"ეტიჰადზე" "ბარსას" ქულაც ჰყოფნის, "ატლეტიკოც" თითქმის გასულია
* I წრის მერე, ბუნებრივია, შემდეგი ეტაპის საგზური ჯერ არავის დაუბევებია, თუმცა "ბარსელონამ", "ატლეტიკომ" და "ლესტერ სიტიმ" უკვე დაიბევეს სულ მცირე, ევროპალიგის პლეი ოფის საგზური.

* "მანჩესტერ სიტი", 12 მატჩია, არ დამარცხებულა შინ (8 მოგება, 4 ფრე) - 20 მარტის მერე.

* "ბარსელონა" იმ სამ გუნდშია ("ატლეტიკო", "ლესტერი").

* "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ხუთჯერვე ესპანურმა გუნდმა მოიგო.

* ორი კვირის წინ ამ გუნდების მატჩში "ბარსელონამ" 4:0 გაიმარჯვა, ლეო მესიმ ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთი გოლიც ნეიმარის ანგარიშზეა.

"ჩვენ თითქმის უნაკლოდ უნდა ვითამაშოთ, რომ მოვიგოთ, რადგან ლიონელ მესისა და ნეიმარის შეჩერება თითქმის შეუძლებელია", - ეს "ბარსელონას" ექსთავკაცის, ახლა კი "სიტის" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას სიტყვებია "საპასუხო" მატჩის წინ. ყველას გვახსოვს, როგორ შერცხვა პეპი ორი კვირის წინათ, კატალონიაში, ახლა კი ის მოგებაზე ალაპარაკდა.

დღის მთავარი მატჩიც უთუოდ "ეტიჰადზეა", სადაც C ჯგუფის ორი ფავორიტი, "მანჩესტერ სიტი" და "ბარსელონა" ხვდებიან ერთმანეთს...

ორი კვირის წინათ კი ერთ-ერთმა "შეუჩერებელმა", ლეო მესიმ "სიტის" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო მისმა "ბარსამ" პეპის "სიტი" საშვილიშვილოდ შეარცხვინა - 4:0 მოუგო.

"თუ თითქმის უნაკლო თამაშს ვერ შევძლებთ, მაშინ სხვა გზა აღარ გვექნება - "ბარსელონას" წარმატებას მივულოცავთ და მიონხენგლადბახში გასამართ თამაშზე ვიფიქრებთ. ჩვენ "კამპ ნოუზე" პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ "ბარსას" ფლანგის შემტევები თითქმის შეუჩერებლები არიან. მაგრამ ჩვენც გვყავს საინტერესო და კარგი ფეხბურთელებიც", - განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ.

სტუმართა თავკაცმა ლუის ენრიკემ შემდეგი თქვა: "დაახლოებით იმ ტიპის თამაშს ველი, როგორიც ჩვენს წინა დაპირისპირებაში იყო. არა მგონია, იმაზე უფრო აგრესიული პრესინგი გვეთამაშონ, როგორც ეს "კამპ ნოუზე" გააკეთეს. იმ შეხვედრაში "სიტის" ფეხბურთელები პრესინგით ლამის ტრიბუნებამდე გვავიწროებდნენ. ზუსტად ასეთი ტიპის ქმედებას ველი "სიტისგან" ამჯერადაც.

ორივე გუნდს ერთნაირი ამოცანა აქვს, როცა ბურთი მისია, მოედანი, რაც შეიძლება დიდი იყოს, რომ ჰქონდეს შეტევისთვის საჭირო სივრცე. თუკი მეტოქე დაგვიტოვებს სივრცეებს, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, იმავეს იზამს "სიტი", თუკი ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ მთელ მოედანს.

ამ ქვეჯგუფში ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა. ამისთვის კი ბურთით და უბურთოთ ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. "სიტი" მაღალი კლასის მეტოქეა და ჩვენ ჩვენი საუკეთესო პოტენციალი უნდა გამოვავლინოთ. პირადად გაოცებული ვარ იმით, რასაც პეპმა "სიტიში" მხოლოდ სამი თვის განმავლობაში მუშაობით მიაღწია. მე ძალიან მომწონს მისი სათამაშო ფილოსოფია და იდეები. რაც დრო გავა, "სიტი" სულ უფრო და უფრო კარგი იქნება. უახლოესი მომავალი ამ გუნდისთვის ნათელ ფერებში მესახება".

გასულ უქმეებზე

"მანჩესტერ სიტიმ" ყველა შეჯიბრში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, სტუმრად "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" გაანადგურა - 4:0. დუბლი შეასრულა სერხიო აგუერომ, დუბლი შეასრულა გერმანელმა ილქაი გიუნდოგანმაც, რომელმაც ერთი საგოლე პასიც მიითვალა. "სიტი" პრემიერლიგის ლიდერია, თუმცა ამ პატივს "არსენალთან" და "ლივერპულთან" ერთად იყოფს.

"ბარსელონას" მოულოდნელად, ერთობ გაუჭირდა ბოლოადგილოსანი "გრანადას" დამარცხება - 1:0. კატალონიელები რაფინიამ იხსნა "მაკრატელა" დარტყმით. არადა, ბრაზილიელი ახლახან დაბრუნდა ნეკნის ტრავმის შემდეგ. ამ სეზონში რაფინიამ 6 თამაშში 5 გოლი გაიტანა. "ბარსა" მეორეა ლა ლიგაში და "რეალს" ჩამორჩება.

დანაკლისები

პეპი ამბობს, რომ "ბარსას" ფლანგის შემტევები (მესი და ნეიმარი) თითქმის შეუჩერებლები არიან. მაშინ მან ისიც კარგად იცის, რომ სწორედ ახლა არ იყო საბალეტასა და სანიას გამოკლების დრო, მაგრამ ისინი არ იქნებიან (საბალეტას თამაშის მცირე შანსი აქვს).

ასე რომ, ფერნანდომ და ფერნანდინიომ უნდა იყოჩაღონ. პეპმა "ბარსელონაში" ხავიერ აგუეროს სასტარტოში დაყენება ვერ გარისკა, მანჩესტერში არგენტინელი აუცილებლად იქნება სასტარტო შემადგენლობაში და ეს "სიტის" პლუსია. მაგრამ მარტო აგუერო არ კმარა, "სიტის" "ბარსას" დასამარცხებლად ძალიან კარგი თამაში და ბედიც დასჭირდება.

ლუის ენრიკეს რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მათგან სამი სასტარტო შემადგენლობისაა. დაშავდნენ ჟერარდ პიკე, ანდრეს ინიესტა და ჟორდი ალბა. "სიტი" კი, ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, ტრავმის გამო მხოლოდ დელფს მოისაკლისებს.

დაბოლოს, დისკვალიფიკაციის გამო "სიტის" ძირითადი გოლკიპერი, ექსბარსელონელი კლაუდიო ბრავო აკლია. "ბარსას" იმავე მიზეზით არ ეყოლება ფრანგი მცველი ჟერემი მატიო.

ურთიერთშეხვედრები

წინა მატჩზე, რომელიც 4:0 მოიგო "ბარსელონამ", უკვე ვილაპარაკეთ. დღევანდელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის მეექვსე იქნება და წინა ხუთი შეხვედრა "ბარსელონამ" მოიგო. თანაც, კატალონიელებმა 11 გოლი გაუტანეს მანჩესტერელებს და მხოლოდ ორი მიიღეს.

იბრას ნაკვალევზე

"მანჩესტერ სიტისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება უთუოდ, ყურადღების ცენტრში იქნება, მაგრამ დღეს სხვაც ბევრი საინტერესოა ევროპის სტადიონებზე, "ეტიჰადის" გარდა ხომ კიდევ 7 სტადიონზე გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მატჩები.

"პარი სენ-ჟერმენი" შვეიცარიას სტუმრობს, სადაც ყველას ყურადღების ცენტრში ურუგვაელი ედინსონ კავანი იქნება, რომელიც "გაიფურჩქნა" პსჟ-ში, მას მერე, რაც გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დატოვა. კავანის ანგარიშზე ამ სეზონში (კლუბსა და ნაკრებში) 18 გოლია. აქედან, ოთხი "მატადორმა" ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. ახლა მას ზუსტად იმდენი გოლი აქვს პსჟ-ის რიგებში ლიგაზე გატანილი (16), რამდენიც ჟორჟ ვეას. წინ კი, რა თქმა უნდა, იბრაჰიმოვიჩია 20 გოლით. ურუგვაელს კარგი შანსი აქვს, რომ ამავე სეზონში გადაუსწროს შვედს.

1:0-ების გუნდი

"არსენალის" ახალგაზრდა ფანებს არ ეცოდინებათ და ვენგერის რევოლუციამდე გუნდს დაცვითი სტილის გამო - "1:0 "არსენალის" სასარგებლოდ" უძახდნენ. ახლა ასეთი გამონათქვამი "ატლეტიკოს" მიესადაგება - "უნო ა სერო პარა ელ ატლეტიკო" - ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე აშკარად მოქმედებს, დიეგო სიმეონეს გუნდმა სამივე თამაში 1:0 მოიგო და ახლა ძალიან იოლი ამოცანა აქვს შესასრულებელი, "ვისენტე კალდერონზე" "როსტოვთან" უნდა მოიგოს ან დიდი ალბათობით, ქულა მაინც მოიპოვოს და ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზეა.

ზიდანის ნაქები

ამას წინათ ზინედინ ზიდანმა თქვა: "მე ძალიან დიდი ფორვარდების გვერდით მითამაშია: რონალდო, ანრი, რაული და შემიძლია ვთქვა, რომ მუსა დემბელეს აქვს შანსი, გახდეს ასეთი ფორვარდი". ასე შეაქო "სამეფო კლუბისა" და ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ "სელტიკის" ახალგაზრდა ფორვარდი. 20 წლის მუსას ამ სეზონში უკვე 15 გოლი აქვს გატანილი "სელტიკისთვის". დემბელე და კომპანია გერმანიაში "გლადბახს" სტუმრობენ სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვან თამაშში.

სამშაბათის მატჩების წინ: საინტერესო ფაქტები

* "ნაპოლი" შემდეგ ეტაპზე გავა, თუკი "ბეშიქთაშს" მოუგებს და ჯგუფის სხვა მატჩში (ბენფიკა-დინამო) ფრე დაფიქსირდება.

* "ბეშიქთაში" შინ თებერვლის მერე არ დამარცხებულა, ეს კი 12 მატჩია.

* ამ სეზონში კიევის "დინამოს" სტუმრად თამაში არ წაუგია.

* თუ "სიტი" ქულას მაინც აიღებს "ბარსასთან" მატჩში, მაშინ "სელტიკი" წაგების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის ყოველგვარ შანსს კარგავს.

* "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნის.

* "ატლეტიკო" გამარჯვების შემთხვევაში, გასულია. შესაძლოა, მას ფრეც ეყოს.

* თუკი "ბაიერნი" ჰოლანდიაში მოიგებს და "როსტოვი" მადრიდში ვერ მოიგებს, გერმანული გრანდი შემდეგი ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

* თუკი "ბაიერნი" შემდეგი ეტაპის საგზურს მოიპოვებს, ეს ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-14 სეზონში გამოუვა.

* პსვ სულ შვიდჯერ შეხვდა "ბაიერნს" და მხოლოდ ბოლოს შეძლო გამარჯვება ეინდჰოვენში.

* "არსენალიდან" და პსჟ-დან ერთ-ერთი თუ მოიგებს და მეორე არ წააგებს, ორივე გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა.

* "არსენალმა" ევროთასებზე ბოლო 5 საგარეო მატჩიდან 3 წააგო.

სამშაბათი. 1 ნოემბერი

A ჯგუფი

ლუდოგორეცი-არსენალი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ვიტინია - უოლკოტი, პერესი, მერტეზაკერი, უელბეკი, აკპომი, ბელერინი

სავარაუდო შემადგენლობა

ლუდოგორეცი (4-2-3-1): ბორიანი - მინევი, მოცი, პალომინო, ნატანაელი - დიაკოვი, ანისეტი - მარსელინიო, ვანდერსონი, კაფუ - კეშერიუ

არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ჯენკინსონი, მუსტაფი, კოსიელნი, გიბსი - ჯაკა, ელნენი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, რემზი, ივობი - ჟირუ

მსაჯი: ბას ნეიჰუისი (ჰოლანდია)

ბაზელი-პსჟ 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლანგი, შტეფენი - ორიე, პასტორე (?)

სავარაუდო შემადგენლობა

ბაზელი (4-2-3-1): ვაცლიკი - გაბერი, სუხი, ბალანტა, ტრაორე - სერეი დიე, ჯაკა - კალა, დელგადო, ბიარნასონი - დუმბია

პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - მატუიდი, ვერატი, ტ. მოტა - დი მარია, კავანი, ლუკასი

მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. არსენალი 3 2 1 0 9-1 7

2. პსჟ 3 2 1 0 7-2 7

3. ბაზელი 3 0 1 2 1-6 1

4. ლუდოგორეცი 3 0 1 2 2-10 1

ყველა შედეგი

ბაზელი-ლუდოგორეცი 1:1

პსჟ-არსენალი 1:1

არსენალი-ბაზელი 2:0

ლუდოგორეცი-პსჟ 1:3

არსენალი-ლუდოგორეცი 6:0

პსჟ-ბაზელი 3:0

კალენდარი

23 ნოემბერი

არსენალი-პსჟ

ლუდოგორეცი-ბაზელი

6 დეკემბერი

პსჟ-ლუდოგორეცი

ბაზელი-არსენალი

B ჯგუფი

ბეშიქთაში-ნაპოლი 21:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტალისკა, ერკინი - ალბიოლი, მილიკი

სავარაუდო შემადგენლობა

ბეშიქთაში (4-2-3-1): ფაბრი - ბეკი, მარსელო, ტოშიჩი, ადრიანო - ჰატჩინსონი, ინლერი - კვარეშმა, არსლანი, შაჰანი - აბუბაქარი

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, სტრინიჩი - ზიელინსკი, ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ბენფიკა-დინამო 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: რაფა, ჟონასი, ჟარდელი - ხაჩერიდი (?)

სავარაუდო შემადგენლობა

ბენფიკა (4-4-2): ედერსონი - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, გრიმალდო - ფეიშა, პიცი, სალვიო, სერვი - გუედესი, მიტროღლუ

დინამო კ. (4-1-4-1): რუდკო - მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში - რიბალკა - ციგანკოვი, სიდორჩუკი, ბუიალსკი, გონსალესი - ჟ. მორაეში

მსაჯი: კლემან ტურპენი (საფრანგეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნაპოლი 3 2 0 1 8-6 6

2. ბეშიქთაში 3 1 2 0 5-4 5

3. ბენფიკა 3 1 1 1 5-5 4

4. დინამო კ. 3 0 1 2 2-5 1

ყველა შედეგი

დინამო-ნაპოლი 1:2

ბენფიკა-ბეშიქთაში 1:1

ნაპოლი-ბენფიკა 4:2

ბეშიქთაში-დინამო 1:1

დინამო-ბენფიკა 0:2

ნაპოლი-ბეშიქთაში 2:3

კალენდარი

23 ნოემბერი

ბეშიქთაში-ბენფიკა

ნაპოლი-დინამო

6 დეკემბერი

დინამო-ბეშიქთაში

ბენფიკა-ნაპოლი

C ჯგუფი

გლადბახი-სელტიკი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დომინგესი, კრსიტენსენი, შულცი, დუკურე, დრმიჩი, ტრაორე (?), ტ. აზარი (?) - ტიერნი, გრიფიტსი, შიმუნოვიჩი, ტურე

სავარაუდო შემადგენლობა

გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - კორბი, ელვედი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, შტრობლი - ჯონსონი, შტინდლი, ჰოფმანი - ჰანი

სელტიკი (4-2-3-1): გორდონი - გამბოა, ლუსტიგი, სვიატჩენკო, ისაგირე - ბრაუნი, ბიტონი - ფორესტი, როგიჩი, სინკლერი - მ. დემბელე

მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)

სიტი-ბარსელონა 23:45

დისკვალიფიკაცია: ბრავო - მატიო

ტრავმა: დელფი, სანია, საბალეტა (?) - ალბა, ინიესტა, პიკე, ვიდალი

სავარაუდო შემადგენლობა

სიტი (4-2-3-1): კაბალიერო - ფერნანდინიო, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი - ფერნანდო, გიუნდოგანი - დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი - აგუერო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, მასკერანო, უმტიტი, დინი - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინია - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბარსელონა 3 3 0 0 13-1 9

2. სიტი 3 1 1 1 7-7 4

3. გლადბახი 3 1 0 2 3-6 3

4. სელტიკი 3 0 1 2 3-12 1

ყველა შედეგი

ბარსელონა-სელტიკი 7:0

სიტი-გლადბახი 4:0

სელტიკი-სიტი 3:3

გლადბახი-ბარსელონა 1:2

სელტიკი-გლადბახი 0:2

ბარსელონა-სიტი 4:0

კალენდარი

23 ნოემბერი

სელტიკი-ბარსელონა

გლადბახი-სიტი

6 დეკემბერი

ბარსელონა-გლადბახი

სიტი-სელტიკი

D ჯგუფი

ატლეტიკო-როსტოვი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ა. ფერნანდესი, გამეირო (?), გაიტანი (?) - ბუხაროვი

სავარაუდო შემადგენლობა

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუიში - ნიგესი, გაბი, კოკე, ფერეირა-კარასკო - გრიზმანი, გამეირო

როსტოვი (5-4-1): ჯანაევი - კირეევი, ნავასი, გრანატი, მევლია, კუდრიაშოვი - ეროხინი, ნობოა, გაცკანი, პოლოზი - აზმუნი

მსაჯი: კრეიგ თომსონი (შოტლანდია)

პსვ-ბაიერნი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დე ზოეტი, ს. დე იონგი, ჰენდრიქსი, ლოკადია, ნარსინგი (?) - ხ. მარტინესი, რიბერი

სავარაუდო შემადგენლობა

პსვ (4-3-3): პასვეერი - არიასი, იზიმატ-მირინი, მორენო, ვილემსი - პრიოპერი, გუარდადო, რამსელაარი - ბერგვეინი, ლ. დე იონგი, პერეირო

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ტ. ალკანტარა, ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი, მიულერი, ლევანდოვსკი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატლეტიკო 3 3 0 0 3-0 9

2. ბაიერნი 3 2 0 1 9-2 6

3. პსვ 3 0 1 2 3-7 1

4. როსტოვი 3 0 1 2 2-8 1

ყველა შედეგი

ბაიერნი-როსტოვი 5:0

პსვ-ატლეტიკო 0:1

ატლეტიკო-ბაიერნი 1:0

როსტოვი-პსვ 2:2

ბაიერნი-პსვ 4:1

როსტოვი-ატლეტიკო 0:1

კალენდარი

23 ნოემბერი

როსტოვი-ბაიერნი

ატლეტიკო-პსვ

6 დეკემბერი

ბაიერნი-ატლეტიკო

პსვ-როსტოვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კირკიტა
სერხიო ჰქვია აგუეროს. მონრეალი,კოკლენი,კასორლა და სანჩესი აღარ ითვლებიან "არსენალის" ძირითადში?
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
ჩემპიონთა ლიგა. III ტური. D ჯგუფი: "ატლეტიკო" და "ბაიერნი" მერვედფინალსკენ [VIDEO]
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ომი "ეშტადიუ და ლუშზე"
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "სიტი" მერვედფინალში [VIDEO]
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა