გარდამავალი ჩემპიონატის მოკლე ფორმატმა ფეხბურთის ფედერაციას უჩვეულო გადაწყვეტილებისკენ უბიძგა
გარდამავალი ჩემპიონატის მოკლე ფორმატმა ფეხბურთის ფედერაციას უჩვეულო გადაწყვეტილებისკენ უბიძგა: 26 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს, 28 ოქტომბერს დაიხურება სამდღიანი სატრანსფერო "ფანჯარა", რომლის ანალოგიც აქამდე არ ყოფილა.

დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ ამით მხოლოდ რამდენიმე გუნდმა ისარგებლა: ქუთაისის "ტორპედომ" საჩხერის "ჩიხურადან" ლაშა კუჭუხიძის დამატება რომ მოახერხა, ამაზე უკვე ვწერდით.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ამბობს, რომ მოთამაშის დამატება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

"სამწუხაროდ, ვერავინ დავიმატეთ, თუმცა ერთ-ორ პოზიციაზე კონკურენციის გასაზრდელად მოთამაშეების მოწვევა ნამდვილად გვსურდა. მაგრამ ჩვენ თითოეულ ფეხბურთელს დეტალურად ვარჩევთ და ნაჩქარევად ფეხბურთელის აყვანას გვირჩევნია, შემადგენლობა არ შევცვალოთ. ახლა ყველაზე კარგი და საინტერესო ბაზა სამხრეთი ამერიკა და აფრიკაა, მაგრამ ფეხბურთელის შერჩევას დაკვირვება და დრო უნდოდა, რაც არ გვქონდა", - გვითხრა ფრუიძემ.

არავინ დაუმატებია ბათუმის "დინამოსაც". გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან ხომერიკი ამის მიზეზს ასახელებს:

"სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, თანხებიც გადანაწილებულია და ახალწვეულზე გათვალისწინებული არ არის. ამიტომ არავინ აგვიყვანია".

ახალწვეულები არც "საბურთალოში" არიან. ეს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ გვითხრა. რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", სიახლე ის არის, რომ თერჯოლის "საპოვნელადან" აქ მცველი გიორგი პაპუაშვილი გადავიდა.

კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას თქმით, ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი "ლოკომოტივს" ეკუთვნის, თერჯოლაში კი იჯარით თამაშობდა და სეზონის დასრულებამდე მისი დაბრუნება გადაწყვიტეს.

ამას გარდა, "ლელომ" შეიტყო, რომ "ლოკომოტივიდან" თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე წავიდა და კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს. თუმცა ეს საკითხი მხოლოდ სიტყვიერადაა გადაწყვეტილი, ოფიციალური მხარე ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. არადა, 29 წლის თავდამსხმელი უკვე ვარჯიშობს ახალ გუნდში და მალე განაცხადშიც შეიყვანენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გფ
თავს მოგვჭრიან ეს მთხლე გუნდები წელსაც
toma
სამტრედიას ამდენი თავდასხმა რა ევროპას იღებენ?
svani
*მაღალი დონის
svani
გამოიყენეს თორემ თქვენც ეხლა გელაშვილი არ დაიმატოთ))
Jango
ეს ცეცაძის შეცდომაა და მას ეს ძვირად დაუჯდება,ისევ როგორც კლუბს. ისედაც სჩანს რომ ვერაა იდილია ზივზივა-ჯიქია-არაბულის სამეულში,ამას გარდა ბოლომდე ვერ იყენებენ რაჟამაშვილის პოტენციალს და ამ პირობებში აქ კიდევ ბაჩანა ცხადაძის მოყვანა მთლად არევს ყველაფერს, და ვიღაცას მოუწევს მეტი დროით სათადარიგო სკამზე ჯდომა, მე მგონი ეს ვიღაცა იქნება რაჟამაშვილი და ჯიქია ისევ. მაშინ როცა დაცვაში სჭირდებათ მეტი კონკურენცია, მეტი ხალხი,როცა დაცვის ხალხია მეტად ტრამვირებადი, ესენი თავდასხმაზე იკლავენ თავს.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
ბაჩანა ცხადაძე: მამაჩემი ჯერ უმუშევარია
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ბაჩანა ცხადაძე კარიერას საჩხერის "ჩიხურაში" გააგრძელებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო" - ცხადაძე კარიერას ასრულებს
ბაჩანა ცხადაძე: მეგონა, ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი...
საჩხერიდან კორსიკაზე - ბაჩანა ცხადაძე "ბასტიაში" გადავიდა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა