სანაკოევს კლუბში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, პრობლემებსა და მომავალზე გავესაუბრეთ...
გარდამავალი სეზონის დასრულებამდე 4 ტური და პლეი ოფის მატჩებია დარჩენილი. ზუსტად ერთ თვეში გაირკვევა იმ 8 გუნდის ვინაობა, რომელიც გაისად პრო ლიგა 1-ში, ანუ ქართული საკლუბო ფეხბურთის ელიტაში იასპარეზებს. დანარჩენი 2 გუნდის ვინაობას კი პლეი ოფის მატჩები გადაწყვეტს.

"ცხინვალის" დამფუძნებელს დიმიტრი სანაკოევს სჯერა, რომ მისი გუნდი გაისადაც მთავარ ლიგაში იქნება - გუნდი, რომელსაც შარშან ევროპალიგაზე დებიუტი ჰქონდა. ცხინვალელებმა ბოლოს თბილისის "დინამოსთან" ფრედ ითამაშეს, მანამდე კი შინ "გურიას" სძლიეს და უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსები გაზარდეს.

დიმიტრი სანაკოევს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კლუბში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზე, პრობლემებსა და მომავალზე გავესაუბრეთ...

- თქვენს კლუბში სტრუქტურული ცვლილებები მოხდა, რამაც შტატებისა და სახელფასო ფონდის შემცირება გამოიწვია. ეს "ცხინვალის" ქულებსაც დაეტყო...

- დიახ, მართალია, ამ ზაფხულს, მართლაც მოხდა "ცხინვალში" სტრუქტურული ცვლილებები, რაც გარდაუვალი აუცილებლობით იყო განპირობებული. მართალი გითხრათ, სხვაგვარად ჩვენი კლუბის ფუნქციონირების გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა. ზაფხულში იმედის ნაპერწკალივით გამოჩნდა სპონსორის ვარიანტი, მაგრამ იმ ბიზნესჯგუფმა ჩვენს კლუბს უფრო ტიტულოვანი გორის "დილა" ამჯობინა, რომელსაც, ჩვენგან განსხვავებით, უძრავი ქონება - სტადიონი გააჩნია.

ერთი სიტყვით, შტატების შემცირება და სტრუქტურის მოდიფიცირება იმ დროისათვის არსებულმა რეალობამ გვაიძულა. ეს პროცესი კლუბის პრეზიდენტთან და მთავარ მწვრთნელთან ერთად გავიარეთ. პროცესს გია ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც დაარსების დღიდან ჩვენს კლუბში მუშაობს. მას სექტემბრიდან გენერალური დირექტორის პოსტი ჩავაბარეთ. იქიდან მოყოლებული, ფინანსურ საქმეს სწორედ ბატონი გია უძღვება, ტექნიკურ საკითხებს კი ტექნიკური დირექტორი დავით ცაბაძე წარმართავს. სწორედაც ფინანსური პრობლემების გამო, ჩვენმა კლუბმა მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება ვერ შეძლო, არადა, ახლა ისინი წარმატებით თამაშობენ უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბში.

ჩვენ კი მთავარი გუნდის მხოლოდ 11 ფეხბურთელს ვაძლევთ განახევრებულ ხელფასს. თუ გახსოვთ, ისევ და ისევ ფინანსური პრობლემის გამო, სეზონისწინა მოსამზადებელი შეკრების გავლაზეც უარი ვთქვით. ამ ყველაფერმა კი დაღი დაასვა ჩვენი გუნდის შედეგებს. სწორედ ამით აიხსნება სეზონის კარგი სტარტი, მაგრამ მერე ვეღარ აეწყო საქმე კარგად.

- ცნობილია ისიც, რომ "ცხინვალს" არცთუ მცირე დავალიანება აქვს, მათ შორის ყოფილი ფეხბურთელებისაც. როგორ აპირებთ ფინანსური პრობლემების მოგვარებას?

- დავალიანება მართლაც გვაქვს და ამ პრობლემის მოგვარება დამოუკიდებლად პრაქტიკულად შეუძლებელია. მიმდინარე წელიწადში ჩვენი კლუბი ნახევარი მილიონი ლარის ვალით გადმოვიდა. თუმცა ბიუჯეტისა და ხარჯების შეკვეცით, ეს ვალი მნიშვნელოვნად შევამცირეთ. გვჯერა, ამ პრობლემის გადაწყვეტაში საკვანძო როლს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი ბატონი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეასრულებს, რომლის ყურადღებასა და თანადგომას ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ.

თუკი დავალიანების გასტუმრების პროცესი ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართება, მაშინ შესაძლებელი იქნება, ყველა ფეხბურთელის, ყოფილისაც და ამჟამინდელისაც, დავალიანება წლის ბოლომდე სრულად დავფაროთ. გარდა ამისა, დავალიანება სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართაც გვაქვს და მათ დაფარვასაც არსებული გრაფიკის მიხედვით ვგეგმავთ.

- ბიუჯეტშეკვეცილი "ცხინვალი" მოთამაშეთა კონტინგენტით შარშანდელს აშკარად ჩამოუვარდება, თუმცა "დინამოსთან" სტუმრად ფრედ ითამაშეთ, შინ კი "გურიას" მოუგეთ. ჩემპიონატის გადამწყვეტ ფაზაში, თან არსებულ პირობებში, ესეც რომ მოახერხეთ, პატარა წარმატებაა და რაშია მისი საიდუმლო?

- რასაკვირველია, ლომის წილი მიუძღვის გუნდის მთავარ მწვრთნელ კახი კაჭარავას. კაჭარავამ, ფეხბურთელების მხარში დგომით, მწირი ბიუჯეტისა და შესუსტებული კონტინგენტის მიუხედავად, შედეგის მიღწევა კლუბის პრეზიდენტ მურთაზ შელიასთან და სპორტულ დირექტორ გიორგი ქინქლაძესთან ერთად შეძლო. გარდა ამისა, ჩვენი კლუბი ერთი ოჯახია. ყველამ იცის თავისი საქმე და მას დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით უდგება. ვფიქრობ, ამანაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მჯერა, "ცხინვალი" კვლავაც ქართული ფეხბურთის ელიტაში იქნება!

- ამჟამად, "ცხინვალი" ცხრილში მეექვსე ადგილზეა და მეოთხე ადგილზე მყოფ "შუქურას", რომელსაც ამ კვირას უმასპინძლებთ, 2 ქულით ჩამორჩება. პრო ლიგა 1-ში მოხვედრის შანსებს როგორ შეაფასებდით?

- რომ არა სამმატჩიანი ჩავარდნა, ახლა ცხრილში უკეთეს პოზიციაზე ვიქნებოდით. თუმცა, "გურიასთან" მოგებამ ძალები შეგვმატა, დიდი სტიმული მოგვცა, რაც "დინამოსთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა. "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში მოგების კარგი შანსიც გვქონდა, მაგრამ ფრეს დავჯერდით. ვფიქრობ, პრო ლიგა 1-ში მოხვედრის კარგი შანსი გვაქვს, მაგრამ მისი რეალიზებისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

- უკვე ერთი წელიწადი გავიდა, რაც ფეხბურთის ფედერაციას ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, მათ საქმიანობას როგორ შეაფასებდით და რამდენად აქცევენ ყურადღებას დევნილობაში მყოფ "ცხინვალს"?

- სამწუხარო რეალობაა ის, რომ ჩვენი კლუბი დევნილობაშია. შესაბამისად, საკუთარ საწვრთნელ-სათამაშო მოედნებს მოკლებული ვართ. ჩვენი მთავარი გუნდი კვლავ ეროვნული ნაკრების ბაზაზე ვარჯიშობს და მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე თამაშობს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაშია. ვფიქრობ, აქედანაც ნათლად ჩანს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა.

ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს.ლევან კობიაშვილი და დავით მუჯირი პრობლემების მოგვარებაში გვერდით გვიდგანან. არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენი თხოვნა ან სატელეფონო ზარი უყურადღებოდ დაეტოვებინათ. მათთან ხშირად გვაქვს კონსულტაციები და შეხვედრები.

- უკვე ექვს თვეზე მეტია, რაც "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი" ფუნქციონირებს. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ ფონდის მუშაობით?

- ხშირად ინტერესდება ჩვენი პრობლემებით "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" დირექტორი ზაზა დოლიძე და მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ფეხბურთის ფედერაციისა და "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელობასთან საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. მეტსაც გეტყვით, ჩვენი კლუბის ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი სწორედ მათთან კონსულტაციების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების შედეგად იქნა მიღებული. დღემდე კლუბსა და "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს" შორის ხელშეკრულებით დადებული ყველა ვალდებულება ფონდმა დღემდე პირნათლად შეასრულა, რისთვისაც მისი დიდად მადლიერი ვართ. ვიმედოვნებთ, ჩვენ შორის ეს საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

- ტრადიციულად ფეხბურთი საქართველოში მხოლოდ სპორტის ერთი რიგითი სახეობა არასდროს ყოფილა. რამდენად კმაყოფილი ხართ ფეხბურთისადმი სახელმწიფოს მიდგომით?

- გეთანხმებით, რომ ქართველი კაცისთვის ფეხბურთი სპორტის სფეროს სცილდება და სხვა განზომილებაა. ფეხბურთისადმი სახელმწიფო მიდგომა ქართული ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი პროგრამის დამტკიცებითა და ფონდის დაფუძნებით ნათლად გამოიხატა. გასული წლის 13 ივნისის სტიქიის მიუხედავად, მთავრობა მხარში დაგვიდგა და სწორედ მთავრობის მიერ სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით შევძელით ევროპის ლიგაზე გასვლითი და საშინაო მატჩების ჩატარება. გვჯერა, ქართული ფეხბურთისადმი მთავრობის ახალი შემადგენლობის მიდგომა კვლავაც სახელმწიფოებრივი და გამორჩეული იქნება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
სპარტაკი-რაბოტნიჩკი 2:2 - მოგებაც შეიძლებოდა
კახა კაჭარავა: "სპარტაკში" ის მოთამაშეები შეიკრიბნენ, რომელთაც ფეხბურთი სწყურიათ!
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ᓗᓣ 1-ᓔᓚ ᓘᓕᓜᓘᕡᓐᓛᓓᓔ ᓐᓠᓐᓤᓔᓠᓘ ᓒᓐᓘᓠᓙᕕᓐ, ᓛᓐᓨᓘᕜ "ᓛᕔᓢᓐᓚᓣᓠᓒᓘ" ᓐᓦᓐᓠ ᓘᕐᓠᓡᓔᕑᓔᓑᓡ"
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მთავრობა ევროთასებზე გასულ "ცხინვალს" სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება?
მურთაზ შელია: მაქვს პროექტი, რომელიც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს...
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ᓓᓘᕛᓘᕢᓠᓘ ᓡᕐᓜᓐᓙᓝᓔᓕᓘ: ᓐᓛᓘᓔᓠᓘᓓᓐᕜ "ᓡᓞᕐᓠᓢᓐᓙᓘᓡ" ᓞᓠᓔᕖᓘᓓᕔᕜᓢᓘ ᓛᓣᕠᓗᓐᕖ ᓨᓔᕚᕘᕐ ᓘᓥᕜᕔᓑᓐ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება