პინტუროსა და გუტის გამარჯვებები
სამთო-სათხილამურო სპორტში ახალი სეზონი, ტრადიციულად, ავსტრიის კურორტ ზოლდენში გაიხსნა. კაცები და ქალები გიგანტურ სლალომში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

თავდაპირველად, სტარტზე ქალები გავიდნენ და აქ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა ლარა გუტმა. შვეიცარიელმა ფინიშის შემდეგ აღიარა, რომ პირველი ცდისას ნერვიულობდა, თუმცა, ეს შედეგზე არ ასახულა - მეორე ცდის წინ, გუტი თავის მთავარ კონკურენტს, ამერიკელ მიკაელა შიფრინს 1.42 წამით უგებდა და თითქმის გარანტირებული ჰქონდა გამარჯვება. საბოლოოდ, ლარამ ამ სხვაობას კიდევ ორი მეასედი წამი დაუმატა და სეზონის პირველი ეტაპი მოიგო.

შიფრინი კმაყოფილი უნდა იყოს მეორე ადგილით, რადგან მას ფავორიტებს შორის არ მოიაზრებდნენ და 16 განთესილს შორის არ მოახვედრეს. ასევე აღვნიშნოთ კარიერაში პირველი პოდიუმი 20 წლის იტალიელისთვის მარტა ბასინოსთვის.

კაცებს შორის პირველი დაშვების შემდეგ, ლიდერობა ფრანგმა ალექსის პინტურომ მოიპოვა. მეორე დრო აჩვენა ადგილობრივი პუბლიკის კერპმა, მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა მარსელ ჰირშერმა, რომელიც პინტუროს 17 მეასედი წამით ჩამორჩა.

სიუპრიზი გახდა შვეიცარიელი ჟუსტინ მურისიეს მესამე ადგილი - ის არ შედიოდა სასტარტო ნომრის მიხედვით ათ საუკეთესოს შორის, მაგრამ პინტუროსთან მხოლოდ ორი მეათედი წააგო.

მიუხედავად ამისა, ფრანგმა არავის არ დაუტოვა შანსი. პინტურომ მეორე ცდაზეც საუკეთესო დრო აჩვენა და ჰირშერს მთელი 7 მეათედი წამი მოუგო.

და მაინც, ჰირშერს ჰქონდა მოგების შანსი. მსოფლიოს თასის ხუთგზის მფლობელმა ძალიან მძლავრად დაიწყო მეორე ცდა, მაგრამ უპატიებელი შეცდომა დაუშვა. თუმცა, ავსტრიელის სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ შეინარჩუნა ჰანდიკაპი მდევრების მიმართ, მაგრამ პინტუროს დამარცხება ვერ შეძლო. ფრანგისთვის ეს იყო მე-16 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

ფელიქს ნოიროიტერი პირველი ცდის შემდეგ მხოლოდ მეექვსე იყო. გერმანელი თითქმის ნახევარ წამს აგებდა მურისიესთან. მაგრამ ამ უკანასკნელმა, სუსტად გაიარა ტრასის ქვედა ნაწილი, ნოიროიტერი კი უშეცდომო იყო და სწორედ მან დაიკავა პოდიუმის მესამე საფეხური.

მსოფლიოს თასის შემდეგი ეტაპი ფინეთის კურორტ ლევიში, 13 ნოემბერს გაიმართება. ქალები და კაცები სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

გიგანტური სლალომი

კაცები

1. ალექსის პინტურო (საფ) - 2:14.01 (100 ქულა); 2. მარსელ ჰირშერი (ავსტრია) - +0.70 (80); 3. ფელიქს ნოიროიტერი (გერ) - +1.37 (60); 4. ზან კრანიეცი (სლოვენ) - +1.44 (50); 5. ტედ ლიგეტი (აშშ) - +1.65 (45); 6. ტომას ფანარა (საფ) - +1.67 (40)...

ქალები

1. ლარა გუტი (შვეიც) - 2:23.02 (100 ქულა); 2. მიკაელა შიფრინი (აშშ) - +1.44 (80); 3. მარტა ბასინო (იტა) - +1.93 (60); 4. სტეფანი ბრუნერი (შვეიც) - +2.28 (50); 5. სოფია გოჯა (იტა) - +2.77 (45); 6. ტესა ვორლი (საფ) - +2.82 (40)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში