17 წლის გოგა ბითაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების კანდიდატად მოიაზრება
17 წლის გოგა ბითაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების კანდიდატად მოიაზრება.

ბითაძე სერბეთში, თავისი ასაკის გუნდ "მეგა ლეკსში" თამაშობს, თუმცა გამორჩეული მონაცემების გამო მას სერბეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მიეცა. ის კლუბ "სმედერევოში" განათხოვრდა და სერბეთის უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის შანსიც გააჩნია.

სერბეთის პირველობის მე-4 ტურში სმედერევოელები "ნაპრედაკს" დაუხვდნენ და 88:98 წააგეს, ბითაძემ კი 19 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში) და 3 დაფარება მოაგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია, 9-დან 7 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რაც ვერავინ გადაფარა.

"სმედერევოს" 1 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 ნოემბერს სტუმრად "სლოგასთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

akaki
კარგია, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდე, საკუთარ თავზე იმუშავე ნბა - ში მოსახვედრად ბევრი შრომაა საჭირო.
giorgi
წარმატებებს გისურვებ კაი კაცი, ფაჩულიაზე უფრო დიდ წარმატებებზე მიგეღწიოს და მისდღეში არ დაგვიწყებოდეს ქართველი რომ ხარ!
patrioti
ყოჩაღ, გაიხარე და ჩვენც გაგვახარე. აბა შენ იცი, სულ წინსვლას გისურვებ
სოსო
ამ ბიჭის თამაშები რომ მახსოვს ნაკრებში,დაწინაურება დაუგვიანდა კიდეც .ძალიან ნიჭიერია.ასე რომ მიდი გოგა,იქნება დიდ ნაკრებშიც მოასწრო ევროპის პირველობამდე ჩაჯდომა.
ნიკა
მაგარი ხარ. მიდი კაცი
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა