ლონდონის "არსენალის" ვარსკვლავი, როგორც იქნა, ათამაშდა
27 წლის თეო უოლკოტმა, როგორც იქნა, უწია იმ ფორმას, რომელსაც მისგან ამდენ ხანს ელოდნენ ფეხბურთის გულშემატკივრები. მიმდინარე პრემიერლიგაში უოლკოტი შეუცვლელი ფეხბურთელია "არსენალისათვის". ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მის ანგარიშზე ხუთი გოლია და საქმე მხოლოდ გოლებშიც არ არის. თეო მაგრად თამაშობს, ის ქარიშხალივით დაქრის მინდორზე და ნებისმიერი გუნდის დაცვისათვის მთავარი პრობლემაა.

უოლკოტს ნიჭი არასოდეს აკლდა. ეგაა, როგორც "არსენალის" ნებისმიერი ფეხბურთელი, ის ძალიან ხშირად ტრავმიანობდა. ამ სეზონში გამონაკლისი ხდება. თეო ჯანმრთელადაა და ის კარგად თამაშობს.

"იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონი გამონაკლისი იქნება ჩემს კარიერაში. მინდა, მთელი სეზონი ისე ჩავატარო, რომ ტრავმა არ მივიღო. თუ ასე იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ სეზონი ჩემთვის კარგი იქნება და როცა მის ბოლოს ჩვენ ერთად ჩავხედავთ სტატისტიკას, ყველანი კმაყოფილები ვიქნებით." - ამბობს უოლკოტი.

თუ პრემიერლიგის ბოლო ტურის მატჩს არ ჩავთვლით "მიდლსბროსთან", "არსენალი" ძალიან კარგად, სტაბილურად თამაშობს ლიგაში. ამ გადასახედიდან არსენ ვენგერის გუნდი პრემიერლიგური ტიტულის ერთ-ერთ მთავარ მონადირედ მოსჩანს, მაგრამ ჯერ მხოლოდ სეზონის დასაწყისია, მთავარი გამოცდები "მეთოფეებისათვის" მოგვიანებით დაიწყება. საშობაო ამბები და ყოველ დღე თამაში ვენგერის გუნდს მაინცდამაინც არ უყვარს. ასე იყო წინა სეზონებში და რა იქნება ამჯერად, ამას ყველაერთად ვნახავთ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურები უნდა ვიყოთ. ამაშია სწორედ ჩვენი წარმატების გასაღები. ნებისმიერი გუნდი ცდილობს, რომ სეზონი ჩავარდნის გარეშე განვლოს და სწორედ ასე უნდა გავაკეთოთ ჩვენც.

ამის რესურსი გუნდში აშკარად არის. ჩვენ სწორად უნდა გადავანაწილოთ ენერგია და, ამასთან ერთად, მოტივირებულნი უნდა ვიყოთ ყველა შეხვედრაში. მიზნად მხოლოდ სამი ქულის მოპოვება უნდა დავისახოთ.

თავისუფლად შეგვიძლია ჩემპიონობა დაეს ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს. დღეს "არსენალში" ძალიან დიდი კონკურენციაა. თუ გადავხედავთ ჩვენი გუნდის შემადგენლობას, აქ მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც ატარებენ გამარჯვებულის მენტალიტეტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენთან დღეს იდეალური შერწყმაა გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების. ნახეთ, როგორ პროგრესირებს ივობი. ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ამაში დარწმუნებული ვარ. მოკლედ, ჩვენთვის დიდი ბრძოლა იქნება და ამ ბრძოლაში ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ." - ამბობს უოლკოტი.

ის კარგია, მაგრამ არა დიდი...

უოლკოტთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა. ის მიიჩნევს, რომ თეო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია დიდ ფეხბურთელობამდე.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში უოლკოტმა უკეთესად უნდა ითამაშოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის კარგ ფორმაშია და კარგად დარბის მას შემდეგ, რაც სეზონი დაიწყო, მაგრამ ფეხბურთელი დიდწილად ნაკრებში ნაჩვენები თამაშით იზომება.

ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში უოლკოტს არ აქვს გარანტირებული ადგილი. გარდა ამისა, მან შთამბეჭდავად ვერ ითამაშა ბოლო ორ სანაკრებო შეხვედრაში. ის აშკარად უკეთესი უნდა ყოფილიყო - მიიჩნევს შირერი.

ისევ შირერს მოვუსმინოთ: "ის ძალიან, ძალიან კარი ფეხბურთელია, მაგრამ დიდი ჯერ არ არის. გასაგებია, რომ ახლა თეო შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან ბევრს აკეთებს "არსენალისათვის", მაგრამ სასურველია, მა ეს რეგულარულად გააკეთოს.

უნდა გითხრათ, რომ მე ძალიან დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი ამ ფეხბურთელის მიმართ.

მას ძალიან ბევრი შეუძლია და ჩემი სიტყვებიც სწორედ იქეთკენაა მიმართული, რომ უოლკოტმა თამაში კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს.

თუ თეო მთელ სეზონს ისე ჩაატარებს, როგორც ახლა თამაშობს, ეს უკვე სხვა ამბავი იქნება. მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ის უკვე გავიდა ახალ დონეზე." - თქვა შირერმა.

თუ არ დაშავდა...

უოლკოტისათვის აქამდე მთავარი პრობლემა ტრავმები იყო. ის იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობა ხელს ბოლომდე შეუწყობს. ამასვე ამბობს "არსენალის" მენეჯერი არსენ ვენგერი. არ შეიძლება, ორივეს არ დაეთანხმო.

უოლკოტი: "ხანდახან ისეც კი ხდებოდა, რომ გამოჯანმრთელებული უკვე მეორე ვარჯიშზე ვიღებდი ტრავმას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოქმედებდა ჩემს ფსიქიკაზე. რკინის არავინ ვართ, ადამიანები ვართ და გარემო ჩვენზე მოქმედებს.

ხანდახან მეგონა - ხოლმე, რომ უიღბლობის პერიოდი არასოდეს დასრულდებოდა. ახლა ყველაფერი კარგადაა და მინდა, რომ ეს ჰარმონია ძალიან დიდხანს გაგრძელდეს."

ვენგერი: "ის ძალიან ნიჭიერია და მინდა ბოლომდე მჯეროდეს, რომ მის კარიერაში უიღბლობის ხანა საბოლოოდ დასრულდა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
მოყვარულმა ფეხბურთელმა მესის რეკორდი დაამხო [VIDEO]
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
საით ურტყამ, ზლატან?! - შვედს რეალიზაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს
"არსენალი"-"ბაზელის" გამოხმაურება: არსენის გულს ახარებს
ევროპა ლიგა. II ტური: ქართველებიდან მხოლოდ კვირკველიამ გაიმარჯვა [VIDEO]
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
მესუთ იოზილს გარანტიები სურს - გაძლიერდება თუ არა "არსენალი"?
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: სერიები, რეკორდები და ჩავარდნები