ვის წამოუდგა ვალენსიას კონგრესის სასახლეში ხალხი ფეხზე
გუშინ მოგახსენეთ, რომ ლა ლიგის ხელმძღვანელობამ 2015/16 წლების სეზონის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესოები გამოავლინა და დააჯილდოვა. დღეს მათზე უფრო ვრცლად მოგითხრობთ...

ვალენსიას პალასიო დე კონგრესოსი გალა-დაჯილდოებას მასპინძლობდა. წარმოდგენა საკმაოდ პომპეზურად წარიმართა, სულ ათასამდე სტუმარი იყო მიწვეული: ცნობილი სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და სხვები.

იყო მოწყობილი წითელი ხალიჩა... გადაცემას ტელევიზიით 180 ქვეყანაში უყურებდნენ. მოკლედ, გალა-წარმოდგენას არაფერი დაეწუნებოდა. ამ საღამოზე გამოვლინდა ლა ლიგის და სეგუნდა დივიზიონის (როგორც გასულ სეზონში ერქვა) საუკეთესოები სხვადასხვა კატეგორიაში.

საღამო შესანიშნავი იუმორით ცნობილ კომიკოსს, დანი მარტინესს მიჰყავდა ევა მარსელასთან დუეტში. სულ 17 კატეგორიაში გამოვლინდა გასული სეზონის საუკეთესო პერსონები ესპანურ ფეხბურთში. საღამოს მუსიკალურად ლაივში აფორმებდნენ მომღერალი რედ ვანი და ჯგუფი "ფანგორია".

ჩამოვთვლით 17-ვე პრიზის მფლობელებს:

ლა ლიგა

საუკეთესო გოლკიპერი: იან ობლაკი (ატლეტიკო)

საუკეთესო მცველი: დიეგო გოდინი (ატლეტიკო)

საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი (რეალი)

საუკეთესო თავდამსხმელი: ლიონელ მესი (ბარსელონა)

საუკეთესო მწვრთნელი: დიეგო სიმეონე (ატლეტიკო)

საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

საუკეთესო ახალწვეული: მარკო ასენსიო (ესპანიოლი)

ლა ლიგის მსოფლიო ფეხბურთელი: ლუის სუარესი (ბარსელონა)

ფანების ფავორიტი: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)

სეგუნდა დივიზიონი

საუკეთესო გოლკიპერი: ისააკ ბესერა (ჟირონა)

საუკეთესო მცველი: ფლორიან ლეჟონი (ჟირონა)

საუკეთესო ნახევარმცველი: ხოსე კამპანია (ალკორკონი)

საუკეთესო თავდამსხმელი: სერხიო ლეონი (ელჩე)

საუკეთესო მწვრთნელი: ასიერ გარიტანო (ლეგანესი)

საუკეთესო ახალბედა: ხოსე ნარანხო (ხიმნასტიკი)

სეგუნდას მსოფლიო ფეხბურთელი: ალექსანდერ შიმანოვსკი (ლეგანესი)

ლიგა იბერბოლას საუკეთესო ბომბარდირი: ჯენი ერმოსო (ბარსელონა)

როგორც ხედავთ, გალა-დაჯილდოებამ მადრიდის "ატლეტიკოს" ტრიუმფით ჩაიარა, რომელსაც გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული არ მოუგია. "ატლეტიკომ" 4 პრიზი მოიპოვა, მათ შორის, ორივე მთავარი - საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელიც ახლა "ოქროს ბურთსაც" უმიზნებს, საუკეთესო მწვრთნელი კი - დიეგო სიმეონე. უნდა ითქვას, რომ, როცა არგენტინელმა პრიზი ჩაიბარა, დარბაზი მას ფეხზე წამოუდგა და ოვაციებით შეეგება. საუკეთესო მეკარე ობლაკი გახდა, ხოლო მცველი - გოდინი.

სიმეონეს კონკურენტები "სელტას" ბოსი ტოტო ბერიცო და "ვილიარეალის" თავკაცი მარსელინო იყვნენ. "ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რადგან, როცა "ატლეტიკოში" მოვედი, აქ დამხვდა ჯგუფი, რომლებიც არამარტო კარგი ფეხბურთელები არიან. ეს პრიზი ჩემთვის უდიდესი პატივია", - განაცხადა "ჩოლომ", როცა ოვაციები ჩაცხრა.

რაც ლა ლიგა საუკეთესოებს ასახელებს, მეორედ მოხდა, რომ "ატლეტიკოს" გოლკიპერმა გაიმარჯვა - პირველი ტიბო კურტუა იყო (2012/13), ურუგვაელმა გოდინმა კი სერხიო რამოსის "მეფობა" დაამხო, "რეალის" კაპიტანი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იმარჯვებდა საუკეთესო მცველის კატეგორიაში. ის, რომ "ატლეტიკომ" გასულ სეზონში 24-ჯერ (!) შეინახა კარი "მშრალად", ამ ორის დიდი დამსახურებაა, განსაკუთრებით კი - სლოვენიელი მეკარის. გოდინმა 21-ჯერ დაარტყა მეტოქეთა კარში თავით, ეს კი მეორე ადგილზე გასული მცველის შედეგს 8 დარტყმით სჯობს. ობლაკს ბურთების მოგერიების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა - 81,8%.

გრიზმანი და გოდინი "ატლეტიკოს" პირველი მინდვრის მოთამაშეები არიან, რომელთაც პრიზები შეხვდათ 2008/09 წლების სეზონის შემდეგ. გრიზმანმა ფანების ხუთვარსკვლავიანი ტროფეიც დაიმსახურა. ფრანგის ნაცვლად პრიზები "ატლეტიკოს" დირექტორმა ხოსე ლუის პერესმა ჩაიბარა.

გრიზმანმა გასულ სეზონში 22 გოლი გაიტანა, 25 წლის ფრანგის ანგარიშზე 5 საგოლე პასიცაა. ამასთან, ანტუანმა 11-ჯერ გაიტანა გამარჯვების გოლი გასულ სეზონში, მეტჯერ, ვიდრე სხვა ნებისმიერმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში.

"მარკასთან" ინტერვიუში "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ, როგორც იქნა, "ატლეტიკო" დააფასეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახლანდელი "ატლეტიკო" ისტორიაში საუკეთესოა.

"ბარსელონა" ჩემპიონი გახდა, მაგრამ გუნდს ლა ლიგის მხოლოდ ორი პრიზი შეხვდა - საუკეთესო ფორვარდი ლიონელ მესი გახდა, ხოლო საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი - ლუის სუარესი. "ლა პულგამ" 33 მატჩში 26 გოლი გაიტანა და 18-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. რაულისა და მენდიეტას ხელიდან მესის პრიზი კარლოს რექსაჩმა ჩაიბარა. მესიმ კატეგორიაში "ბილბაოს" ვეტერანი ფორვარდი არიც ადურისი დაჯაბნა.

სხვათა შორის, საუკეთესო ნახევარმცველის ვინაობა გალამდე დღით ადრე შემთხვევით გაჟღერდა და უკვე ყველამ იცოდა, რომ "რეალის" ხორვატმა მაესტრო ლუკა მოდრიჩმა გაიმარჯვა. ლუკამ გასულ სეზონში 1407 პასი გააკეთა მეტოქეთა ნახევარზე და ამ მაჩვენებლით ნახევარმცველებში მესამე შედეგი აჩვენა.

მარკო ასენსიო "რეალიდან" იჯარით იყო გაშვებული "ესპანიოლში" და ის ლიგის საუკეთესო ახალბედა გახდა. ახლა ასენსიო უკვე "რეალში" ცდილობს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას და ეს ურიგოდ არ გამოსდის. მარკო ასენსიო ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო გასულ სეზონში ევროპის ტოპ-5 ლიგაში, ვინც ათი საგოლე პასი მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჰაჰ
ეგ იმიტო ძმაო რო ფედერაცია მთლიანად რეალის პრეზიდენტის ჯიბეშია. პრეზიდენტი ოფიციალურად რეალის ფანია. რეალი ფარჩაკი იყო მაგარი მესამე ადგილზე გავიდნენ და ვერაფერს შეტენიდნენ რონალდოებს,ამიტო ატლეტიკო გაუხდათ გმირი რომელსაც ლა ლიგაში ბარსამ სულში ჩააფურთხა. სად იყვნენ გოდინები კოკეები ან მოდრიჩები ინიესტა რო დაათრევდა ატლეტიკოს და რეალს. და მოდრიჩს საუკეთესო ნახ.მცველის პრიზი? ინიესტას ფრჩხილის დონისაც არაა ეგ. და დაეხიოს გოდინიც და რამოსიც პარაში პიკეს.
ატლეტიკო? ეგ რა გუნდია?
ატლეტიკო ის გუნდია, რომელსაც არაფერი მოუგია წლებია, მაგრამ წელს ყველაზე მეტი პრიზი მიირეს, რა დამსახურებით ნეტავ? :(((((( ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია გასაყრელია ყველა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
სიმეონემ იამალს მატჩის მიმდინარეობისას დასცინა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გრიზმანი შესაძლოა, სერხიო რამოსის თანაგუნდელი გახდეს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
სიმეონეს და "ატლეტიკოს" ისტორია გრძელდება - "ჩოლო" წასვლას არ აპირებს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
[VIDEO] "პერესი გაგაგდებს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე" - სიმეონესა და ვინისიუსის დაპირისპირება მატჩის დროს
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია