საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის გუნდმა ესტონეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება "რაპლასთან" მიითვალა

ესტონეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკი", რომელსაც შიდა პირველობაზე ფაქტობრივად ერთი ღირსეული კიონკურენტი ჰყავს - "კალევი". დანარჩენ გუნდებთან "როკერები" შინაც იოლად იმარჯვებენ და სტუმრადაც.

ერთი ასეთი შეხვედრა "ტარტუმ" საკუთარ არენაზე "რაპლასთან" ჩაატარა: ცინცაძის თანაგუნდელები პირველივე მეოთხედიდან 9 ქულით დაწინაურდნენ და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი ფორით გავიდნენ (51:41). მეორე ტაიმში "რაპლამ" მასპინძლებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 67:96 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში იყო, 16 წუთში 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 1-დან 0 სამიანი, 2-დან 0 საჯარიმო), 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბევრი იფუსფუსა გიორგის თანაგუნდელმა ტიმო ეიჩფუსმა: 18 წუთში 17 ქულა და 9 მოხსნა.

"ტარტუ როკს", რომელიც ცხრილში პირველ ადგილზეა, 26-დან 24 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო მეორეადგილოსანი "კალევი" 24 მოგებას 27 შეხვედრაში გამორჩა. ეს ორი გუნდი ბალტიის ლიგაზე ერთმანეთს 27 თებერვალს ტალინში შეხვდება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა