რუსთაველები სეზონს კარგად მომზადებულები შეხვდნენ
წინა სეზონი "რუსთავმა" არადამაჯერებლად დაიწყო, რის გამოც რეგულარული ეტაპის შემდეგ ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა. ამჯერად ქვემოქართლელებმა თადარიგი დროულად დაიჭირეს და, მატჩების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სეზონს კარგად მომზადებულები შეხვდნენ. მათ ჯერ თბილისში დაამარცხეს "სოხუმი", შაბათს - შინ "ოლიმპი".

თუმცაღა, მატჩის სტარტი მასპინძლებისთვის კარგის ვერაფრის მომტანი გამოდგა. ოლიმპელებმა საწყისი ათწუთეული 20:12 მოიგეს. ამის შემდეგ კიდევ ორი პერიოდის განმავლობაში თანაბარი თამაში გაჩაღდა და გამარჯვებულის ბედი მეოთხე პერიოდში გადაწყდა, რომელიც "რუსთავმა" სპანოლოსა და კასპერბაუერის ზუსტი ტყორცნების წყალობით 27:18 მოიგო.

მატჩის ბომბარდირი სწორედ კასპერბაუერი გახდა, რომელმაც 9-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 22 ქულამდე ავიდა. სპანოლომ და ცენტრმა ათუაშვილმა ორმაგი დუბლები გაიფორმეს, ხოლო ოლიმპელ ბურნეთს დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): "ოლიმპთან" გასულ სეზონში 4-დან 3 თამაში წავაგეთ და აქედან გამომდინარე, ეს გუნდი ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა. თამაშმა გამოაჩინა, რომ ის წლეულსაც სერიოზული გუნდია. სამი პერიოდი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. ბოლო მეოთხედში მოვახერხეთ ძალების მობილიზება, რაც გუნდური თამაშის დამსახურება გახლდათ".

დავით როგავა ("ოლიმპის" მწვრთნელი): "ბოლო სამი თამაში ერთი და იმავე სცენარით ვითარდება. დასაწყისი კარგი გვაქვს და ბოლოს ვდუნდებით. შემდეგი მატჩებისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით, რათა შედეგი გავაუმჯობესოთ".

რუსთავი-ოლიმპი 82:68

12:20, 19:16, 24:14, 27:18

რუსთავი: ხმელიძე (6ქ, 5მ), ქიტოშვილი, ლორთქიფანიძე, ლი (14ქ, 7პ, 4ჩ), ჩაჩანიძე (3ქ, 3პ), ათუაშვილი (10ქ, 10მ), კასპერბაუერი (22ქ), გოგობერიშვილი (6ქ), გუგავა, სპანოლო (21ქ, 12მ), ურიდია, ბარამიძე.

ოლიმპი: გივი ბაქრაძე, ბურნეთი (15ქ, 9მ, 4ჩ), ბოლქვაძე (11ქ, 7მ), გეგი ბაქრაძე (2ქ), მიქელაძე (15ქ, 3პ), კახა ტომარაძე (2ქ, 6მ), მასხულია, პიჩფორდი (9ქ, 8მ).

მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა