თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიაჩესლავ გროზნი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრა და გუშინ "დინამო"-"ლოკომოტივის" სათასო მატჩს დაესწრო. 60 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა გადაწყვეტილი არ არის. ერთი შეხედვით, გროზნი მთავარ კითხვაზე - მართავდა თუ არა მოლაპარაკებებს "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთან, პასუხს თავს არიდებდა და საუბრის სხვა თემაზე გადატანას ცდილობდა.

მაგრამ მისი პასუხებიდან აშკარად ჩანს, რა მოეწონა და რა - დაგვიწუნა:

- თბილისში მეგობრებთან ჩამოვედი და მსურდა, რომ "დინამოს" ინფრასტრუქტურა მენახა. მოკლედ ვიტყვი - აღტაცებული ვარ! ჩემი კომპლიმენტები კლუბის მეპატრონე რომან ფიფიას, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. "დინამოს" ბაზა ისეთი დონისაა, ფეხბურთელებს ისღა დარჩენიათ, მაღალ დონეზე ითამაშონ. ახალგაზრდებს ასეთი საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები რომ გააჩნიათ, უნდა პროგრესირებდნენ.

საფეხბურთო აკადემიაზეც იმავეს ვიტყვი - კიევის "დინამოს" და ბევრი ცნობილი გუნდის საფეხბურთო სკოლა მინახავს და ვიტყვი, რომ მათ ფონზეც კი თბილისში ძალიან სოლიდური აკადემია დამხვდა.

- ცხადია, თბილისში ინფრასტრუქტურის სანახავად არ ჩამოსულხართ...

- კიევში თუ ჩამოხვალთ, სიამოვნებით გაჩვენებთ ოლიმპიურ სტადიონსა და სხვა სპორტულ ობიექტებს... იცით, რამ გამაოგნა? ეროვნული თასის მეოთხედფინალია, თბილისური დერბი და მაყურებელი არ იყო?! ნუთუ, ხალხს ფეხბურთი არ აინტერესებს?! არადა, აქ ისეთი ტალანტები არიან, დროა საჭირო, რომ გაიზარდონ და შედეგი აჩვენონ.

- და მაინც, "დინამოს" მწვრთნელად ინიშნებით?

- ჩვენ ბატონ ფიფიასთან ურთიერთობა დავიწყეთ, მაგრამ - სხვადასხვა თემაზე. მეტის თქმა არ შემიძლია და კარგად გამიგეთ. გუნდის ნახვა და დასკვნის გამოტანა მსურდა. აქ ბევრი კეთილმოსურნე ადამიანი დამხვდა, მშვენიერი საფეხბურთო ატმოსფეროა. მაგრამ სტადიონზე ხალხის დაბრუნებაა საჭირო.

არ ვიცი, მაყურებელი რატომ არ დადის. შესაძლოა, მიზეზი მძიმე ცხოვრებაა, ან ისიც, რომ ქართველები ტოპ-დონის ფეხბურთს იყავით შეჩვეულები და ნაკლები არ მოგწონთ? მაგრამ თბილისის "დინამო" დიდი ტრადიციების კლუბია. ალბათ, ხალხს უფრო ტემპიანი თამაშის ხილვა სურს.

- "დინამოს" თამაშს როგორ შეაფასებთ?

- საჯაროდ კოლეგების შეფასება არ მიყვარს. მაგრამ პირადად მე დაცვიდან შეტევაზე უფრო სწრაფი გადასვლა მიყვარს. ქართველებს ტექნიკა ამის საშუალებას გაძლევთ. თქვენ ყოველთვის ელეგანტური თავდამსხმელები გყავდათ, რომელთაც ერთი-ერთზე ნებისმიერი მცველის მოტყუება და ბევრის გატანა შეეძლოთ.

აგერ, აქ არის ჩემი მეგობარი რეზო ჩელებაძე, მშვენიერი თავდამსხმელი იყო... ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. მაგრამ ისინი უნდა გაიზარდონ და მაღალი კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ. ასეთი რესურსით "დინამო" და სხვა ქართული კლუბები ევროთასებზე წარმატებით უნდა გამოდიოდნენ.

საქართველოს ნაკრებსაც ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე უნდა ხვდებოდეს. სხვათა შორის, უელსთან ბოლო შეხვედრა ვნახე და ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს.

- თქვენი პასუხი როდის გვეცოდინება?

- მადლობა მედიას, თქვენს შრომას ვაფასებ. მაგრამ მეტის თქმის უფლება არ მაქვს. რაც შემეძლო, უკვე ვთქვი.

- ამჟამინდელ "დინამოში" ხედავთ იმ პოტენციალს, გუნდი ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვდეს?

- დღევანდელი თამაშით ვერაფერს ვიტყვი. გუნდი ერთხელაც არ მივარჯიშებია და ასე დასკვნის გამოტანა გამიძნელდება. თანაც, დღეს რამდენიმე დისკვალიფიცირებულმა დინამოელმა არ ითამაშა. ამიტომ ახლა ჩემი შეფასება არაკორექტული იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Georgian
სანამ ინფრასტრუქტურა(ბაზები, სტადიონები, სკოლები) არ მოწესრიგდება ქართულ საკლუბო ფეხბურთს არაფერი ეშველება და შესაბამისად გულშემატკივარსაც ვერ მოიზიდავს.
Mandela
ყურმან ბერდიევი მაშინ ამასთან შედარებით თავისი კრიალოსანით ვიტო ჯენოვეზე ყოფილა
Dyablo
ოჰ-ს ირონიას ვერ მიმიხვდი დ: თორემ ესეც ლაკი ლუჩიანო ან ჯოე ადონისი არა მყავდეს.
ოოოოოოოოოოოოოო
ვისაც გინდა იმას ჰგავდნენ!ბეარზოტი სუფთა მაფიოზის შესახედაობით გამოირჩეოდა,მაგრამ 78-ში უძლიერესი ფახბურთი აჩვენა და 82-ში კი ჩემპიონი გახადა იტალია!ახალკაცი "პურიმჭამელს" ჰგავდა,მაგრამ მსოფლიო დონის გუნდი დააყენა.ასე,რომ შესახედაობით ნუ ვიმსჯელებთ,თორემ ქართველ "ფეხბურთელებს" მეტი კი არ უნდათ?!
Guadua
ის რომ ფეხბურთი უსახურია, ეს პირველ რიგში ფეხბრურთელების ბრალია, არც მწვრთნელის და არც კლუბის მენეჯმენტის. თუკი ირიცხები კლუბში, თუკი დაგაყენეს შემადგენლობაში, თუკი ხელფასს თუდნაც რაიმეს ღებულობ, თუკი სტადიონზე 10 კაცი მაინც არის მოსული მაყურებელი და არ იხარჯები ბოლომდე, არამედ დაზლოზინებ ფეხმძიმე მარტორქასავით, მაშინ შენ ფეხბურთელი კი არა უმსგავსო არსება ყოფილხარ. სადაც 10 კაცს არ სცემ პატივს იქ 10 000-საც არ სცემ. ამიტომაც ფეხბურთელებო,ვინც კითხულობთ ამ სიტყვებს დაიმახსოვრეთ, მხოლოდ თქვენგან მოდის ეს უბედურება , უმაყურებლო ფეხბრუთის და გრცხვენოდეთ. სადაც ცდილობენ ფეხბუთელები, იქ მაყურბელიცაა. თუ არაა მიწოდება , მომხმარებელიც არაა. ეს ელემენტარულია.
oh
განსგტერი კი არა ტიპი ცეხავიკ-დელავშიკს ჰგავს!! პრინციპში შეეწყობიან ერთმანეთთ და დინამოს საბოლოოდ დააჩაჩანაკებენ!!
Dyablo
რა სიფათი აქ იმენა ტიპი განგსტერია ამას რო ფეხბურთელმა არ დაუჯეროს შეიძლება ნაადრევად დაასრულოს კარიერა.
გივია
სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით საქართველოს ჩემპიონატი არ არის იმ დონის ასე მასიურად ხალხმა რო იაროს. ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი მაგამდე. დღეს ისეთ დღეშია ფეხბურთი ამას წლები და თაობები ჭირდება. არც ინფრასტრუქტურაა სამწუხაროდ ამისათვის მზად. ბევრ ქალაქში სტადიონი ისეთ დღეშია ხალხმა ტაში რო დაუკრას თავზე დააწვება. არც ქალაქებია სამწუხაროდ ინფრასტრუქტურულად მზად მაღალი დონის ჩემპიონატის ჩასატარებლად. სამტრედიაში რო 20000 კაცი ჩავიდეს მატჩის სანახავად ოჯახებშიც კი ვერ დარჩებიან არამცთუ სასტუმროებში. ტრანსპორტი მოუწესრიგებელია, გზები მოუწესრიგებელია, საკვები ობიექტები მოუწესრიგებელია. მოკლედ ჯერ ქვეყანაც არ არის მზად მაღალი დონის ჩემპიონატისათვის. ამას ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა ჭირდება ასე ერთბაშად არაფერი გამოვა.
ჯუბერი
და რავქნათ რო მოვიდეთ ? ფეხბურთს იქ ვერ ნახავ და საცოდაობას ყურებას ჯობს საერთოდ არ დაესწრო მგ მარაზმს.
rusi
რისთვის უნდა ვიაროთ?
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რომან ფიფია: დიახ, ბატონ გროზნისთან მოლაპარაკება დავიწყეთ
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
სახალისო ისტორიები: ცეცაძე "პოვარი", "შოკოლადნი კარაქი" და სხვა ამბები