ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის "ანდორამ" "ბილბაოს" უმასპინძლა და სეზონის პირველი მარცხი აგემა
ბექა ბურჯანაძის საუკეთესო მატჩი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში.

"მორაბანკ ანდორამ", რომლის ღირსებასაც ბურჯანაძე და გიორგი შერმადინი იცავენ, ესპანური ლიგის ლიდერ "ბილბაოს" უმასპინძლა და სეზონის პირველი მარცხი აგემა. ქართველი კალათბურთელების შედეგიანობით ანდორელებმა ძლიერი სტუმარი 85:81 დაამარცხეს.

ბურჯანაძე სარგებლიანობის კოეფიციენტით, რამაც 22 ერთეული შეადგინა, ანდორელთაგან საუკეთესო იყო. ბექა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მთლიანობაში 20:14 წუთი გაატარა, რაც საკმარისი გამოდგა საიმისოდ, რომ საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. 16 ქულას ბურჯანაძემ 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი მოაყოლა.

ბურჯანაძის შემდეგ ანდორელთაგან საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (17) გიორგი შერმადინი მოდის. ქართველმა ცენტრმა 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე, ანგარიში საყაიმო (81:81) გახლდათ, როდესაც სტუმრები შერმადინზე არასპორტულად დაჯარიმდნენ, ქართველმა ლეგიონერმა კი ორივე საჯარიმო ჩააგდო და რადგან ბურთიც მასპინძლებს დარჩათ, მათ საქმე გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს.

"მორაბანკ ანდორა" ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, თორნიკე შენგელიას "ბასკონიასთან" ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩი კი 30 ოქტომბერს სტუმრად "ვალენსიასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში