პაატა დათუნაიშვილი: "ბედნიერი ვიქნები, საქართველოს ნაკრებს ერთ მოთამაშეს მაინც თუ გავუზრდი"
იცოდით, რომ ამერიკაში საფეხბურთო სკოლა "ვიტ ჯორჯია-ბრუკლინი" დაარსდა?

ეს სიურპრიზი "სამტრედიის" კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა გაგვანდო. გულშემატკივარმა ჯერ მისი ძმა - პავლე (პაატა) დათუნაიშვილი გაიცნო. კარიერა მანაც "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ითამაშა. ის ჯერ 33 წლისაა, თუმცა ფეხბურთს 2012 წელს დაანება თავი და ბედის საძიებლად ამერიკაში წავიდა.

როგორ აეწყო მისი საქმეები, თავად პაატა დათუნაიშვილის მონათხრობიდან შეიტყობთ.

"ოთხი წელიწადია, რაც ამერიკაში ვარ. თავიდან, 6 თვე მოყვარულთა გუნდში ვთამაშობდი. მერე კი კარიერის დასრულება და მწვრთნელობა გადავწყვიტე. ამის გამო, თბილისში დავბრუნდი, სამწვრთნელო ლიცენზირების კურსებს დავესწარი და შესაბამისი სერტიფიკატი ავიღე", - ამბობს დათუნაიშვილი.

ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ამერიკაში რამდენიმე საფეხბურთო სკოლაში მუშაობდა:

"ოდესის "ჩერნომორეცის" ყოფილი ფეხბურთელები ნიუ-იორკში დიდი ხნის წინ დასახლდნენ და 25 წელია, საფეხბურთო აკადემია "ჩერნომორეც-ბრუკლინი" დააფუძნეს. მათ აკადემიაში ამიყვანეს და ასე დაიწყო ჩემი სამწვრთნელო კარიერა.

სხვათა შორის, არასწორი წარმოდგენებია, თითქოს ამერიკაში ფეხბურთი პოპულარული არ არის. ძალიანაც პოპულარულია, მათ შორის - გოგონებშიც. აქ მათი თითქმის იმდენივე ჯგუფია, რამდენიც - ვაჟების".

ოდესელებთან მუშაობამ პაატა დათუნაიშვილს უბიძგა, ქართული სახელის მქონე საფეხბურთო სკოლა დაეფუძნებინა:

"ჩემთან საფეხბურთო სკოლაში 50 ქართველი ბავშვი მაინც ვარჯიშობს. ამიტომ უკრაინელებთან ერთად მინდოდა, "ვიტ ჯორჯია-ბრუკლინი" დამეფუძნებინა. მე ამ გუნდში ვიზრდებოდი და ამით მსურდა, სიყვარული გამომეხატა.

ამის შესახებ "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს ველაპარაკე. მას იდეა ძალიან მოეწონა. თუმცა, თანამშრომლობის სურვილი სხვა კლუბსაც თუ ექნებათ, არ შევიზღუდებით.

სკოლის ამოქმედება ძალიან რთული საკითხი იყო, ათასი იურიდიული პრობლემის მოგვარება გახდა საჭირო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე".

დათუნაიშვილი თავის საქმიანობაზე მოგვითხრობს:

"ოთხ ასაკობრივ ჯგუფს ვავარჯიშებ, სადაც 8-დან 12 წლამდე ბავშვები დადიან. ახლახან, ასისტენტად ამერიკაში მცხოვრები ყოფილი ფეხბურთელი ლევან ჭიპაშვილი ავიყვანე.

სხვათა შორის, ამერიკაში ბევრი ყოფილი ფეხბურთელი ვნახე - გია მეგრელაძე, ყოფილი ვიტჯორჯიელი დათო დოლიძე, "ცხინვალის" ყოფილი ფეხბურთელები - ბაჩი ბოლქვაძე და ილია კანდელაკი. ვიცი, რომ აქ ცხოვრობენ მეკარე გია ცინაძე და მამუკა წერეთელი, რომელიც ასევე ბავშვებთან მუშაობს.

სხვათა შორის, ბრუკლინში სკოლა იმიტომაც დავაფუძნე, რომ ნიუ-იორკში ბევრი ქართველი ცხოვრობს და მართალიც აღმოვჩნდი - "ვიტ ჯორჯია-ბრუკლინმა" კიდევ უფრო მეტი ქართველი ბავშვი მოიზიდა. ბედნიერი ვიქნები, საქართველოს ნაკრებს ერთ მოთამაშეს მაინც თუ გავუზრდი. იდეები ბევრია და პროექტების განხორციელება გვსურს. ახლა ტურნირის ჩატარებას ვაპირებთ და მასში ქართული გუნდების მოწვევასაც ვფიქრობთ".

ახალგაზრდა სპეციალისტი გველაპარაკა იმაზეც, თუ რა პირობებში ვარჯიშობენ მისი გუნდები:

"ამერიკაში სტადიონების უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს აშენებულია. აქ ყველა სკოლასა და კოლეჯს სტანდარტული მოედანი აქვს. ასეთ სარბიელზე ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ ჯანსაღი ცხოვრება ისურვოს და ყველანაირად ხელს უწყობენ.

საკუთარი სკოლის აშენება კი ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ამიტომ, 2 მოედანი ვიქირავე. მაგრამ ახლა უკვე აცივდა და დარბაზში შევედით, სადაც ასევე სტანდარტული სტადიონი და კომფორტია. რაც მთავარია, ძალიან კარგი საფარია, თითქოს, ბუნებრივ მინდორზე ვვარჯიშობთ.

იმედი მაქვს, "ვიტ ჯორჯია-ბრუკლინის" სკოლა სიცოცხლისუნარიანი იქნება და ქართულ ფეხბურთს გვერდში ასე მაინც დავუდგები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამტრე
მე ვიცოდი ეს ამბავი
ნათია გონგაძე
ვამაყობ შენით!!!
Khatuna
წარმატებები პატუშ! ჩვენ კარგათ ვიცით როგორი შრომის და გულდადების ფასად მიაღწია ამას!
zaza
გაიხარე პაატა ,შენთან ვარ აქედან,ლევანი მომიკითხე ... აბა თქვენ იცით ,
სოსო
კარგი საქმე დაგიწყია,სულ წარმატებებს გისურვებ პაატა.სხვა თუ არაფერი ქართულ ენას მაინც არ დაკარგავენ და საქართველო ეცოდინებათ.
gizog
გაიხარე პაატა, ღმერთი იყოს შენი შემწე. სულ წარმატებებით გევლოს.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ეროვნული ლიგა 2. VIII ტური:"ვიტ ჯორჯიამ" ისევ იმარჯვა, ბათუმის "დინამო" ისევ დამარცხდა
"მოთელვამდე კარგად იყო, მოედანზე გასვლამდე კი ცუდად გახდა და წაიქცა..."
გურამ რუხაძე: საქართველოს ერთა ლიგის პროექტი ძალიან აწყობდა
ეროვნული ლიგა 2. V ტური: მცხეთაში ლიდერების შეხვედრა უგოლოდ დასრულდა
"ვიტ ჯორჯიაში" მილიონებს იხდიან, საკონტროლო პაკეტის გაყიდვა კი არ მსურს"
ეროვნული ლიგა 2. VI ტური:"თელავი"-"შევარდენი" და "ვიტ ჯორჯია"-"შუქურა უგოლოდ დასრულდა