თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა მოსკოვში "კრემლის თასს" (საპრიზო ფონდი 758.788 დოლარი) დაემშვიდობა
ანტალიაში ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში პირველი ბარიერი მეორე ნომრად განთესილმა სოფიო ქვაცაბაიამ წარმატებით გადალახა. ერთეულებში მან ძალების დაუძაბავად აჯობა ბერძენ ვანესა პაპას - 6:0, 6:2.

ჩვენებური გუშინ ელინელის წინააღმდეგ მეორედაც გავიდა კორტზე, ამჯერად - წყვილებში. ქვაცაბაია აქ ბულგარელ დია ევტიმოვასთან ერთად ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. ქართულ-ბულგარულმა დუეტმა ვანესა პაპას და კატერინა რომანიუტას (რუსეთი) მოუგო - 6:0, 6:1 და მეოთხედფინალში ანი დონალდსონსა (ავსტრალია) და თეა ფაბერთან (ხორვატია) გაარკვევს ურთიერთობას.

ანიმ და თეამ სტარტზე რიო კატაგავა (იაპონია) და დიანა პოპესკუ (რუმინეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:7, 6:2, 12:10.

ერთეულების მერვედფინალში ქვაცაბაია რუსი ანასტასია ტოკარევას მძლეველ (6:2, 6:1) ხორვატ თეა ფაბერს შეხვდება.

მოსკოვში "კრემლის თასს" (საპრიზო ფონდი 758.788 დოლარი) დაემშვიდობა თბილისელი ოქსანა კალაშნიკოვა. ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან შეამხანაგებული ჩვენებური მასპინძლებს - ნათელა ძალამიძესა და ვერონიკა კუდერმეტოვას დაუპირისპირდა. პაექრობა საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა 6:1, 7:6 გაიმარჯვეს.

საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ლიდერმა სოფიო შაფათავამ ჩინურ სუჟუნში (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) მასპინძელ რან ტიანთან პირველი ხელი 3:6 დათმო, მეორე მშრალი ანგარიშით მოიგო - 6:0, მესამე სეტს 0:2-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო შეჯიბრების გაგრძელება ვერ შეძლო.

საფრანგეთის ქალთა 50.000-იანი ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში ეკატერინე გორგოძე მასპინძელ მანონ არკანგოლისთან საათსა და 20 წუთში დამარცხდა - 2:6, 3:6.

წყვილებში ლატვიელ დიანა მარცინკევიცასთან ერთად ტურნირზე ველური ბარათით მიწვეულ ფრანგებთან - ფიონა ფეროსა და მარგოტ ეროლიმოსთანაც ვერაფერს გახდა - 6:1, 2:6, 6:10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ეკატერინე გორგოძემ 60 000-იანი ტურნირი მოიგო და რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ბოლქვაძემ US OPEN-ი გამარჯვებით დაიწყო და ბრიტანელ თინეიჯერს დაუპირისპირდება
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ
შესანიშნავი წილისყრა ბასილაშვილისთვის - ნიკას "უიმბლდონზე" კარგი ბადე აქვს
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ცნობილი გახდა, როდის გამართავენ ბასილაშვილი და გორგოძე თავის შეხვედრებს "უიმბლდონზე"
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
გორგოძემ კიდევ ერთ ტურნირზე გაიმარჯვა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს