30 ოქტომბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონმა სტარტი კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდებისთვისაც აიღო
30 ოქტომბერს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წწ. სეზონმა სტარტი კორპორატიული - ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდებისთვისაც აიღო. პირველი ტურის შეხვედრებს, ტრადიციულად, ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის შეხვედრებით გაიხსნა. ტურის პირველივე დაპირისპირება "აჭარა ჯგუფისა" და ჩემპიონატის დებიუტანტს, სავაჭრო ცენტრ "კუბიკის" გუნდებს შორის საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გარდამავალი ანგარიშით და უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა ფრედ, 3-3 დასრულდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია "აჭარა ჯგუფის" ფეხბურთელის, აკაკი ჩხიკვაძის მიერ მატჩის ბოლო წამზე გატანილი ულამაზესი გოლი, რომელმაც მის გუნდს დამსახურებული ქულა მოუტანა.

2-0 დასრულდა ძველი მეტოქეების, "თეთრი ქუდის" და "ბანკ რესპუბლიკას" გუნდების დაპირისპირება, სადაც გამარჯვება "სოკოებს" ხვდათ წილად. სამი უპასუხო გოლი და დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერა აქტივში "საქართველოს ბანკმა", რომლის მეტოქეც "ავერსი" იყო - 3-0.

სასტარტო ტურში შედგა ლიგის ორი დებიუტანტის, "ელიტა ბურჯისა" და "მინას" დაპირისპირებაც, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად - 4-2. დამაჯერებლად იმარჯვა "ბაქსვუდის" საერთაშორისო სკოლის გუნდმაც, რომელმაც შემოსავლების სამსახურის გუნდს სძლია 2-0.

ვერცხლის ლიგაში დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა "ლიბერთი ბანკმა". "საქრუსენერგოსთან" სრული უპირატესობით წარმართულ შეხვედრაში "ბანკირებმა" 4-0 იმარჯვეს.

ტური "ევროპაბეთის" და "დომინო’ს პიცას" გუნდების შეხვედრამ დაასრულდა, სადაც "ბუკმეკერებმა" არ დაინდეს დებიუტანტი და 9-1 დაამარცხეს. პოკერით გამოირჩა მათი შემტევი გიორგი კოპალიანი.

30.10.2016. ვერცხლის ლიგა. I ტური

აჭარა ჯგუფი - კუბიკი 3-3

თეთრი ქუდი - ბანკი რესპუბლიკა 2-0

საქართველოს ბანკი - ავერსი 3-0

მინა - ელიტა ბურჯი 4-2

ბაქსვუდი - შემოსავლების სამსახური 2-0

ლიბერთი ბანკი - საქრუსენერგო 4-0

დომინო’ს პიცა - ევროპაბეთი 1-9

ოქროს ლიგის სტარტი განსაკუთრებით წარუმატებელი დებიუტანტებისთვის გამოდგა. შარშანდელი ვერცხლის ლიგის ფინალისტი "თბილისის მერია" ოქროს ლიგის შარშანდელი ფინალისტს, "ნატახტარს" დაუპირისპირდა და 0-5 დამარცხდა.

"მენიუ.ჯის" გუნდის პირველი მეტოქე 2015/16 წწ კორპორატიული ლიგის თასის მფლობელი "საქართველოს ფოსტა" იყო, რომელთანაც 8-2 განადგურდნენ. სეზონის მესამე პოკერის ავტორი "ფოსტალიონების" თავდამსხმელი თემურ ვაჩანძე გახდა.

გამარჯვებით დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა - საპატრულო პოლიციის გუნდი, "ძალოვანთა დერბიში", დებიუტანტ თავდაცვის სამინისტროს გუნდ "სარანგს" დაუპირისპირდა და 3-0 სძლია. ასეთივე ანგარიშით დასრულდა ლიგის დებიუტანტის, "სფფ-2"-ისა და "ვითიბი ბანკის" გუნდების შეხვედრაც - 3-0.

ფეხბურთის ფედერაციის გუნდი ერთადერთია "ახლებს" შორის, რომელმაც ამ ტურში ქულების მოპოვება შეძლო. ტურის ყველაზე დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" გუნდებს შორის შედგა. ორივე გოლი, მატჩის ბოლო ორ წუთზე გავიდა და ორივე მათგანის ავტორი GWP-ის ფეხბურთელები იყვნენ - 2-0.

30.10.2016. ოქროს ლიგა. I ტური

თბილისის მერია - ნატახტარი 0-5

საქართველოს ფოსტა - Menu.Ge 8-2

TTC - GWP 0-2

პატრული - სარანგი 3-0

ვითიბი ბანკი - სფფ 0-3

6 ნოემბერს მეორე ტურის შეხვედრებს სუპერლიგა A-ს და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ. მატჩებს, ტრადიციულად, ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
SBM LEAGUE 2016/17: სუპერლიგა A პსპ-სია, კორპორატიული თასი - პატრულის!
SBM LEAGUE 2016/17: პირველი ჩემპიონები - მფკ "ნატახტარი", Funday
SBM LEAGUE 2016/17: 1 და 2 ივლისს ფინალური სერია აიღებს სტარტს
SBM LEAGUE 2016/17: კორპორატიული და სუპერლიგის თასის ფინალისტები ცნობილია
SBM LEAGUE 2016/17: 1 ივლისს, პირველი ფინალი
SBM LEAGUE 2016/17: ფინალისტების მოლოდინში