ტურინული გრანდის მენეჯმენტი შესანიშნავად მუშაობს, ამ საქმეების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი კლუბის სპორტული დირექტორია
გასულ ზაფხულს, "იუვენტუსმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით სამი ხედირა და დანი ალვეში გადაიბირა - ორივე უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ორივემ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ მომდევნო ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, "იუვეს" ტიაგო სილვაც შეუერთდეს. მოკლედ, ტურინული გრანდის მენეჯმენტი შესანიშნავად მუშაობს, ამ საქმეების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტაა, რომლის მოკლე ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით...

- სამი ხედირას და დანი ალვეშის სანაცვლოდ ცენტიც არ გადაგიხდიათ, თუმცა გუნდისთვის დიდი ძალა დაიმატეთ...

- "იუვენტუსი" დიდი გუნდია და აქ თამაში ბევრ ვარსკვლავს სურს, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენო. ხედირას და ალვეშს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი უმთავრდებოდათ და როდესაც ჩვენი დაინტერესების შესახებ შეიტყვეს, დიდხანს არ უფიქრიათ. "იუვენტუსი" ევროპის 5 საუკეთესო გუნდში შედის და ამით, ყველაფერია ნათქვამი.

- ერთხელ უკვე დაადასტურეთ, რომ მომდევნო ზაფხულს თქვენი მიზანი ტიაგო სილვას გადაბირებაა...

- სილვა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მის გადაბირებაზე ნამდვილად არ ვიტყოდით უარს. ვიცი, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი უმთავრდება, თუმცა ჯერ უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა მას. სილვას გადმოყვანა გვინდა, მაგრამ რა იქნება სინამდვილეში, დღეს რთული სათქმელია. ერთი ცხადია, "იუვენტუსი" ყოველთვის შეეცდება, რომ სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენოს.

- პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 1.5 მილიონ ევროდ იყიდეთ და შემდეგ, მის სანაცვლოდ 110 მილიონი აიღეთ. კოლოსალური მოგებაა...

- მოგება მართლაც დიდია, მაგრამ არა იმდენი, თქვენ რომ გგონიათ. პოგბა 110 მილიონ ევროდ გაიყიდა, მაგრამ აქედან 27 მილიონი ევრო აიღო მინო რაიოლამ და მისმა კომპანიამ. 5 მილიონ ევროს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ პოლს "მანჩესტერ იუნაიტედი" 50 მილიონ ევროდ სხვა კლუბში გაყიდის და დარჩა 72 მილიონი ევრო, რომელიც მართლაც ჩაირიცხა ჩვენს ანგარიშზე. პოგბა 4 წლის წინ ვიყიდეთ და შემდეგ, დიდ თანხად გავასხვისეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფეხბურთელზე მაღლა ფული დავაყენეთ...

- ანუ, წასვლა თვითონ პოგბას სურდა?

- პოგბა ტურინში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინგლისში დაბრუნება და პრემიერლიგაში თამაში ძალიან უნდოდა. პოლს ჰქონდა "რეალის" ვარიანტი, მაგრამ მას სწორედ ინგლისში უნდოდა გადაბარგება.

- რამდენად სწორია, როდესაც ფეხბურთელის აგენტი ტრანსფერში 27 მილიონ ევროს იღებს?

- სხვის ჯიბეში არ ვიყურები და შესაბამისად, კონკრეტულად მინო რაიოლას შემოსავლებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. აგენტების ინსტიტუტი არსებობს და რადგან ასეა, ე.ი. ფეხბურთელებს ისინი სჭირდებათ. მე ჩემი საქმე მაქვს და გამოვდივარ იმ რეალობიდან, რომელიც სახეზეა.

- გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადეთ. გულშემატკივრები მომავალშიც დაელოდებიან თქვენგან ასეთ დანახარჯებს...

- თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს გიწყობს და კონკრეტული ფეხბურთელის დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ფული არ უნდა დაზოგო. "იუვენტუსს" სჭირდებოდა ფორვარდი, რომელიც სეზონში მინიმუმ 25 გოლს გაიტანს, არგენტინელი კი სწორედ ასეთია. იგუაინმა იცის იტალიური ფეხბურთი და ესეც მისი პლუსი იყო. საჭიროების შემთხვევაში, "იუვენტუსი" მომავალშიც განახორციელებს მეგა-ტრანსფერებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა - ლეონარდო ბონუჩის დაბრუნება გვსურს!
ტურინის "იუვენტუსი" გაძლიერებას არ გეგმავს
მაროტამ "იუვენტუსი" დატოვა და "ინტერში" აპირებს გადასვლას
მესი "ინტერში" უტოპიაა - ამბობს "ნერაძურის" გენერალური დირექტორი
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მაროტა: დიბალას ძალით ვერ დავაკავებთ
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" 2020 წლამდე დარჩა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?