ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კრის ბოშმა 17-ჯერ ააცილა

კრის ბოშმა 17-ჯერ ააცილა

NBA: "ჩიკაგო" ამ სეზონში "მაიამის" მეორედ დაუპირისპირდა და ამჯერადაც იმარჯვა, რითაც თავისი საჩემპიონო ამბიციები კიდევ ერთხელ დაამტკიცა
გუშინ რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა, მაგრამ ორივემ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია კალათბურთის მოყვარულებში. ამ სეზონში ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ "ჩიკაგო" და "მაიამი" და "ხარებმა" ამჯერადაც მოუგეს ფავორიტს, რითაც თავიანთი საჩემპიონო ამბიციები კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. წინა შემთხვევაში ფლორიდელებმა თავი იმით იმართლეს, რომ ლებრონი ჯეიმსი აკლდათ და თან კრის ბოში ტრავმით თამაშობდა. ამჯერად კი "მაიამის" "დიდი ტრიო" მწყობრში იყო და შესაბამისად, გუნდმა წაგების გამო სხვა რამით უნდა იმართლოს თავი.

სავარაუდოდ, ამ წაგების მთავარი მიზეზი კრის ბოშია, რომელმაც თამაშიდან 18 ტყორცნა შეასრულა და მხოლოდ ერთი (!) ჩააგდო. ბოლო 28 წლის განმავლობაში ეს არის ტყორცნების ყველაზე უარესი რეალიზაცია იმ მოთამაშეებს შორის, რომლებმაც ერთი მატჩის განმავლობაში მინიმუმ 18 ტყორცნა შეასრულეს. საერთოდ ისტორიაში ბოში ამ მაჩვენებლით "საუკეთესო" სამეულში მოხვდა. მასზე უარესად ისროდნენ მაიკ ნიულინი 1972-73 წლების სეზონში (1/22, 4.5%) და ნეიტ ტიორმონდი 1969-70 წლების სეზონში (1/19, 5.3%). მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ბოშს არ უნდა დაბრალდეს. დამნაშავენი არიან ისინიც, ვინც მას ჯიუტად ამარაგებდა პასებით და ისინც, ვინც მის წინააღმდეგ იცავდა თავს.

კრის ბოშის წინააღმდეგ კარლოს ბუზერი და ტაჯ გიბსონი მოქმედებდნენ, რომლებსაც ჟოაკიმ ნოა და აშიქიც ეხმარებოდნენ. სხვათა შორის, თურქმა 21 წუთში 11 მოხსნა დააგროვა და პირადი რეკორდი დაამყარა. მოკლედ "ჩიკაგოსთვის" საქმეები კარგად მიდიოდა, მაგრამ დერიკ როუზმა კინაღამ ყველაფერი გააფუჭა. "ხარების" ლიდერმა ზედმეტად აიღო თამაში თავის თავზე და მეოთხე მეოთხედში დიდი გაჭირვებით მოპოვებული ცხრაქულიანი უპირატესობა ოთხქულიან ჩამორჩენად იქცა. თუმცა დროის ამ მონაკვეთში მარტო როუზი არ სცოდავდა - მისი პარტნიორების თამაშიც მოიშალა. მაგალითად, გიბსონმა 21 წამში მოასწრო ორჯერ მარტივი სიტუაციიდან ბურთის აცილება და ჯეიმსსა და დამპიეზე პერსონალურების აღება. ამ გასაჭირის მიუხედავად, "ჩიკაგოს" დამრიგებელმა ტომ ტიბოდომ ტაიმ-აუტი არ აიღო. როგორც ჩანს, ბოლომდე სჯეროდა თავისი შეგირდების და მათაც არ უმტყუნეს მასწავლებელს.

ჯერ კორვერმა ჩააგდო სამქულიანი, დენგმა საშუალო მანძილიდან გამოიჩინა თავი, ხოლო როუზი ფენომენალური გარღვევითა და ექვსი მეტრიდან ზუსტი ტყორცნით დაეხმარა პარტნიორების გაქცევას. ამ დროის განმავლობაში კი "დიდი ტრიოს" წევრებმა ზედიზედ ხუთი ტყორცნა ააცილეს. საფინალო სირენამდე წუთითა და 6 წამით ადრე "ჩიკაგოს" უპირატესობა ხუთი ქულა იყო - 89:84. მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. უეიდმა და ჯეიმსმა იმავე როუზის ორი უშედეგო შეტევის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

"ჩიკაგოს" გამთამაშებელი მაინც გადაურჩა მატჩის ანტიგმირის სტატუსს. მორიგი შეტევისას როუზი დაელოდა, სანამ ნოა მეურვეებს გაიტყუებდა და კუთხეში უმეთვალყურეოდ დარჩენილი დენგი მონახა. მან იდეალური სამქულიანი ჩააგდო. "მაიამის" საპასუხო იერიში ლებრონის არაზუსტი სამქულიანით დასრულდა, მოხსნა როუზს ერგო, მისგან პასი - კორვერს. სტუმრები მასზე დაჯარიმდნენ და ორმა ზუსტმა საჯარიმომ შეხვედრას წერტილი დაუსვა.

ბოლო ორი დღის განმავლობაში "დენვერმა" და "ბოსტონმა" მნიშვნელოვნად გადაახალისეს შემადგენლობები. სანამ "სელტიქსს" "ოკლაჰომადან" აყვანილი ნენად კრსტიჩი შეუერთება, დოკ რივერსს ცენტრად გლენ დევისის გამოყენება მოუწევს. პერკინსი და სემიჰი გაუშვეს, შაკილ და ჯერმეინ ო'ნილები ტრავმირებულები არიან. "დენვერთან" მატჩში რივერსის განკარგულებაში მხოლოდ ცხრა კალათბურთელი იყო, სათადარიგოთა სკამზე კი ერთადერთი "მაღალი" იჯდა - D-ლიგიდან სასწრაფოდ გამოძახებული 211 სანტიმეტრის სიმაღლის კრის ჯონსონი.

რაც შეეხება "დენვერს", ახალწვეულთაგან სასტარტოში მხოლოდ გალინარი მოხვდა. თავიდან სტუმრებმა შეუტიეს და 7:2 გავიდნენ წინ. "ნაგეტსმა" პირველ ოთხ წუთში მხოლოდ ერთი ბურთის ჩაგდება შეძლო.

მდგომარეობა მეორე მეოთხედში შეიცვალა, როცა რივერსს ლიდერების დასვენება მოუწია. ჯორჯ კარლმაც მეორე შემადგენლობა შეუშვა მოედანზე, მაგრამ ეს სათადარიგო ხუთეული პირველს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა - ფელტონი, სმიტი, ჩენდლერი, ჰარინგტონი, ანდერსენი... ბევრი კლუბი ვერ დაიკვეხნის ასეთი რეზერვით. მათ ექვსი ქულით მოახერხეს მეორე მეოთხედის მოგება.

მეორე ტაიმის დასაწყისი ძალიან ჰგავდა პირველს - ისევ "ბოსტონმა" იაქტიურა და ისევ რაჟონ რონდოს დახმარებით. მაგრამ პრობლემები არსად გამქრალა - როგორც კი სტუმრების დიდი ოთხეულიდან რომელიმე დასასვენებლად მიდიოდა, "ბოსტონი" მაშინვე თამაშს უკლებდა. ასეთ პირობებში "კელტების" ნაქები დაცვაც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე.

პრობლემები "დენვერსაც" ჰქონდა - მის ახალწვეულებს შეთამაშება აკლდა, რამაც შეტევაში ბევრი შეცდომა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ჯორჯ კარლმა მონახა საჭირო სვლა იმისთვის, რომ ბოლოსკენ გაენადგურებინა დაუძლურებელი მეტოქე. ეს ჩანაფიქრი იყო "მსუბუქი" შემადგენლობა ორი გამთამაშებლით - ლოუსონითა და ფელტონით. ეს სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა რივერსისთვის, რომელმაც საპასუხოდ ვერაფერი მოიფიქრა. 16:0 - ასეთი იყო "დენვერის" საფინიშო სპურტი. მსგავსი დაცინვა "ბოსტონს" ამ სეზონში ჯერ არ გადაუტანია.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ახალი "დენვერი" შედგა. ამას გუნდის გულშემატკივარიც ხვდება და მატჩის ბოლოს შემთხვევით არ მოუწყო თავის გუნდს ფეხზე ამდგარმა ხანგრძლივი ოვაცია. შეგახსენებთ, კარმელო ენტონის წასვლის შემდეგ "ნაგეტსს" ორიდან ორი მოგება აქვს.

ჩიკაგო-მაიამი 93:89

23:31, 21:22, 27:14, 22:22

ჩ: როუზი (26+5 მოხსნა+6 პასი), დენგი (20+10 მოხსნა+5 პასი), ბუზერი (16+9 მოხსნა), აშიქი (0+11 მოხსნა).

მ: უეიდი (34+8 მოხსნა), ჯეიმსი (29+10 მოხსნა+5 პასი), ჩელმერსი (12), ბოში (7+9 მოხსნა).

დენვერი-ბოსტონი 89:75

18:23, 19:13, 24:24, 28:15

დ: მარტინი (18+10 მოხსნა), ჩენდლერი (16+5 მოხსნა), აფლალო (13), ნენე (12+10 მოხსნა), სმიტი (12+8 მოხსნა).

ბ: პირსი (17+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გარნეტი (14+13 მოხსნა), დევისი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალენი (10), უესტი (10).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა

[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა

[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა