9-დან 14 ნოემბრამდე თბილისი და გორი საერთაშორისო ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს
საქართველო მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირებით განებივრებული არ არის, მაგრამ ბოლო წლებში ძვრები აშკარად იგრძნობოდა - ჯერ ასაკობრივი ნაკრებების ელიტრაუნდის მატჩების მასპინძლობის უფლება დაგვრთეს, შემდეგ თბილისში ევროპის სუპერთასი გათამაშდა, 2017 წელს კი, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ვუმასპინძლებთ.

საქართველოს გარდა, მასში ორეტაპიანი შესარჩევი ციკლის შედეგად გამოვლენილი 7 საუკეთესო ევროპული ნაკრები ითამაშებს...

ამ ტურნირისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებიც საგანგებოდ ემზადება, ფეხბურთის ფედერაციაც და პლუს, ქვეყანა - ორგანიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად განაპირობებს, შემდგომში მსგავსი პატივი კიდევ გვექნება თუ არა.

თავის მხრივ, ამ მზადებას უეფას დელეგაციაც შეამოწმებს. სწორედ ამ მიზნით, 9-დან 14 ნოემბრამდე თბილისი და გორი საერთაშორისო ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს, სადაც ქართველ გულშემატკივარს საშუალება ექნება, ჩვენი ფეხბურთის მომავლის გარდა, საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა გუნდებიც იხილოს. შეხვედრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ და სათადარიგო მოედნებზე, ასევე, გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" გაიმართება.

3 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ პრესკონფერენცია გამართეს და ოთხთა ტურნირის მნიშვნელობაზე, საორგანიზაციო საკითხებსა და საქართველოში 2017 წელს ჩასატარებელი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს.

- U19. საერთაშორისო ტურნირი: მუჯირის და ჭუმბურიძის პრესკონფერენცია

თუ სამივე გუნდი საქართველოში ოპტიმალური შემადგენლობით ჩამოვა, მაშინ ზინედინ ზიდანის ვაჟი - ლუკა ზიდანიც გვესტუმრება. 18 წლის ზიდანი მადრიდის "რეალი 2"-ისა და საფრანგეთის ნაკრების მეკარეა.

დაბოლოს, ოთხთა ტურნირის კალენდარს გაგაცნობით:

U19. საერთაშორისო ოთხთა ტურნირი

9 ნოემბერი

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 12:00

ჰოლანდია-საფრანგეთი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00

საქართველო-ესპანეთი

11 ნოემბერი

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 12:00

ესპანეთი-ჰოლანდია

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 15:00

საქართველო-საფრანგეთი

14 ნოემბერი

თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 15:00

ესპანეთი-საფრანგეთი

თბილისი. "მიხეილ მესხი". 15:00

საქართველო-ჰოლანდია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U19 | საქართველო 2:2 ლატვია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"საბურთალოს" გენ-დირექტორი კახა ჭუმბურიძე ფერნანდო იეროს შეხვდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია