კლუბის ხელმძღვანელობა და ფეხბურთელები შეთანხმდნენ, რომ "ზუგდიდი" "სიონთან" სათამაშოდ გავა
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში", კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის გამართული დიალოგის შედეგად, ფეხბურთელებმა სავარჯიშო პროცესი განაახლეს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ზუგდიდური გუნდის ფეხბურთელებმა, სახელფასო დავალიანებისა და კლუბში არსებული გაურკვევლობის გამო, დახმარებისთვის სფფ-ს მიმართეს და ამავდროულად, მომავალი შეხვედის ბოიკოტირებით დაიმუქრნენ.

- "ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...

2 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მომდევნო ტურის მატჩამდე (ზუგდიდი-სიონი) ფეხბურთელთა და ადმინისტრაციის მიმართ არსებული დავალიანების გარკვეულ ნაწილს დაფარავს.

რაც შეეხება უკრაინელ ინვესტორსა და ქალაქის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებებს, როგორც ირკვევა, უკრაინელ ინვესტორს ზუგდიდში უახლოეს დღეებში ელოდებიან და ამის შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა უკრაინულ მხარესთან თანამშროლობა. მთლიანი დავალიანების გასტუმრებასთან დაკავშირებით ზუსტ პასუხსაც კლუბის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ამ შეხვედრის შემდეგ გააცნობს.

ნიკოლოზ აფაქიძე ("ზუგდიდის" კაპიტანი):

"ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის შედგა დიალოგი და მივიღეთ პირობა, რომ არსებული დავალიანების გარკვეულ ნაწილს გაისტუმრებენ, თუმცა ერთობლივი შეთანხმების უმთავრესი ამოცანა მომავალი ტურის მატჩია, სადაც "ზუგდიდის" მომავალი შეიძლება გადაწყდეს.

ქალაქის, გულშემატკივრების და საერთოდ, ზუგდიდური საფეხბურთო გუნდის მომავლისთვის, ფეხბურთელებმა მოვილაპარაკეთ, რომ "სიონთან" მატჩზე მაქსიმუმი გავიღოთ, ჩვენი ჟინით და ბრძოლით, კიდევ ერთხელ მივაღწიოთ წარმატებას და გავახაროთ ჩვენი ერთგული ქომაგები.

ამ ეტაპზე ყველა პრობლემა უკანა პლანზეა გადაწეული და ვემზადებით, სრული საომარი მოტივაციით 12-ე ტურის მატჩისთვის".

ლევან გულორდავა ("ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტი):

"ჩვენი საუბარი დასრულდა ისე, რაც ზუგდიდის საფეხბურთო მომავლისთვისაა აუცილებელი და ფეხბურთელები ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდნენ.

ბუნებრივია, კლუბმა ყველანაირად უნდა უზრუნველყოს თითოეული ფეხბურთელი თუ თანამშრომელი, რაც ასეც მოხდება ამ ვითარების მიუხედავად.

წინ მეტად მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ამ წუთას ყველანი სწორედ ამაზე ვართ ორიენტირებულნი. გუნდის სამომავლო გეგმებზე კი ვრცლად მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი, როცა ქალაქის მერიასა და უკრაინელ ინვესტორს შორის, უახლოეს დღეებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება".

მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით

გიო
მოუგებენ კი არა კვახი...
ბადრი
ისე ინალიშვილის თავია გაბელიას გუნდიდან გაშვება.მოგვაშორეთ ეს კაცი ამის გაკეთებული საქმე ჯერ არ გვინახია, პირიქით მისი დიდი წვლილია ამ არეულობაში რაც გუნდში ხდება.
Kote
არავითარი პირადი, მაგრამ ასეთი არეულ დარეული გუნდი აჯობებს გავარსეს. ქართული ფეხბურთისთვის ასე იქნება უკეთესი.
გოგა
არიქა ინალიშვილი არ წავიდეს თორემ დაიღუპა ზუგდიდის ფეხბურთი.ეხლა კიდევ ერთ საკენკს გადაუგდებენ ფეხბურთელებს და ჩაო.ის უკრაინელებიც არ გაუშვათ თორე დაიღუპება ზუგდიდის ფეხბურთი.ვაი და უი ჩვენს პატრონს
abragi
ra gchirt am zugdidlebs, gunds mixedet, sions unda mougot, aba tkven izit!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ᓛᓐᓥ
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ზუგდიდის" კაპიტანი: იმედია, მონურ დამოკიდებულებას ბოლო მოეღება
რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა
სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველ თავდამსხმელებს ჩანაფიქრს რას გაუგებ...
ფოთის "კოლხეთი" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტს გამოისყიდის
"ზუგდიდის" ფეხბურთელები სფფ-ს: "სიონთან" სათამაშოდ არ გავალთ, თუ...
მიკოლა კოვტალიუკი: საქმეც ის არის, რომ რუსული კარგად მეც არ ვიცი...
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"ზუგდიდის" კაპიტანი: ეგ ადამიანი თავს ინვესტორად არ თვლის!
აგენტი: ოთარ კიტეიშვილით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებულნი
როგორ ჩამოვიყვანოთ კარგი ლეგიონერი 100 დოლარად - ინტერვიუ ლაშა ჯაკობიასთან
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა: ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული პოლონელი პროფესორი
არგენტინელსა და ქართველს შორის კონფლიქტი მოხდა - ინციდენტი სიონი-დინამოს მატჩზე [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა