23 ოქტომბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა
23 ოქტომბერს, ახალმა სპორტის სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა.

რიგით მეცხრე სეზონმა სუპერლიგის გუნდების დაპირისპირებით აიღო სტარტი.

პირველები პარკეტზე სუპერლიგა B-ს გუნდები გავიდნენ. სადებიუტო შეხვედრაში "უნიკრედიტმა" ლიგის დებიუტანტს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდს სძლია - 7:4. დაძაბული პირველი ნახევრის შემდეგ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და გამარჯვებაც სწორედ "ფინანსისტებს" დარჩათ.

გამარჯვებით აღნიშნა ჩემპიონატის დაწყება სპორტული კლუბის, "ჯვაროსნების" მეორე გუნდმა, რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა - 4:1.

სენსაცია დაფიქსირდა პირველივე ტურში, რომლის შემოქმედიც ჩემპიონატის კიდევ ერთი დებიუტანტი, სკ "თელავი" აღმოჩნდა. კახელების მეტოქე შარშანდელი ნახევარფინალისტი და წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული, "ევროკრედიტის" საფეხბურთო გუნდი იყო - მიუხედავად ამ უკანასკნელის დიდი სათამაშო უპირატესობისა, თელაველებმა ჩვეული კახური სიდინჯე გამოავლინეს და მეტოქის შეტევებს ორი უპასუხო გოლი "დაახვედრეს" - 2:0.

საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა ზესტაფონის "ფეროსა" და დებიუტანტ "ფანდაი ენტერტაიმენტის" გუნდების დაპირისპირება. მიუხედავად ორივე კართან შექმნილი საგოლე მომენტების სიმრავლისა, იმერლებმა გამოცდილების ხარჯზე 2 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს და დამსახურებული 3 ქულაც ჩაიწერეს აქტივში.

ტურის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და "ვივუსის" გუნდებს შორის გაიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

23.10.2016. სუპერლიგა B

I ტური

Unicredit.ge - ეთა 7:4

სკ საქ. უნივერს. - სკ ჯვაროს. 2 1:4

სკ თელავი - სკ ევროკრედიტი 2:0

სკ ფერო (ზეს) - Funday Ent 2:0

კსუ - სკ Vivus.ge 2:2

კვირასვე აიღო სტარტი სუპერლიგა A-ს გათამაშებამ. პირველი ტურის პირველი დაპირისპირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სპორტული კლუბის, "ჯვაროსნების" პირველ გუნდებს შორის გაიმართა.

საკმაოდ სანახაობრივი შეხვედრა სფფ-ის გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. "პოკერი" შეასრულა კახა კალაძემ, რომელმაც ოთხივე გოლი ალექსანდრე იაშვილის პასებით გაიტანა.

სუპერლიგა A-ს სადებიუტო ტურში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სუპერლიგა B-ს შარშანდელი ფინალისტები, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურის" გუნდები. ისევე, როგორც ფინალში, ამჯერადაც გამარჯვება პრევენციის ცენტრს დარჩა - 3:1.

სეზონის სტარტზე შეხვდნენ ერთმანეთს ლიგის ორი პრინციპული და ლამის ისტორიული მეტოქეებიც - სკ პსპ და მფკ "ნატახტარი". "ფარმაცევტებმა" 5:2 სძლიეს მეტოქეს და თავიანთი თამაშით საკმაოდ ამბიციური განაცხადიც გააკეთეს.

სათამაშო დღე ტელეკომპანია "იმედისა" და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ შეხვედრაში გუნდებმა მხოლოდ თითოჯერ შეძლეს თავის გამოჩენა, საბოლოოდ ფრე - 1:1.

23.10.2016. სუპერლიგა A

I ტური

სფფ - სკ ჯვაროსნები 5:2

CFCP - GM ჭიათურა 3:1

სკ პსპ - მფკ ნატახტარი 5:2

ტვ იმედი - სდსს 1:1

მომდევნო კვირას, 30 ოქტომბერს პირველი ტურის შეხვედრებს კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები გამართავენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი";

ვებპორტალები: Sportall.ge, Worldsport.ge, Sportstar.ge, Adjarasport.com, Mysport.ge, Geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური/sbm.ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lube
დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
SBM League 2017/18: 17 დეკემბერს III ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: II ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ
SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა
SBM League 2017/18: 3 დეკემბერს II ტურის შეხვედრები გაიმართება
SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო
SBM League 2017/18: სეზონი სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის შეხვედრებით განახლდა