ცენტრალური დაცვა მთლიანად ინგლისურია, შეტევა - ფრანგული, კარში კი ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერი "დგას"
თქვენ წინაშეა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალების სიმბოლური ნაკრები, რომლის ცენტრალური დაცვა მთლიანად ინგლისურია, შეტევა - ფრანგული, კარში კი ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერი "დგას". შეგახსენებთ, რომ სიმბოლური ნაკრები უეფას ოფიციალური საიტის მომხმარებელთა და ექსპერტთა მიერაა შედგენელი.

მეკარე

თომას კრაფტი (ბაიერნი): მიმომხილველებმა "სან სიროზე" 22 წლის გოლკიპერში ოლივერ კანისეული "ნიშნები" შეამჩნიეს. მის ანგარიშზე არც მეტი და არც ნაკლები, ხუთი უმაღლესი კლასის "სეივია". კრაფტმა მასპინძელთა საუკეთესო მოთამაშე სამუელ ეტო'ოს სისხლი გაუშრო.

მცველები

ანტონი რევეიერი (ლიონი): ძალიან ხშირად უწევდა კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაში და აგრესიული დაცვითი სტილით პორტუგალიელს გასაქანი არ მისცა.

ჯონ ტერი (ჩელსი): კაპიტანი ტერი საუკეთესო იყო დაცვის ხაზში, მან "კოპენჰაგენის" მთავარი დამრტყმელი ძალა, დამე ნ'დოიე არ გაახარა.

კრის სმოლინგი (მანჩესტერი): კრის ვინ? დიახ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ სახეებს ამკვიდრებს ევროპაში - 21 წლის მცველმა კი "ველოდრომზე" ჩინებულად, უშეცდომოდ ითამაშა. სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ სმოლინგის კლასი დღითი დღე იზრდება.

გაბრიელ ჰაინცე (მარსელი): ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოწადინებით ითამაშა, კარგი დუეტი შექმნა ფლანგზე ანდრე აეუსთან ერთად. ამ წყვილმა კი ნანის ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.

ნახევარმცველები

არიენ რობენი (ბაიერნი): "სან სიროზე" "ინტერის" პრობლემები არადა არ რომ არ მთავრდებოდა, ჰოლანდიელის დამსახურება იყო. გომესმაც მის შორეულ დარტყმულს დაამატა.

ლუიზ გუსტავო (ბაიერნი): დებიუტიც ასეთი უნდა, თან მოქმედ ჩემპიონთან. ლუის ვან გაალი კი აცხადებს, ბრაზილიელს თამაში უკეთაც შეუძლიაო.

იოან გურკუფი (ლიონი): "რეალთან" დაპირისპირებაში გურკუფის სტანდარტულები, ლამის ერთადერთი იარაღი იყო. სტუმართა კარში გოლიც მის საჯარიმოს მოჰყვა.

ანდრე აეუ (მარსელი): ცოცხალი და შეუჩერებელი, ჯონ ო'ში დიდ გასაჭირში ჩააგდო.

თავდამსხმელები

ნიკოლა ანელკა (ჩელსი): "ჩელსის" უპირატესობა დანიის დედაქალაქში ფრანგის დუბლში აისახა.

ქარიმ ბენზემა (რეალი): გამოვიდა და ეგრევე გაუტანა ყოფილ გუნდს.

jorji
მაშინ არშავინიც შეეყვანათ სიმბოლურში, რა ნაკლები გოლი გაიტანა თუ?:):)
iksopai
რახან გამოვიდა და გაუტანა ესეიგი ითამაშა ???? კაი რაუნდა ბენზემას სიმბოლურში????
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა