მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ტრავმის შიშით, საკუთარ თავს სპორტის ექსტრემალური სახეობებით გართობის უფლებას არ აძლევს

მსოფლიოს მეორე ჩოგან როჯერ ფედერერს სპორტის ბევრი სახეობა უყვარს, მაგრამ საკუთარ თავს მხოლოდ მაგიდის ჩოგბურთის თამაშის უფლებას აძლევს. ამის მიზეზი ტრავმის მიღების შიშია. ფედერერი ამჟამად დუბაის ტურნირზე თამაშობს და მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მის "შავ სიაში" შესულია სპორტის შემდეგი სახეობები: მთის თხილამურები, ფეხბურთი, სქვოში... ასევე "აკრძალულთა" რიცხვში მოხვდა თითქოსდა ისეთი უხიფათო სახეობები, როგორიცაა სპორტული სიარული და გოლფი.

"სიმართლე გითხრათ, მართლაც ვცდილობ თავი შორს დავიჭირო სათხილამურო სპორტისგან. ბოლოს თხილამურებზე 2008 წელს ვიდექი. იმ პერიოდში მონონუკლეოზის დაავადება მქონდა. ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ისევ მთას მივაშურე და ავად გავხდი. ასე რომ, ეს გარკვეული ნიშანი იყო ჩემთვის. ახლა ახლოსაც არ ვეკარები თხილამურებს.

ვცდილობ ფეხბურთი არ ვითამაშო. მახსოვს, ამ მიზეზით ერთხელ უიმბლდონის დროს საზარდულის ტრავმა მივიღე. მაშინ მაინც გავემგზავრე გშტაადის ტურნირზე (2001). იქ მარატ საფინთან ერთად ტიტული მოვიგე. პარალელურად მთელი კვირა ფეხურთს ვთამაშობდით და ბოლოს ფეხზე დგომა საერთოდ არ შემეძლო. ეს დიდი სისულელე იყო ჩემი მხრიდან. ყველაფერი შესანიშნავად იყო, კარგად გავერთე, მაგრამ მომდევნო დღეს ზურგი მტკიოდა", - ყვება "დიდი სლემის" ტურნირების 16-გზის ჩემპიონი.

ფედერერის აზრით, გოლფის თამაშიც უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე: "გასულ კვირას დუბაიში, Emirates Golf Course-ზე გოლფს ვთამაშობდი ჩემს მშობლებთან ერთად. თან დედაჩემის დაბადების დღე იყო. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თამაშიც გამომივიდა, მაგრამ მეორე დღეს ზურგი ამტკივდა.

საკუთარ თავს ერთ რამეში გამოვუტყდი: არ უნდა ითამაშო სხვა რამ, სანამ პროფესიულ დონეზე გამოდიხარ ჩოგბურთში. კიდევ ექვსი წელი მომიწევს მოცდა, სანამ ნორმალურად დავიწყებ სპორტის სხვა სახეობებით გართობას. სამწუხაროდ, პარალელურად მხოლოდ მაგიდის ჩოგბურთის თამაში შემიძლია."

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა