ვესტერმანი ჰამბურგში წავიდა

„შალკეს“ კაპიტანმა ჰაიკო ვესტერმანმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, გელზენკირხენული კლუბი დატოვა და კარიერას „ჰამბურგში“ გააგრძელებს. ჩრდილოგერმანულმა კლუბმა ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დაადასტურა. ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც წარმატებით შეუძლია როგორც ფლანგის მცველის, ისე საყრდენი ნახევარმცველისა და გარემარბის ფუნქციების შესრულებაც, „ჰამბურგთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ თანაგუნდელებს დღეს შეუერთდება.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ჰამბურგელები „შალკეს“ 7.5 მილიონ ევროს გადაურიცხავენ და ცნობილი გახდა ისიც, რომ ტრანსფერის განხორციელება „ჰამბურგის“ ახალი ინვესტორის, კლაუს-მიხაელ კიუნეს მიერ გამოყოფილი ფულით გახდა შესაძლებელი. კიუნე ვესტერმანის ფასის ერთ მესამედს იხდის და სანაცვლოდ, ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვის შემთხვევაში, მისი სატრანსფერო თანხის 33 პროცენტს მიიღებს. ვესტერმანმა „ჰამბურგში“ სამედიცინო შემოწმება გუშინ გაიარა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და კონტრაქტს ხელი მოაწერა.

ჰაიკო ვესტერმანი გერმანული ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავია და რომ არა ტრავმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა. ამას გარდა, ვესტერმანი უნივერსალია და არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამდენად, ორმაგად გასაკვირია, რომ „შალკეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა ჰაიკო გაყიდა. როგორც ჩანს, „დესპოტ ფელიქსს“ ვესტერმანი რაღაცის გამო გულზე არ ეხატებოდა - სხვამხრივ, გაუგებარია, რატომ შეელია ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც გასული სეზონის მიწურულს სულაც გუნდის კაპიტანი იყო. შესაძლოა, მაგათი ჰაიკოს ადგილს პირველ რიგში დაცვის ცენტრში ხედავდა და რაკი კრისტოფ მეტცელდერი გადაიბირა, იქ ვესტერმანის ადგილი აღარ იყო. ამთავითვე ცნობილია, რომ მომავალ სეზონში „შალკეს“ დაცვის ცენტრში მეტცელდერისა და ბენედიქტ ჰიოვედესის ტანდემი ითამაშებს.

"ლელო"

maia
რითი გადარია სილიკონის ძუძუებით? ფუ, ძროხაა სუფთა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა