საქართველომ მსოფლიო კარატეს სამყაროშიც გაითქვა სახელი და ამიტომაც ხშირად გვსტუმრობენ მაღალი რანგის ოსტატები
საქართველომ მსოფლიო კარატეს სამყაროშიც გაითქვა სახელი და ამიტომაც ხშირად გვსტუმრობენ მაღალი რანგის ოსტატები. ამჯერად თბილისში გოჯუ რიუ კარატეს მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი და შეფ-ინსტრუქტორი, მე-7 დანის მფლობელი ტეცუჯი ნაკამურა ჩამოდის.

სენსეი ტეცუჯი ნაკამურა უკვე მესამედ გვეწვევა. მისი სემინარები, როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესოა თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით. შესაძლებელია ჩაიბაროს გამოცდები მაღალ დანებზე (შავი ქამრების) ხარისხებზე. ახლანდელი სემინარები განსხვავებული იქნება, როგორც პროფესიონალი კარატისტებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

სენსეის გაკვეთილებით სარგებლობა მსურველებს შეეძლებათ 4-6 ნოემბერს - გვითხრა საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის ინსტრუქტორმა, მე-2 დანის მფლობელმა, მსოფლიო-ევროპის არაერთგზის ჩემპიონმა და პრიზიორმა გიორგი კვარაცხელიამ.

- რას ნიშნავს ნაკამურას სემინარები კარატისტებისთვის და პირადად თქვენთვის?

- სენსეი ნაკამურა იაპონიაში ერთ-ერთი უძლიერესი ოსტატია. ატარებს სემინარებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მის სემინარებზე დასწრება ბევრის მომცემია თითოეული პროფესიონალისთვის და მოყვარულისთვის. მქონდა ბედნიერება, ორჯერ ვყოფილიყავი მის სემინარებზე. მისი ყოველი სიტყვა, მოძრაობა, საუბრები ჩემთვის პროფესიონალიზმისკენ სწრაფვისა და ოსტატობის დახვეწის გაკვეთილია.

- წლეულს საქართველომ გოჯუ რიუს ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლა ბათუმში და ახლა კიდევ სენსეი ნაკამურას მესამე სტუმრობა. რა დამსახურებისთვის ასეთი პატივი?

- საქართველოს კარატეს სკოლა და ფედერაცია ჩვენი სტილის მსოფლიო ფედერაციაში ერთ-ერთი ძლიერია, რასაც სპორტსმენები ადასტურებენ თავიანთი შედეგებით. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეული წარმატებების გამო გვხვდა წილად ასეთი დაფასება. სიამაყით უნდა ითქვას, რომ ჩვენ მიერ ჩატარებულმა ევროპის ჩემპიონატმა კონტაქტურ კარატეში საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა ევროპა-მსოფლიო ფედერაციებისგან.

- უახლოესი გეგმებზე რას იტყვით?

- საქართველოს გოჯუ რიუ კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი სენსეი ლევან როგავა და მე ვგეგმავთ უახლოეს მომავალში ათი დღით იაპონიაში, კარატეს სამშობლოში, კუნძულ ოკინავაზე გამგზავრებას - მსოფლიოს ლეგენდარულ ოსტატთან, მეათე დანის მფლობელთან, შიხან მორიო ჰიგაონასთან. მასთან ვარჯიში კიდევ უფრო მეტს შეგვძენს და ოსტატობის ახალ, მაღალ საფეხურზე აგვიყვანს.

ნუგზარ ჭიაბერაშვილი,

საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრესმდივანი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის