თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგაზე სტუმრად მადრიდის "რეალი" დაამარცხა
მნიშვნელობა არ აქვს, გიყვარს თუ არა სპორტი, გაინტერესებს თუ არა კალათბურთი, არის მატჩები, რომლებსაც ყველა ქართველმა უნდა უყუროს. რა სჯობს იმის ცქერას, შენი თანამემამულე ევროპის გრანდის, "რეალის" ფარქვეშ "მთიულურს" რომ ცეკვავს...

შეგიძლიათ განმეორებით ნახოთ გუშინდელი საევროლიგო მატჩის, "რეალი"-"ბასკონიას" ფრაგმენტები და თავადაც ისიამოვნებთ თორნიკე შენგელიას თამაშით.

ფარქვეშ მისი შეჩერება მადრიდელებს ძალიან უჭირდათ. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთიანად დატრიალებული შენგელია სად ამოყვინთავდა, ვერავინ ხვდებოდა, გარდა ერთისა - თავად შენგელიასი, რომელმაც 27 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 10-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ბომბარდირი სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი გახდა, რომელმაც 21 ქულა მოაგროვა. აქედან 12 ქულა სამქულიანებით. ბოლო ორი სამიანი უკანასკნელ წუთებზე გამოიყენა. ერთ-ერთი მათგანი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა: საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ფარქვეშ შეიჭრა შეინ ლარკინი, რომელსაც, ალბათ, ჩაგდება უნდა ეცადა, მაგრამ პერიმეტრზე ბლაჟიჩთან აიტანა. იაკამაც მეოთხე სამიანი მოახვედრა მიზანში და - 91:87 სტუმართა სასარგებლოდ.

სამი ტურის შემდეგ "ბასკონიას" 2 მოგება აქვს და 16-გუნდიან ევროლიგაზე მე-6 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ თექვსმეტივე გუნდი ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდება, ხოლო რეგულარულ ეტაპს პლეი ოფი მოჰყვება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Arch36
Kალათბურთის საერთაშორისო ასიციაციამ აკრძალა Fარქვეშ მთიულურის ცეკვა, გარბენად ითვლება
რიგითი გულშემატკივარი
მე ვენაცვალე ყველა ქართველ სპორტსმენს,რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ,მათ შორის რა თქმა უნდა თორნიკე შენგელიასაც,მაგრამ რა საჭიროა არაობიექტური შეფასებები და ზღვარსგადასული ქება,როცა რეალობა სულ სხვაა.თოკომ 27 წუთში 4ჯერ დაკარგა ბურთი არ გაუკეთებია არც ერთი შედეგიანი გადაცემა,ფარიდან სულ 3ჯერ მოხსნა ბურთი და საშუალო სროლებიდან ჰქონდა50%იანი მაჩვენებელი(10-დან 5).ეს კი მისი ამპლუის და შესაძლებლობის მოთამაშისთვის დიდი ვერაფერი შედეგია,თქვენ კი ამბობთ ფარქვეშ"მთიულური"-ო.არ სჭირდება შენგელიას "ურაპატრიოტული"შეფასებები.
გოგა
თამაში სად შეიძლება ვნახო? თუ ვინმემ ლინკი იცით დადეთ რა, მადლობა წინასწარ.
llcl
უყურეთ ხოლმე პირდაპირ რეპორტაჟებს და ნახავთ, თუ არ გაინტერესებთ, ეგ სხვა საქმეა. ვულოცავ თოკოს და წარმატებები!
GEO
იმედია დაცვაში მაინც ითამაშა კარგად... ისე ყველა მომენტში მოედანზეა, ესეიგი საჭირო იყო
გულშემატკივარი
ვერც შენგელია ვნახე და ვერც მთიულური
კახა
ეგ კარგი მაგრამ შენგელიას თამაში სად არის?
ირაკლი
ჰაილაითებში შენგელია არ მოხვდა.
დათო
მაგრები ხარტ რა ასეთ სათაურს რო აწერთ ერთი მომენტი მაინც გეჩვენებინათ შენგელიასი ჩაგდებული ბურთის,
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა