ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

თემურ ფარცვანია და საქართველო: გადაიკვეთება ინტერესები?

თემურ ფარცვანია და საქართველო: გადაიკვეთება ინტერესები?

ფარცვანია უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ დონეცკის "ოლიმპიკის" მცველია
"ირლანდიასა და უელსთან გვილიამ და კაკაბაძემ აჩვენეს, რომ ნაკრებში ადგილს იმსახურებენ. მიხარია, რომ კიდევ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდება, იგივე, აბურჯანია, რომელიც მალე მომჯობინდება, და რომან ჭანტურია. სამწუხაროდ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების უმრავლესობა წინახაზელია და შეტევაში დიდი კონკურენციაა. მაგრამ მცველებში გვიჭირს და დიდი არჩევანი არ გვაქვს. რთული წარმოსადგენია, რას გავაკეთებთ, იგივე კვირკველია ან კაშია რომ არ გვყავდეს. შესაძლოა, ხოჭოლავა ან კიდევ სხვა მოთამაშე მოვსინჯოთ. მომეწონა "ჩიხურას" მარჯვენა მცველი გრიგალაშვილი. ამ დღეებში კიდევ სამ თამაშს დავესწრები", - თქვა ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას...

- ვლადიმირ ვაისის სრული პრესკონფერენცია - მჯერა, დიდ სიურპრიზებს მოვაწყობთ

ამ კუთხით საინტერესო უნდა იყოს თემურ ფარცვანიას ვარიანტი. ის უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ დონეცკის "ოლიმპიკის" მცველია. 1991 წლის 6 ივლისს თბილისში დაბადებული ფეხბურთელი ზუგდიდში ცნობილ მწვრთნელთან, ელგუჯა ქომეთიანთან ვარჯიშობდა და მას დღემდე ემადლიერება.

2008 წლის დასაწყისში ოჯახმა თემური უკრაინაში გაუშვა და სინჯების შემდეგ, კიევის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში აიყვანეს. მალე, ფარცვანიამ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრებშიც მიიწვიეს.

16 წლისა, იური სიომინმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე წაიყვანა. 2008 წლის 29 თებერვალს, "დინამო 2-ში" სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა კიევის ცსკა-ს წინააღმდეგ, იმავე წლის ზაფხულში კი "დინამოს" მთავარ გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე ახლდა.

2012/13 წლების სეზონი ფარცვანიამ იჯარით ზაპოროჟიეს " მეტალურგში" გაატარა, მერე იყო ლუცკის "ვოლინი" (2013-15), შარშან ზაფხულში კი დონეცკის "ოლიმპიკის" მოთამაშე გახდა.

იყო უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი (5 მატჩი, 0 გოლი), ხოლო 2009 წელს, 19-წლამდელების შემადგენლობაში (19 მატჩი, 1 გოლი) ევროპის ჩემპიონატი მოიგო - ფინალში უკრაინამ ინგლისს 2:0 სძლია.

საინტერესოა, რომ უკრაინელებმა შესარჩევი ციკლი შვედეთში დაიწყეს და პირველივე შეხვედრაში ქართველები ფარცვანიას გოლით დაამარცხეს - 1:0.

25 წლის ფეხბურთელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებშიც სისტემატურად იწვევდნენ (16 მატჩი, 1 გოლი). ბოლო დროს მასზე წერენ, რომ საინტერესო მარჯვენა მცველია. არადა, თემური ბავშვობიდან, და უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებშიც, ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. ბოლო ოთხი წელიწადია, რაც მას მარჯვენა მცველის პოზიციას ანდობენ და, ამას გარდა, ნახევარდაცვაშიც უთამაშია. ის სწრაფია და შეტევებშიც კარგად ერთვება.

ფარცვანიას საკითხზე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი გველაპარაკა.

"ამ ბიჭის მიმართ ინტერესი თუნდაც იმიტომ უნდა გვქონდეს, რომ 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გუნდის შეუცვლელი მცველი იყო და სპეციალისტები მის დამაჯერებელ თამაშს აღნიშნავდნენ.

მოხარული ვიქნები, თუ ნიჭიერი ქართველების ნატურალიზაციის კუთხით ფეხბურთის ფედერაციას გვერდში დავუდგები. ახლა თამამად ვიტყვი, რომ თემურმა პირადად მითხრა - საქართველოს მოქალაქეობას დავიბრუნებ, თუ ეროვნულ ნაკრებში მიიწვევენო", - ამბობს აბაიშვილი.

"თემურს საქართველოს ნაკრებში თამაში უნდა და სულ მეუბნებოდა, რომ ეს მისი ოცნებაა. მეც უკრაინაში გავიზარდე, ფარცვანიას ახლოს ვიცნობ და მისი სტილი შესწავლილი მაქვს. გეტყვით, როგორი ფეხბურთელია - ფეხებზე მყარად დგას, უჩვეულო სისწრაფე აქვს, რაც ნაკრებს აკლია და ფლანგებზე დინამიკური მოქმედება და შეტევების გამწვავება შეუძლია, რადგან კარგი ჩაწოდებები გამოარჩევს.

მიმაჩნია, რომ ეროვნულ გუნდს წაადგება, თუ გამოიძახებენ. უკრაინის ჩემპიონატში ბევრჯერ მინახავს, თემურს შეტევა ფლანგზე რომ დაუწყია და ვერ გაუჩერებიათ. ამავე დროს, მაღალია, თავით თამაში, დარტყმა და სწორი ბოლო გადაცემა აქვს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში გაზრდილი ბიჭი ჩვენი ნაკრების თამაშში სიახლეს და კონკურენციას შემოიტანს, ისევე, როგორც ეს გვილიამ მოახერხა. თანაც ახლა ფარცვანია კარგ ფორმაშია", - გვითხრა "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ.

მისივე თქმით, არანაკლებ საინტერესო მოთამაშე უკრაინის პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, ჩერნიგოვის "დესნას" შემადგენლობაში ეგულება:

"იქ ლუკა კობერიძე თამაშობს. 22 წლისაა და საყრდენ ნახევარმცველად ათამაშებენ. ის იმდენად საინტერესო მოთამაშეა, მიმაჩნია, რომ მისი ნახვა ღირს. გუნდი ლიდერია, ლუკას კი "დესნას" თამაში მიჰყავს. ჯაბა კანკავა ჩემი მეგობარია და უდიდეს პატივს ვცემ. თუმცა, მგონია, ორიოდე წელიწადში კობერიძე მისი გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება.

სიმბოლურ ნაკრებებში ხშირად ხვდება და უკრაინის პრემიერლიგის სამი გუნდიც დააინტერესა, ერთიც - სლოვენიური. ბალკანელებს ნიჭიერი ახალგაზრდები აინტერესებთ, რომლებსაც გაზრდიან და შემდეგ სოლიდურ თანხად იტალიაში, გერმანიაში ან ინგლისში რომ გაყიდიან. თუმცა ახლა მიმაჩნია, რომ, უპირველესად, ფარცვანიას გამოძახება აჯობებს".

დაინტერესდება თუ არა ფარცვანიათი ვაისი და არის თუ არა ამჟამად ნაკრებისთვის სასურველი კანდიდატურა, ჯერ უცნობია. მაგრამ, შარშან 24 წლის მცველზე დასაკვირვებლად საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე უკრაინაში იმყოფებოდა და მას ხარკოვის "მეტალისტთან" მატჩში დააკვირდა.

თავად ფეხბურთელმა კი შარშან "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, მზადაა საქართველოს ნაკრებში ითამაშოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bebeto

კარგი რომ შემტევებში ასარჩევადაა საქმე,რაც შეეხება მცველებს მარჯვენა ფლანგზე ფიქრობ პრობლემა არ აქვს ნაკრებს, იმიტომ რომ კაკაბაძემ ის 2 თამაში მაგრად ჩაატარა და ძირითადში უნდა ენდონ მას,თუმცა კონკურენცია საჭიროა,ნაკრებს ფიქრობ უფრო მარცხენა მცველის პრობლემა აქვს,ბოლო ბოლო ნავალოვსკისაც ჭირდება ძლიერი კონკურენტი,ნაკრების მწვრთნელებმა სელექცია უნდა გააგრძელონ.

• ramaz

Getanxmebit kvelakargipexbirtelia da undagamoicaxon da nakrebs kargi pexburteli scoret nakrebs gamoadgeba carmatebebi hvenspexburtelebs da nakrebs

• kika

გამოსაძახებელია ფარცვანია ხშირად ძირითადში თამაშობს და კიდევ მოუმატებს.

• andro

ჯერ ერთი ეგ ბიჭი ოლიმპიკის ძირითადში ვერ ხვდება. მეორე ის 89-იანია. კიტხონ ქომეთიანს. მესამე კაცი ვოლინის და ოლიმპიკის ძირითადში ვერ ხვდება და უნდა ნაკრებში?

• Georgian

იაშვილი სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს ამ ბიჭით. მით უმეტეს, თვითონ გააჩნია სურვილი ნაკრებში თამაშის. გოგიასნაირად არ მოგვიწევს ხვეწნა.. წარმატებები ფარცვანიას!

• luka

Zaza - "და რატომ არ იძახებენ ნაკრებში?". ზაზა, რა უნიკალურ კითხვას სვავ! გარწმუნებ, თუ გამოსაზახებელი იქნა, აუცილებლად გამოიძახებენ, თუმცა, ნაკრებში 22 ფეხბურტელის ადგილია და ყველა პოტენციური მისი მომავალი წევრი, მყისიერად ვერ მოხვდება ნაკრებში.

• Zaza

და რატომ არ იძახებენ ნაკრებში?

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება

საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს

"აიაქსმა" იბრაჰიმოვიჩის შვილი ინათხოვრა

"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს

პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა

ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა

ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება

[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს

18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე

კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს

ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს

დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა

"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა

"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე

"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის

ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა

TOP 7 ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უკლუბოდ დარჩა და თავისუფალი აგენტია

კობერიძემ გაძევება გააუქმებინა, ხოჭოლავამ 77 წუთი ითამაშა და "შახტარმა" 88-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა

ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]

ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა

ლუკა კობერიძე: "კოლხეთთან" სპარინგი "შახტართან" მატჩისთვის მოსამზადებლად დაგვეხმარება

ლუკა კობერიძე კიევის "დინამოსთან" საბრძოლველად ემზადება

თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება

კაჭარავასა და ქართველების "ოლიმპიკის" მატჩი ჩხუბის გამო კინაღამ ჩაიშალა

ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა

თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა

"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა

თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას