ეს ყველა დამწყებმა მოთამაშემ უნდა წაიკითხოს...
პოპულარულმა ბელარუსულმა ვებგვერდმა "ტრიბუნამ" ის 9 ახალწვეული ფეხბურთელი დააასახელა, რომელიც ამ ქვეყნის პრემიერლიგის გუნდებში წლეულს გადავიდა და უმალ გუნდის ლიდერი გახდა. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრებისა და ბატე-ს საყრდენი ნახევარმცველი ვაკო გვილიაა0, რომელმაც ბორისოვოს გუნდში 11 შეხვედრა ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა...

"ზამთარში ამ ნახევარმცველს პორტუგალიაში გადასვლა შეეძლო. ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა და უკრაინული პასპორტის მქონე ქართველმა "მინსკში" გადასვლა გადაწყვიტა.

ყველა თამაშამდე და მის შემდეგაც გვილია ლოცულობს. ჯერჯერობით, ამაზე ზეციერი კარგად რეაგირებს, გვილია კი მოედანზე საქმეებს აკეთებს. ის მოედანზე უდიდეს სამუშაოს ასრულებს. 90 წუთის განმავლობაში ასწრებს 55 გადაცემას (რომელთა 79 პროცენტიც ზუსტია) და ხუთ დრიბლინგს (მათგან სამს - წარმატებულად).

მისი მინუსი ის არის, რომ კარში იშვიათად არტყამს - მატჩის დროს საშუალოდ 1.5-ჯერ. სამაგიეროდ, "სტანდარტებს" შესანიშნავად ასრულებს".

ახლახან, "ტრიბუნამ" ვაკო გვილიას ინტერვიუ ჩამოართვა, საიდანაც გასაგები ხდება, როგორ გადაიქცა უცნობი ფეხბურთელი სულ რაღაც ერთი წელიწადში საკუთარი ქვეყნის ნაკრებისთვის მნიშვნელოვან ფიგურად.

ინტერვიუ ძალიან ვრცელი იყო და ამიტომ, მხოლოდ მის ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გთავაზობთ...

"ბატე-ს ყველაზე მართალი ლეგიონერი" - ასეა დასათაურებული წერილი, რომლის ავტორიც წერს:

"ვაკო გვილია ბორისოვის ბატე-ს ბაზაზე, დუდინკაში ცხოვრობს, ინდივიდუალურად მწვრთნელთან ემზადება და ტოპ 5-ის რომელიმე ლიგაში თამაშზე ოცნებობს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ 22 წლის პერსპექტიული ნახევარმცველით ბუნდესლიგის გუნდი დაინტერესდა".

ჟურნალისტი დაინტერესდა, რატომ ზეიმობდა ვაკო გვილია ბელარუსის ჩემპიონობას საქართველოს დროშით?

"პერფორმანსი დროშით წინასწარ მოვამზადე. ევროპალიგის ფინალის დაჯილდოების შემდეგ ასე გააკეთა ჯაბა კანკავამ. ის ჩემთვის დიდი მაგალითია - როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი...

იცით, მიყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა, მეამაყება მისი ტრადიციები. ამიტომ, სადაც შესაძლებელი იქნება, საქართველოს შესახებ ყველგან აღტაცებით ვილაპარაკებ. თავი პატრიოტად მიმაჩნია და რადგან საქართველო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სახელმწიფო არ არის, მინდა, ყველამ გაიცნოს", - ამბობს გვილია.

ბატე-ს ქართველი ლეგიონერი იხსენებს, რა განიცადა, როცა საქართველოს ნაკრებიდან დაუკავშირდნენ:

"არანორმალურად ბედნიერი ვიყავი. თუმცა, ერთია მიწვევა, ეროვნულ ნაკრებში თამაში კი - სრულიად სხვა განცდაა. ვცდილობდი, რომ განწყობა შემექმნა არა მხოლოდ შეკრებაზე მისასვლელად და ძლიერი ფეხბურთელების გვერდით სავარჯიშოდ, არამედ, შევეცადე, დამემტკიცებინა მწვრთნელთა შტაბისთვის, რომ ქვეყნის მთავარ გუნდში თამაშის ღირსი ვიყავი და მას სარგებლობას მოვუტანდი.

საბოლოოდ, ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიდა - ბიჭები ძალიან კარგად დამხვდნენ და ადაპტაციის გავლა არ დამჭირვებია. მქონდა განცდა, რომ მთელი ცხოვრება ნაკრებში ვთამაშობდი.

ირლანდია-უელსთან შეხვედრებში მონაწილეობა დიდი სიამოვნება იყო. მოედანზე ნაკრების ფორმით რომ გავედი, ჩემი ცხოვრების ოცნება ავისრულე და მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი. საქართველოს ჰიმნის შესრულებისას თვალებზე ცრემლები მომადგა და მთელი ცხოვრება თვალწინ დამიტრიალდა.

ჩემთვის უდიდესი პატივია, ქვეყანას საერთაშორისო დონეზე რომ წარმოვადგენ. ბუნებრივია, ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ბევრმა ადამიანმა მომილოცა. ვცდილობდი, ინტერნეტისგან თავი შორს დამეჭირა და სიახლეებს არ გავცნობოდი. ვვარჯიშობდი და უელსთან სამატჩო განწყობას ვიქმნიდი. სოციალურ ქსელში მხოლოდ მატჩის შემდეგ შევედი და ვნახე, რომ ასზე მეტი წერილი იყო მოსული".

გვილიას ჰკითხეს, როგორ მოიქცეოდა ზინედინ ზიდანის ადგილზე, რომელმაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მარკო მატერაცის მკერდში თავური ჩასცხო:

"შესაძლოა, მეც ასე მოვქცეულიყავი. ყველაფერი ოჯახიდან იწყება. ჩემთვის მშობლები წმინდა ადამიანები არიან. მათ ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს, გული და სული მომცეს.

საერთოდ, თავის ოჯახს ყველა ქართველი აფასებს. სექტემბერში ჩემი მშობლები მეწვივნენ და "ბორისოვო არენაზე" მივიწვიე, სადაც ჩვენ ვთამაშობდით. ამ დღეს მამაჩემის დაბადების დღე იყო. ძალიან მინდოდა, სწორედ იმ მატჩში გამეტანა გოლი.

საგანგებოდ, ფორმის შიგნით მაისურა ჩავიცვი ქართული წარწერით - "მამა, გილოცავ"! მადლობა ღმერთს, გავიტანე და ჩანაფიქრი ავისრულე. მშობლები ჩემს გამო უზომოდ ბედნიერები იყვნენ".

ახლა კი თემაზე, რომელიც ყველა დამწყებმა მოთამაშემ უნდა წაიკითხოს. გვილია ჰყვება, რატომ გადაწყვიტა ბატე-ს ბაზაზე ცხოვრება:

"აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. იმავეს ვაკეთებდი ყველა კლუბში, სადაც კი მითამაშია და ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. როცა ბაზაზე ცხოვრობ, შენს პროფესიულ განვითარებას უფრო მეტი დროს უთმობ. ნებისმიერ დროს შემიძლია ტრენაჟორების დარბაზში ან აუზზე შესვლა. შემიძლია ბურთი ავიღო და ვივარჯიშო ჯარიმების შესრულებაზე ან უბრალოდ ტექნიკაზე წავიმუშაო.

ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს უკვირს - არ გეშინია, ბაზაზე მარტო დარჩენილი ჭკუიდან რომ გადახვიდეო? მაგრამ ამაზე უბრალოდ მეღიმება. ისიც პლუსია, რომ რეჟიმს ყოველდღიურად ვიცავ და უკვე 9-10 საათზე ვიძინებ. გართობა თუ მინდა, უპრობლემოდ შემიძლია მინსკში ან ბორისოვოში ჩასვლა. მაგრამ ამას იშვიათად ვაკეთებ, მხოლოდ ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული.

ჩემთვის ერთ-ერთი პატივსაცემი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანიც სულ ბაზაზე ცხოვრობდა და ფიქრობდა, უკეთესად როგორ ეთამაშა. სპორტში მიზნის მისაღწევად რაღაც აუცილებლად უნდა დათმო. დიახ, ბაზაზე მარტო ვცხოვრობ, მაგრამ სულაც არ ვარ მოწყენილი".

აღმოჩნდა, რომ გვილიას პირადი მწვრთნელი ჰყოლია:

"ის ზაპოროჟიეში გავიცანი. მაშინ ძალიან სუსტი ვიყავი და ღონიერ მეტოქესთან ორთაბრძოლებში შანსი არ მქონდა. მაგრამ არავის არაფერს ვუთმობდი და ჩემი ეს ჟინი რომ დაინახა, თანამშრომლობა შემომთავაზა.

დავიწყეთ მუშაობა და არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, ფსიქოლოგიურადაც საგრძნობლად გავიზარდე. მირჩევს, მატჩისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სწორად როგორ მოვემზადო და თამაშის შემდეგ ძალები როგორ აღვიდგინო. რაც ყველაზე მთავარია, ეს კაცი პრიორიტეტების სწორად შერჩევასა და მიზნის მიღწევის გზას მასწავლის.

ცხადია, მიზანიც დავისახე - 5 წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის რომელიმე ლიგაში მოხვედრა და იქ თავის გამოჩენა მსურს. საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ, მერე კი ისე იყოს, რასაც ღმერთი ინებებს. მიმაჩნია, რომ ამ ოცნების ახდენა შემიძლია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ზუსტად ისეთი კაცი ყოფოილხარ როგორსაც ვნატრობდი, ვაკო შენსავით უნდა აზროვნებდეს ნებისმიერი ქართვეკლი ფეხბურთელი ვისაც შეუძლია ქართული ჰიმნის დროს ცრემლები მოუვიდეს და ამავე დროს ბაზაზე იცხოვროს მეტი დაოსტატებისთვის ,მაგალითი ხარ შენ დღევანდელი თაობისათვის , სულ წარმატებებიიიიი
Iverieli13
Dzaan gtxov ar dablokot...batono levan(kobiashvili) wina pederaciebi mito ar mogvwonda krishobia da asetebi rom iyo pederaciashi nakrebshi da a.sh...sheni mosvlit vipiqret es moispoboda...magram iseti piri uchans...dzaan minda ar davijero da mjerodes sheni da sheni gundis...levan ra migwevebis gamoa dvalishvili nakrebshi...??? Bolo 2weliwadshi ramdeni goli gaitana...roca nakrebshi iyavi asetebi rom xdeboda vici ar mogvwonda...ityvit es mwvrtnelis gadasawyvetiao...gpasuxobt:-tu mwvrtneli ver xedavs masze uketes da perspeqtiul axalgazrda tavdamsxmelebs romlebsac taviant gundebshi sistematiurad gaaqvt golebi 1.an tqven ar awvdit inpormacias matze( ragac mizezta gamo) da es ukve Didi danashauli da tu asea axlave moeget gons jobia winamorbedebivit rom ar shedzuldet xalxs...2tu adzlevt inpormacias da ver an ar xedavs wavides saxlshi jobia (isev tqven minusad rom ar dagewerot)tu nakrebi gtkivat gaushvit adresatamde waikitxavs dapiqrdeba
PiPITO
გენაცვალე ჯიგარში, მარტო ფეხბურთი არაა ყველაფერი,მთავარი ადამიანობაა და კაცობა, ეს პატარა ბიჭი ამდენს რომ განიცდის თავისი საგციელით მიტომ ვენაცვალე ჯიგარში, უფალი შეგეწიოს ყოველივე ქართულ ქართველობაში
akaki
კაშია, კანკავა, გვილია, ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი, ყენია, მჭედლიძე, ვაწაძე .... მემგონი ვაისი მართალია, ამ ფეხბურთელებს ფიზიკაში თუ მოამატებინებ ამ ჯგუფიდან გასვლა შეუძლიათ
rusi
ჯიგარი ხარ ვაკო! მხითარიანი გიჟი არ იყო ბაზაზე რო ცხოვრობდა და ვარჯიშობდა.
grisha
ნაკრებში 7 კაცს მაინც რომ მოსდიოდეს ჰიმნზე ცრემლები ძალიან მაგარი ნაკრები გვეყოლებოდა და ჯგუფიდანაც სანატრეკი არ გვექნებოდა გასვლა. გვალია მაგარი კაცი ყოფილა. უეჭველი უნდა მიაღწიოს მიზანს, ალალად ეკუთნის. წარმატებები კარიერაში
giorgi1984
გენაცვალე, მაგარი ბიჭი ხარ. რაც მთავარია პატრიოტი საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული სპორცმენი ხარ. სწრაფად აზროვნებ მოედანზე და ყველაფერში გულს დებ. შენ ღირსი ხარ დიდი ხანი ატარო საქართველოს ნაკრების ფორმა.
gaga
მაგარი ჯიგარი კაცი და ძაან მაგარი პატრიოტია. ამ კაცისავით ნახევარი საქართველო პატრიოტი რო ყოფილიყო საქართველო ამ დღეში არ ჩავარდებოდა.
ქართველი
შენ გენაცვალე ჯიგარო! მაგარი კაცი ხარ! სამაგალითო! მალე მილანში მენახე, ძირითადში:) წარმატებებიიი...!!!
Iberia
Shen genacvale sulshi. Namdvili sporcmeni. Imedi makvs rom sportuli igbalic xels shegitsyobs da did fexburts itamashe gisurveb ocnebebis axdenas. E kaci
ტყეშელაანთ გიჟი
ჯიგარი ხარ ვაკო, მასე გააგძელე. გისურვებ ოდესმე ნაკრებთან ერთად ევროპის ან მსოფლიოს ფინალში თამაშს და მერე თავი კი არა, თუ გინდა მსაჯიც გაიფინე :D
007
ყველა ნაბიჯი სიკეთით გადაგედგას !.. სამშობლოს ესოდენ სიყვარულისთვის, ღმერთმა გაგიმარჯოს ,მომავალში დიდო ფეხბურთელო !!!
cezarius
ბევრი არაა ისეთი დღე როცა საქართველოს უხარია, 12 დღე რაგბით და ღამე ფეხბურთით უნდა გავიხაროთ...
ზურა
ბიჭიერები ძაან ბევრია საქართველოში მაგრამ სპორტულ დისციპლინაში ცოტა მოიკოჭლებენ, ამ კაი კაცს ყველაფერია აქვს იმისათვის, რომ ქვეყანა ასახელოს, ტყუილად კი არ შეაყვარა თავაი მთელს საქართველოს ორ თამაშში. წარმატებებს გისურვებ ვაკო, იმედია შენს მაგალითს ბევრი გაიზიარებს, თქვენზეა ქართული ფეხბურთის მომავალი.
vakos
მაგრად მომწონს ეს ბიჭი,ძალიან ჯიგრიანი და სამაგალითო ქართველია!!
ა კაცი !
შენ გაიხარე ვაკო ძმა ! ამ კაცმა თქვა ის რაც ყველა ქართველ ფეხბურთელს უნდა ეთქვა და გაეკეთებინა , ძალიან კარგი ბიჭია და იმედია მაგალითი იქნება ქართველი ფეხბურთელებისთვის !
კოტე
წარმატებებს გისურვებ! მჯერა, ასეთი მიდგომით ბევრს მიაღწევ!
ჯავახელი
წარმატებები მინდა უსურვო, ნამდვილად კარგი პიროვნებაა.....
morte
მაგარი ბიჭია და წარმატებები საქართველოს ნაკრების სასახელოდ, თუმცა არც ოქრიაშვილის და თუნდაც ჭანტურიას გინებაა სწორი; რა ქნას ამ ოქრიაშვილმა თუ გოლი გადის ან მაგას გააქვს, ან მაგის პასით, 90 წუთი არ ჩერდება და ბოლო ბოლო სინდისის კაი საქონელია; ადრე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე პრეტენზია იყო, კლუბებში თამაშობენ და ნაკრებში არაო, ოქრისთან პირიქითაა და გავეშვათ
Temo
გული გამითბო ამ კაი კაცის სიტყვებმა, შენ ყველაფერს მიაღწევ ვაკო გენაცვალე ძმა, და ეჭვიც არ მეპარება რომ ვერანაირი ტიტული ვერ შებღალავს იმ უბრალოებას და სიწრფელეს რაც შენს სიტყვებში დავინახე და რამაც ამდენი ხალხი ასე გაგვახარა და ერთბაშად შეგვაყვარა შენი თავი, შენნაირი ხალხი მიაღწევს მწვერვალებს, შენნაირი ხალხი აშენებს ქვეყნებს და წინ მიყავს მსოფლიო, ღმერთი შენთან!
B-52
აი ასეთი ლომები გვყვანან რაგბში და აგერ უკვე ფეხბურთშიც გამოჩენილან, ღმერთმა გვიმრავლოს ფეხბურთშიც შენნაირი წრფელი პატრიოტები, ნიჭიერი, მშრომელი და თავმდაბალი ადამიანები ვაკო, აი მერე კი მართლაც ბევრს გავაკვირვებთ
დილა გორი
რა ჯიგრიანი კაცი ყოფილხარ გეხუტუნე გულში სულში,ესპანეთი მოგიხდება და ღმერთმა ქნას აგიხდეს გინდაც იტალია იყოს რავიცი მნიშვნელობა არააქვს გფარავდეს უფალი.
unity
საამაყო ბიჭია!
michael
მაგალითი უნდა იყოს ბევრისთვის,ძაან შრომისმოყვარე ჩანს და წინ უფრო კარგი მომავალი ელოდება და უფრო მაღალი დონის კლუბში გვიინდა ვიხილოთ და ნაკრებშიც დიდი წვლილის შეტანა წარმატებებისთვის
მამუკა
ვაკო, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი პროფესიონალური მიდგომით, შენ რომელიმე დიდ გუნდში აუცილებლად ითამაშებ დიდ ფეხბურთს...
სოსო
ამბობენ,ქართველები მიმბაძველი ხალხიაო,კარგშიც და ცუდშიც.ღმერთო,შენ აუსრულე ვაკო გვილიას ყველა ოცნება,მარტო მისთვის კი არა,სხვა პერსპექტიული სპორტსმენებისთვისაც,მისგან რომ აიღონ კარგი მაგალითი. ღმერთმა გაუმარჯოს ჰენრიხ მხითარიანსაც,რომლის კარგი მაგალითი აიტაცა ვაკომ.მასაც ძალიან ვაფასებ.
misha
გენაცვალე ნამდვილო ქართველო ვაჟკაცო. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. წარმატებები, ესე გააგრძელე და მჯერა მიზანსაც მალე მიაღწევ!!
kaxa
Rogor gamaxare shènma mshoblebma da shenma ojaxma ixaros upali gparavdet yvelaperi agsrulebodes rogor gamaxare rom arseboben kide kargi qartvelebi madloba
gizog
ძალიან სასიამოვნოა ჩვენი ფეხბურთელისგან ასეთი საუბარი. უფალმა დაგლოცოს ვაკო და კიდევ უფრო გაგაძლიეროს შენს მშობლებთან ერთად და საქართველოს გასახარად.გაიხარეეე!!!!
bebeto
თავის შრომისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით გვილია კიდევ ბევრს მიაღწევს.
Georgian
არ ვიცი რა ვთქვა ამ ბიჭზე, სიტყვები არ მყოფნის.. კანკავა და გვილია, ესენი არიან პროფესიონალიზმის, პატრიოტიზმის, ადამიანობის მაგალითები! წარმატებები, გენაცვალეთ გულში!
irakli
ასეთ სპორტული ჟინიტ და მიზანსწრაფულობით ბევრს მიაღწევს ეს ბიჭი და ცალკე აღსანიშნავია როგორი პატრიოტია
ალეკსანდრე
აი კაცი, ეს ბიჭი ასეთი ამბიციით პლუს შრომისმოყვარეობით და ნიჭით შორს წავა, მისი პატრიოტიზმი კი ბევრი უცხეთში მოთამშე ქართველი ფეხბურთელისთვის მისაბაძი უნდა იყოს!
ქუთეისელი
შენ გენაცვალე გეხუტუნე მაგ ჯიგარ გულში შენი ფანი ვარ ძამო მართლა მაგარი კაცი და მაგარი იგროკი ხარ და დარწმუნებული ვარ მსოფლიოში ერთერთი წამყავანი ფეღბურთელი იქნები ოღონთ ამ შემართებიტ გაარგძელეე ,,,,,ამ ბიბაძეთ ჭანტურიებო ოქრიაშვილებო ამ კაცს სულ ერთ ადგილას რო გკიდიათ ფეღბურთი და კლუბებში სიამოვნებას რო გააყოლეთ თვენი ნიჭი კერპათ გყავდეთ ეს კაცი ვისგან უნდა აიღოთ მაგალითი
giorgi
ნეტავ ყველა ქართველი ფეხბურთელი შენსავით აზროვნებდეს, ჩვენი ნაკრების ბედს ძაღლი არ დაჰყეფს! წარმატებებს გისურვებ კარგო ქართველო, ისწავლეტ ქართველებო სამშობლოს სიყვარული ამ კაცური კაცისგან!
lasha
მაგარი ბიჭი ხარ !!! ღმერთმა სულ წინსვლა მოგცეს ერთი 5 შენაირი სპორცმენი ქართულ ფეხბურთში და ჩვენც გავიხარებთ ჩვენი თამაშით
გიო
წარმატებები ვაკოს,ასე გააგრძელე ყველაფერი წინ არის.ტოპ 5 გელოდება
ქართველი
პირველ რიგში დიდი ადამიანი ხარ ძმაო მიუხედავად ასაკისა, თუ ადამიანი არა ხარ ცხოვრებაში ვერც ფეხბურთს ითამაშებ და ვერც ვერაფერს ვერ გააკეთებ, მე მჯერა რომ შენ ძალიან დიდ ფეხბურთს ითამაშებ და გულის სიღრმეში ისევე ისუბრალო ბიჭი დარჩები როგორიც ეხლა ხარ!
gurulo
შენ გენაცვალე
tazo
აი პროფესიონალი და ნაღდი კაცი!!!ყოჩაღ ვაკო,წარმატებებს გისურვებ!დარწმუნებული ვარ,რომ ასეთი მიდგომით დიდ ფეხბურთს ითამაშებ!!!ყოჩაღ,ღმერთი შენსკენ,სპორტულ იღბალს გისურვებ!მაგარი ხარ!!!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გვილია მოედანს უბრუნდება - ერევანში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!
'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?
ირლანდია-საქართველო 1:0 - მეტი სითამამე და შემოქმედება გვჭირდება! [VIDEO]
"ბატემ" ვაკო გვილია ტრანსფერზე დააყენა
ვაკო გვილიას ტრავმა საშიში არ არის, ბუბა დაუშვილმა მხარი დაიზიანა
წინ, რუსეთისკენ! - ფიქრები საქართველოს ნაკრებზე
ალექსანდერ გლები: როცა ფაბრეგასს ვნახავ, სახეში ჩავარტყამ
13-წლიანი ეპოქა დასრულდა - "ბატე" ბელარუსის ჩემპიონი ვერ გახდა