ჟოზე მოურინიოს მცირე შურისძიება
* 28 ნოემბერს ლიგის თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: ლივერპული-ლიდსი, მანჩესტერი-ვესტ ჰემი, ჰალი-ნიუკასლი, არსენალი-საუთჰემპტონი.

* ხოსეპ გვარდიოლამ ზედიზედ მე-6 მატჩში ვერ მოიგო.

ლიგის თასის მერვედფინალური ეტაპი ორი დერბით - ლონდონური და მანჩესტერული დასრულდა.

"ოლდ ტრაფორდზე" დიდი ამბავი იყო - ერთმანეთს წნეხის ქვეშ მოქცეული ჟოზე მოურინიო და ხოსეპ გვარდიოლა კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "სიტი" ამ მატჩს 5-მატჩიანი მოუგებელი სერიით შეხვდა, პეპმა მაინც შედარებით გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. "განსაკუთრებულმა" კი "ჩელსისთან" 0:4-ის მერე თავს ამის უფლება ვერ მისცა და ოპტიმალური თერთმეტეულით ითამაშა, თანაც ამ სეზონში მოუმ უკვე მოასწრო "ოცნებების თეატრზე" ერთი დერბის წაგება.

პირველი ტაიმი "სიტისი" იყო. კელეჩი იჰეანაჩოს ერთი-ორი შანსი ჰქონდა და მთლიანობაშიც, "ქალაქელები" უფრო ცოცხლად გამოიყურებოდნენ. მეორე ნახევარში კი სულ სხვა "იუნაიტედი" გამოვიდა მინდორზე. ჯერ მატა-ერერა-იბრაჰიმოვიჩი-პოგბას დიდებული კომბინაცია ვნახეთ, რომელიც საბოლოოდ ფრანგის დარტყმით და ძელით დასრულდა.

მერე კი გოლიც გავიდა - ხუან მატამ ახლო მანძილიდან ზლატანის პასით გაიტანა. მართალია, ამ კომბინაციისას "სიტის" ფეხბურთელები ორჯერ ითხოვდნენ ჯარიმის დაფიქსირებას, მაგრამ მაიკ დინმა გადაწყვიტა, რომ თამაშის წესის დარღვევა იქ არ იყო. გვარდიოლამ რაჰიმ სტერლინგი და სერხიო აგუერო კი შემოაპარა მინდორზე, მაგრამ დარჩენილ დროში გატანა უფრო "მანჩესტერს" შეეძლო.

"ჩენ კარგი სერია გვქონდა, მაგრამ "ჩელსისთან" დიდი სხვაობით დავმარცხდით, რასაც ეს კლუბი და მისი ისტორია არ იმსახურებს. როდესაც გუნდში ვარ, ჩემი გული ბოლომდე ამ გუნდს ეკუთვნის. რეალობა ის არის, რომ ასეთი ფანები არასდროს მყოლია, ჩვენ 0:4-ს ვაგებდით და ისინი მაინც გვიმღეროდნენ და გვგულშემატკივრობდნენ.

ფანებმა ამჯერადაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. მათი კლუბისადმი სიყვარული ბოლო სამი სეზონის განმავლობაში გუნდის მიერ ნაჩვენებ ცუდ შედეგებზე მეტია. ეს უნდა დავაფასოთ და რაღაცით სამაგიერო გადავუხადოთ მათ" - განაცხადა მოურინიომ.

პეპ გვარდიოლა: "მე ვამაყობ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და იმით, თუ როგორი შემართებით ითამაშეს მათ. ასეთ მატჩებში უფრო კონცენტრირებული და ცივსისხლიანი უნდა იყო, განსაკუთრებით, ბოლო პასის დროს. თუმცა "იუნაიტედის" წინააღმდეგ ძნელია და მთლიანობაში თამაშით უკმაყოფილონი არ ვართ. გვინდოდა, ამ ტიტულის მოგება გვეცადა, მაგრამ ახლა სხვა ტურნირებზე უნდა გადავერთოთ".

გვარდიოლას ჰკითხეს იმაზეც, თუ რატომ შეცვალა პეპმა ვენსან კომპანი პირველი ტაიმის მერე, რაზეც პეპმა უპასუხა, რომ ბელგიელი დაიღალა. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ხუან მატას "იუნაიტედში" დებიუტი 2014 წლის იანვარში ჰქონდა და მას მერე მან 47 გოლში მიიღო მონაწილეობა - 29 გოლი, 18 პასი.

ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ამ პერიოდში უეინ რუნის აქვს, რომელმაც 58 გოლში მიიღო მონაწილეობა. იბრამ კი "წითელი ეშმაკების" მაისურით ჩატარებულ მე-14 შეხვედრაში პირველი საგოლე პასი მიითვალა.

იხილეთ ვიდეო

მშვენიერი თამაში გააჩაღეს "ვესტ ჰემმა" და "ჩელსიმ". "ლონდონ სთედიუმზე" ანტონიო კონტემ ოდნავ უფრო გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა, ვიდრე სლავენ ბილიჩმა. პირველი მომენტი ნ’გოლო კანტეს შეექმნა, მაგრამ მან დარენ რენდოლფს ვერ აჯობა - "ჩაქუჩების" მეორე მეკარემ მშვენიერი მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც ტიბო კურტუას ნაცვლად მოთამაშე ასმირ ბეგოვიჩმა.

მთლიანონაში კი უფრო მეტი რეალური შანსი ბილიჩის ბიჭებს ჰქონდათ და დამსახურებულადაც მოიგეს. ანგარიში შეიხუ კუიატემ გახსნა მშვენიერი თავურით. მას საგოლე პასი მარკ ნოუბლმა გაუკეთა.

"ჩაქუჩების" კაპიტანმა მიუგორა ედმილსონ ფერნანდესსაც, როდესაც 20 წლის შვეიცარიელმა მშვენივრად ჩასვა ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში. კონტემ დიეგო კოშტა, პედრო და ედენ აზარი გამოუშვა, მაგრამ "ლურჯებმა" მხოლოდ ის შეძლეს, რომ ბოლო წამებზე ერთი ბურთი გაქვითეს, გარი კეჰილმა შეაგდო. ერთი, რაც ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, ანდრე აიუს დაბრუნებაა, განელი შეცვლაზე შემოვიდა.

ცუდი ის გახლდათ, რომ ფანებმა ერთმანეთში იჩხუბეს. არეულობის მოწყობა უფრო "ვესტ ჰემის" ქომაგებს დაბრალდათ. გულშემატკივრების მიერ ნასროლი მონეტები 8 წლის გოგონას მოხვდა და მას მსუბუქი დაზიანებები მიაყენა. ამ ყველაფერზე გამოძიება უკვე დაწყებულია, 7 პირი უკვე დააკავეს. გარდა ამისა, იყო ჰომოფობიური ხასიათის ბანერებიც და გამოძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. "ჩაქუჩების" ბოსებმა განაცხადეს, რომ იმ ფანებს, რომელთა არეულობაში მონაწილეობა დადასტურდება, სტადიონზე სამუდამო დისკვალიფიკაციით დასჯიან.

იხილეთ ვიდეო

"კარგი თამაში იყო, რომელიც გარჩევას იმსახურებს. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვითამაშეთ, მაგრამ ჩენ გვქონდა გეგმა, რომელსაც ბიჭები მშვენივრად მიჰყვნენ. ჩემი აზრით, მეტის გატანაც გვმართებდა" - თქვა ბილიჩმა.

იხილეთ ვიდეო

"საუთჰემპტონი" "სანდერლენდთან" მატჩში ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ დევიდ მოიესს სურდა, პრემიერლიგაში კატასტროფული გამოსვლის ფონზე, ეგებ, თასზე მაინც გაეხარებინა ფანები.

"შავმა კატებმა" იბრძოლეს კიდეც და დებიუტში მათ "წმინდანების" მეკარემ, ალექს მაკარტიმ კინაღამ გოლიც აჩუქა, მაგრამ მერე გოლკიპერმა რამდენჯერმე გადაარჩინა "საუთჰემპტონი". ერთხელ "სანდერლენდმა" ძელსაც გაარტყა, პედი მაკნეირის დარტყმის შემდეგ. თუმცა იმ დროისთვის უკვე 1:0 იყო, კლოდ პუელის ბიჭები სოფიან ბუფალმა გაიყვანა წინ და ეს გოლი ერთადერთად დარჩა.

23 წლის მაროკოელი, რომელიც საფრანგეთშია დაბადებული და "საუთჰემპტონში" "ლილიდან" გადაბარგდა, ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა და ეს ულამაზესი გოლით აღნიშნა - მან ჟოზე ფონტეს შორეული პასისას ჯერ ბურთი ფეხზე "მიიწება", მერე კი ტექნიკურად გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე და შორეულ კუთხეში გაუშვა ბურთი.

ბოლოსკენ სანდერლენდელები პენალტის დანიშვნასაც ითხოვდნენ, მაგრამ მსაჯმა სხვაგვარად განსაჯა, აღშფოთებული მოიესიც მიაბრძანეს. თუ ასე გაგრძელდა, ცოტა ხანში შოტლანდიელს სხვა ადამიანებიც მიუთითებენ კარისკენ. უკვე დადასტურდა ისიც, რომ მოიესს ასოციაცია დასჯის, ბოდიშმა მას არ უშველა.

"ყველამ დაინახეთ, თუ რა შეუძლია ბუფალს. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია. მთლიანობაში, გუნდითაც კმაყოფილი ვარ, რადგან რთული შეხვედრა გახლდათ და მაინც მოვიგეთ. ახალგაზრდებმაც და გამოცდილებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს" - განაცხადა პუელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო