"ზუგდიდის" კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" კაპიტანმა ნიკოლოზ აფაქიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ კლუბს სპონსორი არ ჰყავს და რომ ის ფინანსურად მძიმე მდგომარეობაშია.

აფაქიძის მეირ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით. როგორც "ზუგდიდი"-ს კაპიტანი, მინდა გაგაცნოთ გუნდის ირგვლივ არსებული ვითარება, თუ რა მდგომარეობაში არის ჩვენი გუნდი!

მოკლედ, დღეს Skype-ს მეშვეობით შედგა ჩვენი და უკრაინელი სპონსორის საუბარი! თავიდანვე გეტყვით, რომ ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის! მისი ნაამბობი:

"სვიატოსლავ სიროტა (ყოფილი დირექტორი) შემხვდა და დამაინტერესა გუნდით, რომ თუ მივცემდი მას 50 000 დოლარს მხოლოდ თავისი ფეხბურთელებისთვის, ის გაიყვანდა გუნდს ევროპის ლიგაზე და იქნებოდა ფინანსური სარგებლის მომტანი";

"სპონსორი" ასევე აცხადებს, რომ მზადაა გუნდს ასესხოს თანხა თუ გუნდი გარკვეულ ვადაში დააბრუნებს;

ირკვევა, რომ სპონსორს და ქალაქის მერიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არ არის პუნქტი, რომელიც მას ავალდებულებს თანხის ჩარიცხვას და თუ არ ჩარიცხავს, შეთახმება უქმდება;

დღევანდელი მდგომარეობით, გუნდს აქვს დავალიანება 2 თვის მხოლოდ ძირითად გუნდში! ასევე U19 - გუნდის და თანამშრომლების მიმართ;

გარდამავალი ჩემპიონატისთვის განკუთვნილი 600 000 დან ფონდში ჩვენს ანგარიშზეა 85 000; დასარიგებელია 4 თვის ხელფასი დეკემბრის ჩათვლით; ჩემპიონატის პირველი ტურის შემდეგ გუნდი დატოვა ათმა ფეხბურთელმა;

მეშვიდე ტურში გუნდს ჰყავს მეოთხე მთავარი მწვრთნელი;

ხვალ არის მეცხრე ტურის მატჩი ბათუმის "დინამოსთან", გუშინ და დღეს გუნდს არ უვარჯიშია; ამ ყველაფრის ფონზე გუნდს აქვს რეალური შანსი რომ დარჩეს უმაღლეს ლიგაში;

WELCOME TO REALITY" - წერს ზუგდიდელთა კაპიტანი.

თენგო
ერთი ფეხბურთი ქონდა ხალხს გასართობად ,და ისიც დამარხეს გოგოხიამ და ინალიშვილმა.უკვე გვზიზღება ეს ხალხი როგორც გველის წიწილები.
გიორგი
ეს რა მოუშორებელი ჭირი შეგვეყარა ინალიშვილის სახით.წაიყვანოს ბატონო ყოლბაიამ ეს არაფლის მაქნისი თავისი სიძე სადაც უნდა ოღონდ მოგვაშოროს აქედან.
სოსო
აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ფედერაცია,სად და რისთვის დაიხარჯა გუნდისთვის გამოყოფილი თანხა,თუ საჭიროა საქმეც უნდა აღიძრას.თუმცა ძაღლი ძაღლის ხორცს ხომ არ შეჭამს.და აქედან გამომდინარე იმიტომაა კარგად საქმე,მარტო ზუგდიდში კი არა საერთოდ ქართულ ფეხბურთში.
Nodari
2 tvea bicbebi makaronit da gakina bkankati arian! Ra itamazhon amatma tqve .....!
ბადრი
კომენტარს რატომ არ აქვეყნებთ,რა არ მოეწონა ადმინისტრაციას ვერ გამიგია.
Eric cantona
ალბათ დროა კლუბის ხელმძღვანელობის სათავეში მოვიდნენ საქმის მცოდნე ხალხი. 800 ათასი 2016 წლის პირველ ნახევარში, ამას პლიუს 600 ათასი გაარდამავალ ჩემპიონატში, ანუ ჯამში 1.4 მილიონი და ამ თანხას რომ ვერ აკმარებ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე მუნიციპლურ კლუბს, ესეიგი ბუდეა.
mano
ზუგდიდი ფეხქვესჰ გატელა გოგოხიამ და ინალისჰვილმა.
ს
ყველაფერი იმის ფონზე რაც ზუგდიდის გუნდში ხდება,არანაირი რეაქცია არ არის გუნდის გულშემატკივრებისგან,ისიც კი ეზარებათ კომნტარებში მაინც რომ გამოხატონ თავიანთი გულისტკივილი, თთო ოროლა კაცის გარდა,ისინიც ერთ ორ სიტყვის მეტს არ იმეტებენ.ხოდა აქედან გამომდინარე ამ განუკითხაობაში გულშემატკივრების პასიურობას ლომის წვლილი მიუძღვის.
ბადრი
ერთი იმ ხალხს გაეგება?რამე ფეხბურთის,ვინც გაბელიას გუნდიდან გაშვებას ხელი მოაწერა.ამ ყველაფრის თავი და ბოლო გოგოხია და ინალიშვილი არიან,რომლებსაც როგორც ზუგდიდის ფეხბურთი, ისე ზუგდიდის გულშემატკივარიც ფეხებზე კიდიათ.
oto
ბალაგანიააა
givi
არა ჩვენი საშველი (((
ბაჯო
ეს უბედურება ვინც გამოაცხო ზუგდიდსჰი ისნი ი გებულობენ ხელფასებ და ფეხბურტელები ვის აინტერესებს.სირცხვილი ზუგდიდელებს ინალისჰვილს ვერ ელევიან.ხალხი ბრბოააა ზუგდიდსჰი სანდრას დაზდევენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓛᓐᓥ
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ზუგდიდის" კაპიტანი: იმედია, მონურ დამოკიდებულებას ბოლო მოეღება
"ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ზუგდიდში უკრაინელი ინვესტორის ჩასვლას ელიან, ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული პოლონელი პროფესორი
არგენტინელსა და ქართველს შორის კონფლიქტი მოხდა - ინციდენტი სიონი-დინამოს მატჩზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა