თბილისის "დინამოს" კაპიტნის თქმით, "ტორპედოს" სახით მის გუნდს ძალიან რთული მოწინააღმდეგე ჰყავს
დღეს "დინამო არენაზე" "ქართული კლასიკოა". თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მატჩებს ყოველთვის განსაკუთრებული ეშხი ახლავს. ამჯერად, მატჩის მნიშვნელობა ყველაფერზე მეტყველებს - თბილისურ დუელში გამარჯვებული საქართველოს თასის ფინალის საგზურს ირგუნებს.

- დინამო VS ტორპედო - მძიმე "ქართული კლასიკო"

ეს მატჩი ორი ტრადიციული ქართული გუნდისთვის მიმდინარე სეზონის ტიტულით დასრულების ერთადერთი საშუალებაა. ეს იქნება ვიაჩესლავ გროზნის დებიუტი "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

გთავაზობით ინტერვიუს თბილისელთა კაპიტან ალეკო ამისულაშვილთან.

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. ბოლო შანსია თასზე წარმატებით ასპარეზობა იმისთვის, რომ სეზონი ტიტულით დავასრულოთ. როგორც იცით, "დინამოში" ახალი მწვრთნელი მოვიდა და "ტორპედოსთან" შეხვედრაში მისი დებიუტი შედგება. ჩემპიონატის წინა ტური გამოვტოვეთ და საკმაო დრო გვქონდა საიმისოდ, რომ ამ მატჩისთვის კარგად მოვმზადებულიყავით.

- სამჯერადი ვარჯიშები გაქვთ დღეში. არ გიჭირთ?

- სხვათა შორის, სასიამოვნო ვარჯიშებია, ხშირად - ბურთთან ერთად. რამდენჯერმე გვქონდა გარბენები. ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალი მწვრთნელის მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ.

- მეტოქეზე რას იტყვით? არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, "ტორპედო" კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული...

- ასე რომ მივუდგეთ საკითხს, სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა არც ჩვენ გვაქვს. ცოტა ხნის წინ "ტორპედოს" თბილისში ფრედ ვეთამაშეთ. ასე რომ, ძალიან რთული მოწინააღმდეგე გვყავს.

- ახალ მწვრთნელს შეეჩვიეთ უკვე?

- ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის. შეხსენება არ გჭირდებათ, კარგა ხანს ვითამაშე რუსეთში, გროზნიმ კი იქ "ტერეკში" იმუშავა მთავარ მწვრთნელად. რაღაცები კი ვიცოდი ამ მწვრთნელზე, მაგრამ მოლოდინს გადააჭარბა, როცა უშუალოდ საქმეში ვნახე. პირდაპირ გეტყვით, გროზნიმ სასიამოვნოდ გამაკვირვა.

- რაზე აკეთებს ის აქცენტს?

- შემტევ ფეხბურთზე, ბურთის კონტროლზე... ძალიან მოსწონს აგრესიული ფეხბურთი. პრინციპში, აგრესია იყო ის, რაც ასე დააკლდა "დინამოს" ევროთასებზე.

- "ქართული კლასიკო" ყოველთვის ზეემოციური გამოდის. რას ეტყვით გულშემატკივარს?

- საერთოდ, ფეხბურთი ემოციური სპორტია და არც ჩვენ ვართ გამონაკლისები. ვიცი, სხვაგან მეტი ხდება, მაგრამ ჩვენც ყურადღებით უნდა ვიყოთ. მჯერა, ბრძოლა იქნება მხოლოდ მინდორზე და ორივე გუნდის გულშემატკივარი ცივილურად დაუჭერს მხარს საყვარელ გუნდს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგო
შენც რა სასიამოვნოდ გააკვირვე დღეს გროზნი?
bajo
გადაიჰედება დგეს დინამო.ვაი გროზნის და ვუი ტქვენ.
გოგი ქუთაისელი
მადლობა ალეკო!
niko mari
ალეკო ამისაულაშვილი - "მჯერა, ბრძოლა იქნება მხოლოდ მინდორზე და ორივე გუნდის გულშემატკივარი ცივილურად დაუჭერს მხარს საყვარელ გუნდს.". შენს პირს შაქარი, მაგრამ არამგონია დღეს სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობა შესამჩნევი იყოს.
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება