5-6 ნოემბერს ტიუმენში ტარდება საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც 16 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს
5-6 ნოემბერს ტიუმენში ტარდება საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, რომელშიც 16 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს: რუსეთი, საქართველო, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბელორუსი, ხორვატია, სომხეთი, აზერბაიჯანი, კორეა, ჩინეთი, მონღოლეთი, ჰონგკონგი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან იქ გორის გუნდი წავიდა გია თენაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ნაწილობრივ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დააფინანსა, ნაწილი კი თავისი ხარჯებით გაემგზავრა.

ტიუმენში არმაზ არჩუაძე (60), გიორგი რევაზაშვილი, ალექსანდრე კაიდარაშვილი (ორივე - 66), ლევან ფსუტური (73), დავით კუდუხაშვილი (81) და ნოდარ კუთხაშვილი (90) იჭიდავებენ.

შეჯიბრების შემდეგ იქ სამდღიანი ერთობლივი წვრთნებიც ჩატარდება და ჩვენები ამ შეკრებაზეც დარჩებიან. კაცმა რომ თქვას, მათი იქ წასვლის მიზეზიც ეს ვარჯიშებია - ისინი ამ მიზნით ადრეც დადიოდნენ ციმბირში. თან ძლიერი ტურნირიც ტარდება, რასაც საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდიც ემატება.

წლევანდელ ტურნირს საპატიო სტუმრების რანგში დაესწრებიან ოლიმპიური ჩემპიონები: მანსურ ისაევი და ხასან ხალმურზაევი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის გამარჯვებული ალექსანდრ მიხაილინი და მსოფლიოს მედალოსანი მუსა მოგუშკოვი.

უცხოეთში ერთობლივ შეკრებაზეა წასული ქალთა ნაკრების ლიდერი მარიამ ჯანაშვილიც (52). ის 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 11-13 ნოემბერს თელ ავივში გაიმართება და ჯანაშვილიც იქ ემზადება. მანამდე ის ესპანეთში იყო წასული უცხოურ კემპზე, ვინაიდან საქართველოში თავისი საფერი სპარინგ-პარტნიორები არ ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kuduxashvili
ეხლა ეს კუდუხასჰვილი მოიგებს რაგაცას და მერე იტკვის ოსი ვაროოო. ,,უმადურობას საგვარი არ ააქვსს,,
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა