდებთან, თითქმის ყველა მისი თამაში ნანახი მაქვს ბორუსიაში. ვერასოდეს მან ვერ გაიბწყინა პრინციპულ თამაშებში, საშუალო და ექსტრა კლასის შუაშია სადღაც, ასე რომ დორტმუნდიდან მისი წასვლა დიდი შეცდომა იყო, თუ აწი მოუმატებს არ ვიცი, არ მიწყინოთ მხითარიანის გულშემატკივრებმა. თუ ვცდები გამახსენეთ მისი თუნდაც ერთი კარგი თამაში მაგარ გუნდთან.
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გახდება პირველი ფეხბურთელი? - მხითარიანმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი დააფიქსიროს
"ერთხელაც ვარჯიშზე მოთმინება აღარ მეყო და..." - მხითარიანმა მოურინიოსთან კონფლიქტის დეტალები გაიხსენა
"შეიძლება მთელი ცხოვრება ამაზე ვიფიქრო" - ჰენრიხ მხითარიანი
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები