"კრიტიკა ნაკლებად მაინტერესებს. მე თავად კარგად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია"
ფრანგულენოვანი ამერიკული საიტი BasketUSA "გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიასთან საინტერესო ინტერვიუს გვთავაზობს:

- თქვენ "დალასიდან" "გოლდენ სტეიტში" გადახვედით. ახლა, რაც სეზონი დაიწყო, თუ ხართ კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით?

- მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "გოლდენ სტეიტის" კლუბის წევრი გავხდი. აქ ძალიან კარგი თანაგუნდელები და მწვრთნელი მყავს. ამ ზაფხულს ყველაზე მეტად ჩემი დამატება სწორედ "გოლდენ სტეიტს" სურდა, ეს კი სპორტსმენს ყოველთვის მოტივაციას გმატებს.

- რამდენ ხანს მიმდინარეობდა მოლაპარაკება კონტრაქტზე?

- ჩემი მხრიდან უმალ გადავწყვიტე. ეს ხომ დიდი შანსი იყო. უცბადვე გადავწყვიტე და არ ვნანობ, პირიქით.

- თუ იღებთ იმ კრიტიკას, რაც მედიაში არის ხოლმე თქვენ მიმართ და როგორ ხვდებით იმ ფაქტს, რომ ხშირად გადარებენ გუნდიდან წასულ ენდრიუ ბოგუტს?

- სიმართლე გითხრათ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მე თავად კარგად ვიცი, ვინ ვარ და რა შემიძლია. კარგად ვიცი, რით შემიძლია დავეხმარო გუნდს დაცვასა და შეტევაში. რაც უნდა დაიწეროს, ერთი, რაც შემიძლია, ეს არის თამაში, თამაში დიდი გულმოდგინებით.

არასოდეს შემიდარებია ჩემი თავი ენდრიუ ბოგუტისთვის ან ვინმე სხვისთვის. მე კარგი ცენტრი ვარ და ბევრი რამ შემიძლია გუნდისთვის, მაგრამ ასე არიან სხვა ცენტრებიც. ჩემი საქმეა, გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.

- როგორ ეწყობით ახალ გუნდს? ჩვენი აზრით, თქვენ უნდა გიხაროდეთ, რომ ირგვლივ ამდენი კარგი მსროლელია, თქვენ ხომ კარგი პასით გამოირჩევით...

- დიახ, როცა გუნდში ამდენი კარგი მსროლელია, ეს საქმეს აიოლებს, მაგრამ სხვა დეტალებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. დიახ, პასის მიცემა მიყვარს, როცა მას კარგ დროს და კარგად აკეთებ. მთავარია, სწორად ვითამაშოთ და ვფიქრობ, ახალ გუნდს კარგად ვეწყობი.

- სტივ კერი ამბობდა, რომ თქვენ მაინც დრო დაგჭირდებათ, ახალ გუნდში საჭირო ბალანსის მოსაძებნად. სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია და როგორ ფიქრობთ, იპოვეთ საჭირო ბალანსი?

- ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოძრაობთ. უკეთ ვთამაშობთ ყოველ ახალ მატჩში, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ნორმალურია, როცა ამ გზაზე პრობლემებს და სირთულეებს აწყდები, მაგრამ ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს - ტიტული! ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს და ვპროგრესირებთ.

- თქვენ ახლა სასტარტო ხუთეულში ხართ გუნდში, რომლის ოთხი წევრიც "ოლსტარელია". არ გრძნობთ თავს, თითქოს, "ბითლზს" გადაეყარეთ?

- თქვენ შეგიძლიათ თქვათ ეს (იცინის). უდიდესი ყურადღების ცენტრში ვართ, როგორც გუნდი. მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ მხოლოდ იმ მიზნებზე, რაც გაგვაჩნია.

- ახლა თქვენ უკვე ვეტერანი გეთქმით. გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები...

- ძალიან გამიმართლა და კარიერის განმავლობაში, ბევრ კარგ მწვრთნელთან მიმუშავია. დოკ რივერსი, მაიკ ვუდსონი, ლარი დრუ, რიკ კარლაილი, ჯეისონ კიდი და სტივ კერი. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მე-14 სეზონია NBA-ში ვარ და ძალიან ბევრი პოზიტივი მახსოვს, ძალიან გამიმართლა.

- კიდევ რამდენ ხანს აპირებთ თამაშს?

- ამის შესახებ ჯერ არც მიფიქრია, მხოლოდ ახლანდელ სეზონზე ვფიქრობ და მინდა, მისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო.

- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ თქვენ ზაფხულშიც არ ისვენებთ, როცა თქვენი ქვეყნის ნაკრებს ეხმარებით, სადაც პირველი ვარსკვლავი ხართ...

- ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს სახელით ვთამაშობ. ეს დიდებულია ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ფანებისთვის. დიდი ხანია, ერთად ვართ გუნდის ბირთვი და კარგ დროს ვატარებთ.

ზაფხულში თამაშისთვის არავინ გიხდით, მაგრამ ეს არც ითვლება, როცა ქვეყნისთვის თამაშობ. ბევრი თამაში მოვიგეთ და გავახარეთ ქვეყანა, ამისთვის ვცხოვრობთ!

- შესაძლოა, თქვენ არვიდას საბონისივით ქვეყნის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომოთ?

- (იცინის) ვნახოთ, ვნახოთ. ჩემთვის ქართული კალათბურთის ბედი ძალზე მნიშვნელოვანია. ახლა ამაზე ჯერ არ ვფიქრობ, ჯერ მხოლოდ კარიერასა და თამაშზე ვარ კონცენტრირებული. როცა დრო მოვა, დავფიქრდები!

დემე
ზაზა არის მაგალითი თავდადების, ადამიანობის და რავიცი კიდევ რა ვთქვა, მეამაყება რო ეს კაცი ქართველია, წარმატებები კარიერის დასასრულს და გაიხარე ისე როგორც ქართველ გულშემატკივრებს ანიჭებ უდიდეს სიხარულს
სურამელი
წარმატებები ჩემო ძმაო,უფალმა ხელი მოგიმართოს!!!
jumber
ზაზასთვის ყველაფერია შესაძლებელი.ალალ იყოს მისთვის.სამაგალითო პიროვნებაა.კარგი ქართველი.
გიო
რა ყველას სკამი და თანამდებობა უნდა. კალათბურთის ფედერაციის კი არა, ალბათ ქვეყნის პრეზიდენტობაც სურს. კალაძეა მაგალითი. ისე, საქართველოს ნაკრებში ხელფასს არა, მაგრამ პრემიებს რომ ყოველ წელს იღებენ, ნამდვილად ვიცი. თანხა, ერთ კალათბურთელზე მინიმუმ 20 ათასი ლარია.
sake
მისაბაძი კაცი ხარ ზაზა და არა მარტო სპორტსმენებისთვის,გაიხარე.
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ