ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"სპორტ-ექსპრესი": რითია კარგი გიორგი ჯიქია?

"სპორტ-ექსპრესი": რითია კარგი გიორგი ჯიქია?

"ამკარის" მცველს "სპორტ-ექსპრესმა" საინტერესო წერილი მიუძღვნა, რომლის ფრაგმენტებსაც გთავაზობთ
პერმის "ამკარის" 22 წლის მცველის, გიორგი ჯიქიას საკითხმა ქართველ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ერთდროულად ორი ნაკრები იწვევს - საქართველოს (ისტორიული სამშობლოს) და რუსეთის (სადაც გაიზარდა).

ეს რუსულ გამოცემა "რ-სპორტთან" ინტერვიუში გაჯი გაჯიევმა გაამხილა - პერმის "ამკარის" მთავარი მწვრთნელი რუსეთის ნაკრების დამრიგებელს, სტანისლავ ჩერჩესოვს მას შემდეგ ელაპარაკა, რაც ჯიქია საქართველოს ნაკრებში მიიწვიეს.

აღმოჩნდა, რომ ის ჩერჩესოვმა რუსეთის ეროვნული გუნდის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში შეიყვანა და მომდევნო წელს შეკრებაზე მის გამოძახებას აპირებს.

- აქტუალური თემა: შეწყვიტეთ გიორგი ჯიქიაზე ზეწოლა!

"ამკარის" მცველს "სპორტ-ექსპრესმა" საინტერესო წერილი მიუძღვნა, რომლის ფრაგმენტებსაც ქვემოთ გთავაზობთ...

ჯიგიტი ჩერჩესოვისთვის

უნივერსალი ბომბარდირი

"გიორგი ჯიქიაზე მთავარი უნდა ვიცოდეთ: მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ეს უდიდესი პლუსია 22 წლის ფეხბურთელისთვის, რადგან ნაკრებში უნივერსალი განსაკუთრებით ფასობს.

თავდაპირველად, "ამკარში" ჯიქია დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ "როსტოვთან" 2015 წლის აგვისტოს გაჯი გაჯიევმა თავდასხმის მარჯვენა ფლანგი ჩააბარა. უჩვეულო როლში გიორგიმ მხოლოდ ნახევარი საათი გაატარა და შეტევაში მეტი აღარ უთამაშია.

მცველის კვალობაზე საკმაოდ მაღალია (183 სმ), მაგრამ სხარტიცაა, სწრაფია და კარგი პასებიც ეხერხება: INSTAT-ის მონაცემებით, წლეულს პრემიერლიგაში მისი გადაცემების 86 პროცენტი ზუსტი იყო. გასაკვირი არ არის, რომ 2015/16 წლების სეზონში ჯიქია "ამკარში" ხშირად აწვდიდა კუთხურებს.

ნაკრების კანდიდატს დარტყმაც უვარგა და ამას არც ერიდება - გასულ სეზონში, ერთი გოლი საჯარიმოთი გაიტანა, ერთხელ კი - ფლანგიდან ჩართვის შედეგად. ამ გოლების საერთო მახასიათებელი უძლიერესი დარტყმა იყო.

გაზაფხულზე გაჯიევმა გადაწყვიტა, რომ ჯიქია ფლანგზე იმდენად სასარგებლო არ იყო და უფრო მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლში გადაიყვანა. მას შემდეგ გიორგი სულ დაცვის ცენტრში თამაშობს და მიმდინარე სეზონში უკანა ხაზის ლიდერადაც ჩამოყალიბდა. 5-3-2 სქემაში ჯიქია ზუსტად მეკარის წინ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ის თავდასხმაში ჩართვასა და საჯარიმოების შესრულებას აგრძელებს.

მიმდინარე ჩემპიონატში მან კარში ათჯერ დაარტყა: ეს პრემიერლიგის ცენტრალურ მცველებში მეორე შედეგია. ჯიქია მოედნის სიღრმიდან საგოლე გადაცემებსაც ახერხებს: სექტემბერში, "ტერეკთან" მატჩში, 50 მეტრიდან ლამაზი პასი გააკეთა, რომლითაც მილკოვიჩმა ისარგებლა.

ორთაბრძოლებისა და ჩაჭრების მეფე

...თუმცა მცველებს, უპირველესად, ვაფასებთ არა წარმატებული ტექნიკა-ტაქტიკური მოქმედებებისთვის, არამედ უკანა ხაზში მოვალეობის ცივსისხლიანი და შეუცდომელი შესრულებისთვის. ამას ჯიქია მშვენივრად უმკლავდება. მისი ქმედებების საუკეთესო დახასიათება "ამკარის" მიერ სეზონში გაშვებული 6 გოლია, ანუ სხვებზე ნაკლები.

გიორგის ინდივიდუალური სტატისტიკაც საინტერესოა. ავიღოთ, მაგალითად, ნებისმიერი მცველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი - ორთაბრძოლები, რომელთაგან ჯიქიამ 77 პროცენტი მოიგო და ამით პრემიერლიგაში მე-4 ადგილზეა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ბრძოლებში ის ხშირად არ ერთვება და ამ მაჩვენებლით მე-20 ადგილზეა.

ასეთი სტატისტიკა მის თამაშს ახასიათებს: დიახ, ჯიქიას ტექნიკურ-ტაქტიკური მოქმედების საერთო მაჩვენებელი ცენტრალურ მცველებში (140-ე ადგილი) დიდად არ გამოირჩევა, მაგრამ წარმატებული ქმედებების პროცენტია აღსანიშნავი. მაგალითად, საშუალოდ ერთ თამაშში ის ბურთის ართმევას მხოლოდ 1,6-ჯერ ცდილობს, რაც სულაც არ არის დიდოსტატური მაჩვენებელი, მაგრამ მისი მცდელობების 94 პროცენტი წარმატებით მთავრდება - რუსეთის პრემიერლიგისთვის ეს გიგანტური ციფრია. შედარებისთვის: მე-2 ადგილზე როსტოველი მიჰა მევლია გავიდა 83 პროცენტით.

ჯიქიას კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება პოზიციის სწორი შერჩევაა. სერგეი იგნაშევიჩი და ვასილი ბერეზუცკი (ზოგადად, ამ ამპლუის მოთამაშეებს მათ ადარებენ) ზოგჯერ პოზიციას დაბალი სისწრაფის გამო კარგავენ. მაგრამ პერმელ ჯიქიას არც აზროვნების სისწრაფე დაეწუნება და არც - მოძრაობის. აქედან გამომდინარეობს მე-2 ადგილი პრემიერლიგაში ჩაჭრების რაოდენობით - 91. ამაში სეზონის ლიდერს, უფელ ვიქტორ ვასინს (129) საგრძნობლად ჩამორჩება, მაგრამ ნაკრების სხვა კანდიდატებს ბევრად აღემატება.

მოკლედ, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში ჯიქიას შესაძლო გამოძახება არ იქნება მხოლოდ იმის მცდელობა, რომ ფეხბურთელმა საქართველოს დროშის ქვეშ თამაშის შანსი დაკარგოს. თუკი სტატისტიკას და სუბიექტურ შთაბეჭდილებებს ვენდობით, 22 წლის მცველი პერსპექტივაში ნამდვილად შეიძლება რუსეთის მასშტაბით მაღალი კლასის შემსრულებლად გაიზარდოს. ის ჯერ კიდევ ნედლია, მაგრამ პოტენციალი აქვს. მცირეღა დარჩა - ეს არის მიწვევა ჩერჩესოვისგან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bavaria

ვინა ხართ, სად გაიზარდეთ, ან სკოლაში რას გასწავლიდნენ, ან სახლში. რაებს აკომენტარებთ, რას ჰქვია მისთვის სჯობია და რას ჰქვია პროფესიული მიდგომა. ჯერ სამშობლოა და საქართველოა და მერეა სხვა ყველაფერი. ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის. სხვანაირად რომ ყოფილიყო, ეხლა არც ჯიქიას და არც სხვებს არც სამშოლო გვექნებოდა და არც არაფერი. პ.ს. არა მგონია ჯიქიამ უარი სთქვას საქართველოს ნაკრებზე.

• KAKHA

ერთხელ მიწვევენ ნაკრებში,რომმსაქართველოს ნაკრებში ვეგარ ითამაშოს და მერე მიაგდებენ.

• gizog

უნდა ითამაშოს იქ, სადაც მეტი წარმატებები ექნება. ეს ჯიქიამ კი არა მხოლოდ მამა ღმერთმა იცის, ამიტომ ქართველებს აქვს სიბრძნე ''იერუსალიმში წამსვლელს ნურც ჰო ეტყვი ნურც არას''-ო, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მას აქვს შანსი 24 წლისამ ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე და როგორც ზემოთ კომენტარში წერია გახდეს მულტი მილიონერი, რა საპირწონე შეიძლება შეთავაზოს საქართველოს მხარეს?

• okribeli

ნუ აურევთ ამ ბიჭს გზაკვალს. შანსი ჰქონია მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს და ვის რად უნდა საქართველოს ნაკრები, თუ ძმა ხარ. ნიახური ხომ არაა, ამ ქვეყანაზე ხელმეორედ მოვიდეს...

• ფაშა ძლიერი

სამშობლო უპირველეს ყოვლისა! ის ყველაფერს კარიერაზე მაღლა დგას, თუ იფიქრა რომ რუსეთში ლეგიონერებზე ლიმიტოს გამო ვეღარ ითამაშებს ძირითადში და ვერც დიდ ფეხბურთს და რუსეთის გარდა საერთოდ ვერსად ითამაშებს, ჯობია საერთოდ დაანებოს ფეხბურთს თავი და სხვა საქმეს მიჰყოს ხელი.

• გგგ

თუ პროფესიული თვალსაზრისით მივუდგებით, რა თქმა უნდა რუსეთის ნაკრებში თამაში უნდა ერჩივნოს. ყველა შემთხვევაში პირადად მისი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა. თუ რუსეთშის გაზრდილი, საქართველოს სიყვარულსაც ვერავინ მოსთხოვს

• namdvili zaza

რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის რუსეთის პასპორტი "ჯადოსნური ჯოხის" ტოლფასია! თუ ის გაქვს, საშუალო დონეც საკმარისია რომ მილიონერი გახდე და თუ ამასთან ერთად რუსეთის ნაკრების კანდიდატი და მითუმეტეს ნაკრების წევრი ხარ, გარანტირებული მულტი-მილიონერი ხდები! მოგეხსენებათ ეს ლეგიონერებზე არსებული მკაცრი ლიმიტის გამო ხდება. ანუ ყველა კლუბი იძულებულია შემადგენლობის 70% რუსებით შეავსოს და შესაბამსად კვალიფიციურ "რუსებზე" ტაციაობაა და თუ რამეს წარმოადგენ რუსული "გრანდები" ერთი მეორეზე მეტ მილიონს გთავაზობენ რო მათთან ითამაშო. როდესაც არა რუსული პასპორტი გაქვს ხდები ერთი ჩვეულებრივი მოთამაშე რომელსაც იმავე ლიმიტის გამო ძალიან გაუჭირდება ნებისიერი გუნდის შემადგენლობაში მოხვედრა და ანაზღაურებაც შესაბამისად შეუდარებლად დაბალი გაქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თითქმის შეუძლებლად მიმაჩნია ჯიქიას საქართველოს ნაკრებში თამაში. ის უბრალოდ არ ჩამოვა. უარს იტყვის და ვერც გაამტყუნებ. ვიღაცასა შეიძლება გაახსენდეს რომ არსებობს ორმაგი მოქალაქეობა მაგრამ ის რუსეთში აკრძალულია ასე რომ ეს ვარიანტიც გამორიცხეთ...

• მინდია

რადგან არაფერს ამბობს და ამდენს ფიქრობს, ესე იგი უბრალოდ განიხილავს რამდენად რეალურია რომ მოხვდეს რუსეთის ნაკრებში. საქართველო კი იმ შემთხვევაშია კარგი თუ რუსეთის ნაკრებში მოხვედრის შანსი არ ექნება. სანაკრებო კარიერა კარიერისთვის სასარგებლოა ძალიან და საქართველოს ნაკრებში მოხვედრა გარანტირებული აქვს რადგან სუსტი თაობა გვყავს ფეხბურთელების. გამოდის რომ არის პირწმინდად პირადი ინტერესი კარიერაზე და 0% პატრიოტიზმი. თქვენი არ ვიცი, ყველას აქვს თავისი აზრის უფლება და ა.შ, მაგრამ მე ვთვლი რომ ნაკრები ქვეყნის, დროშა, ჰიმნი და ა.შ ბევრად მეტი უნდა იყოს ადამიანისთვის ვიდრე უბრალოდ სათადარიგო ვარიანტი და ა.შ.

• zzzz

ამ ბიჭს არცევანი აქვს სულ ორი: 1.დაემორჩილოს სისხლის ძახილს-ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, აუცრემლდეს თვალი ჰიმნზე, გახდეს რუსეთში ლეგიონერი და შეიქმნას გარკვეული პრობლემები, მერე აქ შეიცვლება მწვთნელი, ან დაუძახებენ ან არა, მოკლედ ჯიქიობაში და ქართველობაში მაგრად მოიქცევა, მაგრამ პერსპექტივაში...რა ვიცი 2. ითამაშოს რუსეთის ნაკრებში, იქაც ან გაქაჩავს ან არა (უფრო არა), მაგრამ იქნება სტაბილურად, ამკარის დონის გუნდების მოთხოვნას ყოველთვის გაქაჩავს... თქვენ როგორ მოიქცეოდით? გაიგაითვალისწინეთ

"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა

გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა

გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი

ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს

"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს