დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშებაში ფავორიტმა ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მეორე პარტია წააგო, მაია ჩიბურდანიძემ კი გაიმარჯვა
დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშების ბოლო ეტაპზე ტურნირის ფავორიტმა ნანა ძაგნიძემ ზედიზედ ორი პარტია მოიგო, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, ვერ გეტყვით - ასევე, ზედიზედ ორჯერ წააგო: ჯერ ეკვადორელ მარტა ფიეროსთან დამარცხდა, გუშინ კი სომეხ ელინა დანიელიანს თეთრებით მე-40 სვლაზე დანებდა.

ამ უკანასკნელმა 4 შესაძლებლიდან 4 ქულით პოზიციები განიმტკიცა. მართალია, ძაგნიძეს 4-დან მხოლოდ 2 ქულა აქვს, მაგრამ ხელის ჩაქნევა ნაადრევია, რადგან წინ კიდევ 7 პარტიაა სათამაშო და სულ მცირე, მე-2 ადგილისთვის ბრძოლა შესაძლებელია.

გაგვახარა მაია ჩიბურდანიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით 52-ე სვლაზე სომეხ ლილით მკრტიჩიანს გააჩერებინა საათი. გუშინ კიდევ ერთმა მოჭადრაკემ გაიმარჯვა შავებით - ფრანგმა მარი სებაგმა მასპინძელი ჟუ ჩენი დაჯაბნა. ყაიმზე შეთანხმდნენ ჰამფი კონერუ (ინდოეთი) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), მარტა ფიერო (ეკვადორი) და პია კრამლინგი (შვედეთი). თეთრებს ნამუსი ჩინელმა სიუ იუჰუამ მოსწმინდა - 33-ე სვლაზე დაამარცხა მონგოლი ბათჰუიანგ მონგონთუული. საერთოდ, შავებმა 6 შესაძლებლიდან 4 ქულა აართვეს თეთრებს.

სატურნირო მდგომარეობა 4 ტურის შემდეგ: დანიელიანი-4, ფიერო, სებაგი-2,5-2,5, ძაგნიძე, იუჰუა, კრამლინგი, ჩიბურდანიძე, კონერუ-2-2, სტეფანოვა, ჟუ ჩენი-1,5-1,5, მონგონთუული, მკრტიჩიანი-1-1 ქულა.

დღეს მე-5 ტურში ითამაშებენ: კრამლინგი-ძაგნიძე, სტეფანოვა-ფიერო, სებაგი-კონერუ, ჩიბურდანიძე-ჟუ ჩენი, მონგონთუული-მკრტიჩიანი, დანიელიანი-სიუ იუჰუა.

kopala
მწვრთნელიც ჩამოყვანილი იყო,ახლა როდესაც 3 ქულას აგებს და დარცენილია 8-6 ტური,ფაქტია რომ ვერაფერს გავხდებით ,ნათქვამია ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო.საწიროა სხვების მომზადება ნანას გვერდით და ეგებ საქმეს მასინ ეშველოს
Tregu
დღესაც წააგო, აშკარად ფსიქოლოგიური პრობლემაა...
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა