ამერიკული მედიის მიმოხილვა ზაზა ფაჩულიას დებიუტზე "გოლდენ სტეიტში"
NBA-ს რეგულარული სეზონის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" შინ 100-129 დამარცხდა "სან ანტონიოსთან".

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს სეზონი მარცხით დაიწყეს [VIDEO]

ამ თამაშში შედგა ზაზა ფაჩულიას დებიუტი ახალ გუნდში. სამწუხაროდ, ქართველის თამაშმა საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა გამოცემებში, ბლოგებსა და საიტებზე.

ძალზე კრიტიკულია sportsblog.com-ის ჯონათან მაკკორკელი სტატიაში: "გოლდენ სტეიტის" პანიკა ცენტრის პოზიციაზე".

"გასული საღამოს საშინელი ფარქვეშა დაცვისა და მოხსნების შემდეგ უარესი ვეღარ მოხდება. ზაზა ფაჩულია ვერაფრით დაეხმარა გუნდს და მისი ქმედება ნულის ტოლი იყო ყველა იმ ფაქტორში, რომელთა დათმობამაც გუნდის წაგება გამოიწვია.

20 წუთზე მეტში მას ჰქონდა 2 ქულა, 1 პასი, 3 მოხსნა და 3 დაკარგვა. მისი თამაში ვერაფრით შეეწია "უორიორსს". ასე სუსტად ითამაშა ზაზამ "პორტლენდთან" საგამოფენო მატჩის პირველ მეოთხედში მეისონ პლამლის წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ გამოასწორა თამაში.

ჩნდება კითხვა, როგორ უნდა მოევლოს ამ პრობლემას? და ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც გუნდს შესაძლოა, ჩემპიონის ტიტულად დაუჯდეს.

ზაზასთან ერთადაც კი "გოლდენ სტეიტი" ლიგის ტოპ-3 კლუბშია, მაგრამ როცა საქმე ჩემპიონობისთვის ბრძოლასთან მიდის პლეი ოფში... სადაც დაცვის თამაში სხვაა და ფაფხური სხვა, სადაც "დიდი ბიჭები" კალათს ხშირად უტევენ, როგორც ამას "კლიპერსის", "სან ანტონიოსა" და "კლივლენდის" ცენტრები აკეთებენ.

ზაზას პრობლემა ახლავე უნდა გადაწყდეს და პასუხი სათადარიგოთა სკამზე ზის - ჯავეილ მაკგი. ნიჭიერი ცენტრების წინააღმდეგ სწორედ მაკგიმ უნდა ითამაშოს მეტი. "გოლდენ სტეიტის" ცენტრებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ პრობლემა. 48-წუთიან მონაკვეთში ზაზამ 8 წუთი უნდა ითამაშოს, ვესტმა და მაკგიმ 15-15, ვარეჟაომ და ლუნიმ - 5-5. მხოლოდ ასე თუ გავა ფონს "უორიორსი", რადგან ცხადია - ზაზა ვერ არის ენდრიუ ბოგუტის სრულფასოვანი შემცვლელი", - წერს ავტორი.

RotoWire:

"უორიორსის" პრობლემამ -ცუდი დაცვა ფარქვეშ და სუსტი პასები - უკვე გახსნის მატჩში იჩინა თავი. "სპურსმა" მოხსნებში 55:35 მოიგო. აქედან მეტოქემ 21-ჯერ მეტოქის ფარზე მოხსნა ბურთი. ყველა გუნდს ისეთი კარგი ცენტრები არ ჰყავს, როგორც "სპურსს", ამიტომ ფაჩულია შედარებით სუსტ ცენტრებთან კარგად გამოჩნდება. მაგრამ მისი დებიუტი კიდევ ერთი შეხსენება იყო პრობლემის, რომელსაც სხვა გუნდები კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ ამ სეზონში".

warriorsworld.net:

"ფაჩულიას არ აქვს არც საკმარისი სისწრაფე, აჰყვეს მეტოქის მცველებს, არც საკმარისად გრძელი ხელები, რომ მეტოქის სროლების დაფარება შეძლოს.

espn.com:

"ცენტრ ზაზა ფაჩულიას თავისი პლუსები კი აქვს, მაგრამ ის ახლოსაც ვერ მოვა ენდრიუ ბოგუტთან, რომელიც "გოლდენ სტეიტში" შეცვალა. "სან ანტონიოს" ბიჭებმა იბატონეს ფარზე და ზაზა მხოლოდ სამ მოხსნას დააჯერეს".

washingtonpost.com:

"ფაჩულია აგებდა ფარიდან ასხლეტილი ბურთებისთვის ბრძოლას. ხშირად ნაადრევად ხტებოდა და ისეთ ბურთს აგებდა, რომელიც წესით, მას უნდა შეხვედროდა".

sfexaminer.com:

"ფაჩულია არ არის ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გუნდს აქვს ბურთი, მაგრამ ის ინჩით უფრო დაბალია, რამდენიმე წლით უფრო ხნიერია და ნაკლებად ათლეტურია, ვიდრე ბოგუტი. ფარქვეშ დაცვა "გოლდენ სტეიტის" ერთადერთი სერიოზული პრობლემაა და გუნდმა ამას მალევე უნდა უმკურნალოს, რადგან ყველა მეტოქემ იცის ამ სისუსტის შესახებ".

lol
ზაზა არაა სუპერსტარი ან რაიმე მსგავსი მაგრამ მას რომ დევიდ ვესტს და მაკგის შეადარებს ადამიანი და მითუმეტეს ჟურნალისტი რავიცი ტეხავს :))))) ეხლა გოლდენს ცენტრზე ზაზაზე კაი არავინ ყავს და სან ანტონიომ ზაზა კი არა მთელი გოლდენ სტეიტი არ გაახარა თავის დურანტიანად კავაიმ,სიმონსმა და ოლდრიჯმა აწამეს :)) მაკგის ცენტრობა გამოჩნდა რომ შემოვიდა 2 წუთი და სიმონსმა ისეთი გადაატენა რომ ლამის იტირა :)))))
svani2
სვანს ვეთანხმები. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ გოლდენ სტეიტი საჩემპიონო გუნდია და შემთხვევითი კალათბურთელი ამ გუნდში და მითუმეტეს ხუთეულში ვერ მოხვდება. ზაზა მოუმატებს და თან ძალიან მაგრად. ძალინა ჟილკიანი და რაც მთავარია სპორცმენია, ეს იქიდანაც ჩანს რომ ფულს დიდ გუნდში თამაში არჩია. მიდი ზაზა!!! შენთან ვართ და გელოდებით მთელი სიკაშკაშით
კახა
საჩემპიონო გუნდში ვერ გაქაჩავს
sabonis
ღირდა კი ერთი ბეჭდის გამო(რომელსაც ან აიღებს ან არა) ამდენი ლანძღვის ატანა, თან ხელფასის ამდენად შემცირება.
მეჭვოფი
ებრძვიან ზაზას და ზოგადად ქართულ კალათბურთს! ამიტომაც კეთდება ასეთი კომენტები ზაზაზე))) კარგით რა. შეუიოარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ზაზა არის უსუსტესი რგოლი გოლდენ სტეიტში. სწორედ ამას აღნიშნავენ კალათბურთის ექსპერტები. ჩვენ უბრალოდ სუბიექტურები ვართ და ნაკლებად ვხედავთ მის სისუსტეებს.
murat
რატომ აკეთებენ ზაზაზე აქცენტს ეს გამოცემები გასაკვირია, როც მთლიანად გუნდი არ იყო იმ დღეს მოწოდების სიმაღლეზე. ერთი კარი ატამაშდა ბოლოს და დიუარტი ფაფხურობდა რაღაცას. დანარცენები ვერ იყვნენ მოწოდების სიმარლეზე, მათ შორის ზაზაც.

ჯერ დაიწყოს სეზონი და მერე ვისაუბროთ რისი გამკეთებელია და რისი არა. ისე არც ბოგუტს ჰქონია სუპერსტატისტიკა ოდესმე გოლდენში.ნახონ გასოლის სტატისკიკა კარგად და ისე აკრიტიკონ. ოლდრიჯის და ლეონარდის დაჭერდა კიდევ სხვას ევალება და არა ზაზას.
svani
კომენტატორებთან რა გინდათ თქვენი თვალით ვერ ხედავთ ზაზა რასაც თამაშობს?!)))
Georgian
ერთი თამაშიდან ნუ გამოიტანთ რა დასკვნებს. აცალეთ ბიჭს, ნელ-ნელა მოუმატებს.
ზურა
ქართველი კომენტატორები ყველაფერში თავს იბრმავებენ სხვაგან ასე არ ხდება
არჩილ ხოფერია
კარგი იქნება თუ რომელიმე ჩვენი კალათბურთის სპეციალისტი გააკეთებს კომენტარს! ძალიან დავიბოღმე ამ ამერიკელ კომენტატორებზე. პირველი თამაში იყო და ისე სვავებივით დააცხრნენ ზაზას ძნელი მოსათმენია!
svani
ზაზა მხოლოდ ერთხელ ახტა ნაადრევად ისიც იმიტომ რომ სრულიად შემთხვევით განმეორებით მოხვდა ფარს ბურთი, არვიცი ამით რას ცდილობენ ჟურნალისტები.. ცნობისთვის ბოგუტის მონაგარი საშუალოდ 5.6 ქულა იყო სეზონში)) არც არის სავალდებულო როცა გუნდში ასეთი მსროლელები გყავს ცენტრმა შეუტიოს..! მაგრამ ერთს კი ვეთანხმები როცა ზაზა ჯაბნის ცენტრს აუცილებლად უნდა აიღოს თავის თავზე თამაში და შეუტიოს როგორც მისი თანაგუნდელები აკეთებენ! ძალიან მაგარი ცენტრი ხარ ზაზა ძალიან...! ისეთ პასს დახატავ ხოლმე ბოგუტს მთელ თავის კარიარაშიც რომ არ ექნება გაკეთებული
ნ
ზაზა მთელი თამაში გენიალურ ბლოკებს უყენებდა ფარქვეშ შემსვლელ პარტნიორებს,მისი ჭკვიანური თამაშით იყო ფარქვეშ დაუბრკოლებლად რომ შედიოდნენ და რა მისი ბრალია თუ აცილებდნენ.ბევრი ძალიან მაგარი გამთამაშებელი ვერ გააკეთებს ისეთ პასს,ზაზამ კლეი ტომპსონს ზურგსუკნიდან რომ გაუკეთა და იმ კრეტინმა ააცლა.რა,ესეც ზაზას ბრალია?ძალიან მაგრად ითამაშა დაცვაშიც,გაზოლს ხელი არ გაანძრევინა.მეტი რა უნდა ექნა? რა მისი ბრალია,თუ გოლდენ სტეიტში კავაი ლეონარდის გამჩერებელი არ გამოჩნდა? რა გაზოლიც და ლეონარდიც ზაზას უნდა ამოეკეტა? კარგი,ჭკვიანური კალათბურთი ითამაშა.წარმატებები
არჩილ ხოფერია
ვეთანხმები პირველი კომენტარის ავტორს! საერთოდ ვერ გავიგე რა კალათბურთს თამაშობს გოლდენ სტეიტ?! ეზოს კალათბურთს გავს მაგრად! ისიც მართალია ზაზა როცა იხსნებოდა თითქოს ვერ ხედავდნენ, რაღაც შეთქმულებასავით იყო! ეს ამერიკელი კომენტატორები რატომ არიან ზაზას წინააღმდეგ მოქოქილები ვერ გავიგე?! შარშანაც კი როცა ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მაინც ძალიან მკაცრად აკრიტიკებდნენ და თითქმის დასცინოდნენ! მერე ეს დაცინული ზაზა გოლდენ სტეიტმა სასტარტო ცენტრად შეიძინა! ე.ი. კომენტატორების პროფესიონალიზმი ძალიან საეჭვოა!
გგგგგგგგგგგგგ
რას ბორიალობენ ესენი?! მართლა არ ჰქონდა ზაზას კარგი თამაში, მაგრამ მასზე დაბრალება უბრალოდ სირცხვილია. კარი და ტომპსონი ელვაში მოყოლილი თხასავით დარბოდნენ მოედანზე. მე რაც დავთვალე დაახლოებით 7-8 ჯერ აბსოლიტურად ცარიელ ზაზას არ მიცეს პასი. აქ იკვეთება ერთი რამ, რომ უბრალოდ ეს გუნდი თამაშობს პერიმეტრიდან, სროლები სროლები და კიდევ ერთხელ სროლები. თუ არ წაუვიდათ მორჩა.
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
თორნიკე შენგელიამ შეიძლება "რეალთან" ითამაშოს
როგორია შენგელიას მდგომარეობა - ესპანური მედია ინფორმაციას ავრცელებს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს