გასული კვირის ტურნირების მიმოხილვა
გასულ კვირას, კარგი ტურნირი გაიმართა სტოკჰოლმში. უკვე სასტარტო ეტაპზე წააგო პირველ ნომრად განთესილმა გაელ მონფილსმა. უფრო უკეთ გამოვიდა კარგ ფორმაში მყოფი ალექსანდრ ზვერევი.

სანკტ-პეტერბურგის ტურნირის მოგების შემდეგ, გერმანელმა ნახევარფინალში გააღწია, მაგრამ იქ ორი საათი და 50 წუთი ბრძოლის შემდეგ წააგო ჯეკ სოკთან. მეორე ფინალისტი გახდა ხუან-მარტინ დელ პოტრო. არგენტინელს რთული მეტოქეები ჰყავდა - პირველ წრეში მოუგო ჯონ ისნერს, მეოთხედფინალში კი, მოულოდნელად, ძალიან იოლად დაამარცხა ივო კარლოვიჩი. ნახევარფინალში დელ პოტრო გრიგორ დიმიტროვს გაუსწორდა და ფინალამდე სეტის წაუგებლად მიაღწია.

გადამწყვეტ მატჩში სოკი კარგად იბრძოდა პირველ სეტში, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პოინტიც ვერ მოიპოვა - 5:7, 1:6. დელ პოტროსთვის ეს იყო პირველი ტიტული 2014 წლის იანვარის შემდეგ.

კიდევ ერთი ტურნირი კაცებს შორის ანტვერპენში გაიმართა. მთავარი ფავორიტი ადგილობრივი დავიდ გოფენი იყო, მაგრამ მან დაძაბულ ბრძოლაში წააგო ნახევარფინალი დიეგო შვარცმანთან. უკვე სასტარტო რაუნდში დამარცხდა მეორე ნომრად განთესილი დავიდ ფერერი, სამაგიეროდ, კარგი ჩოგბურთი აჩვენა რიშარ გასკემ და ნახევარფინალში რთულ ბრძოლაში მოუგო კაილ ედმუნდს. ფინალში მხოლოდ პირველი სეტი იყო დაძაბული, მეორეში კი გასკემ იოლად მოიგო - 7:6(4), 6:1.

რაც შეეხება მოსკოვში კრემლის თასის გათამაშებას, აქ ფავორიტებს ხელი მოეცარათ და მთავარი პრიზი ესპანელმა კარენო ბუსტამ და იტალიელმა ფონინიმ გაითამაშეს. დაძაბულ ბრძოლაში მოიგო პირენეელმა - 4:6, 6:3, 6:2.

ქალთა ტურში დასრულდა რეგულარული სეზონი და დაიწყო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ასევე, გასულ კვირას ორი ტურნირი გაიმართა მოსკოვსა და ლუქსემბურში.

რუსეთის დედაქალაქში ადგილობრივმა სვეტლანა კუზნეცოვამ გაიმარჯვა და წლის შემაჯამებელში თამაშის უფლება მოიპოვა. ლუქსემბურგში კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველი ორი რაუნდი გაიარა, მაგრამ იძულებული გახდა მიეტოვებინა ტურნირი ტრავმის გამო. პირველ ნომრად პეტრა კვიტოვა იყო განთესილი და მან დამაჯერებლად გაიარა ფინალამდე ყველა რაუნდი. გადამწყვეტ მატჩში ჩეხს მონიკა ნიკულესკუ ელოდა და რუმინელმა, მოულოდნელად ძალიან იოლად მოიგო მთავარი პრიზი - 6:4, 6:0.

პარალელურად, სინგაპურში დაიწყო წლის შემაჯამებელი ტურნირი. პირველი ტურის მატჩები გაიმართა "წითელ" ჯგუფში. მაყურებელმა ორი განსხვავებული მატჩი იხილა.

გახსნის შეხვედრაში, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა გაანადგურა ამერიკელი მედისონ კისი. თამაში მხოლოდ საათი და 10 წუთი გაგრძელდა. ჰალეპი ყველა კომპონენტში ჯაბნიდა თავის მეტოქეს, განსაკუთრებით კარგად კი პირველი მოწოდება გამოსდიოდა, რომელზეც ქულების 72 პროცენტი აიღო. რუმინელი მიღებაზეც კარგი იყო - ჯამში 10 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და აქედან ოთხი შანსი გამოიყენა. კისმა მხოლოდ მეორე სეტის ბოლოს მოუმატა და დაკარგული ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ იქვე კიდევ ერთხელ წააგო საკუთარი მოწოდება და დანებდა მეტოქეს - 2:6, 4:6.

ჯგუფის მეორე შეხვედრა ანჟელიკ კერბერსა და დომინიკა ციბულკოვას შორის ორი საათი და 20 წუთი გაგრძელდა. მსოფლიოს პირველი ჩოგანი პირველ სეტში ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ კერბერი მუდმივად წინ იყო და გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა - 7:5.

მეორე სეტში ციბულკოვას სრული უპირატესობა ჰქონდა, რაც ბრეიკების რაოდენობაში გამოიხატა - 3:1. სლოვაკმა მესამე სეტიც კარგად დაიწყო და ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა კერბერს უკეთ გამოუვიდა მატჩის დასკვნითი ნაწილი - მან მალე გაათანაბრა ანგარიში, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და ურთულესი და ლამაზი გამარჯვება მოიპოვა - 7:6(5), 2:6, 6:3.

სტოკჰოლმი

ფინალი

ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგ)-ჯეკ სოკი (აშშ, 6) 7:5, 6:1.

ანტვერპენი

რიშარ გასკე (საფ, 3)-დიეგო შვარცმანი (არგ) 7:6(4), 6:1.

მოსკოვი

პაბლო კარენო-ბუსკა (ესპ, 6)-ფაბიო ფონინი (იტა) 4:6, 6:3, 6:2.

ლუქსემბურგი

ფინალი

მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 1) 6:4, 6:0.

სინგაპური

წითელი ჯგუფი

სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-მედისონ კისი (აშშ, 6) 6:2, 6:4.

ანჟელიკ კერბერი (გერ, 1)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 7) 7:6(5), 2:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
აშშ-ის ღია: სუპერმატჩი ახლოვდება
აშშ-ის ღია: ფედერერი-ნადალი არ იქნება
ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
დღეს შანხაიში: ბასილაშვილი VS დელ პოტრო
ინდიან უელსის ტურნირი: ხუან მარტინ დელ პოტრომ როჯერ ფედერერი შეაჩერა
"მადლობა, რომ იყავი მაგალითი კორტსა და მის მიღმა" - დელ პოტრო ფედერერს დაემშვიდობა