გუნდის ოთხმა მოთამაშემ - ტრეისი მაკგრეიდიმ, ტაიშონ პრინსმა, რიჩარდ ჰემილტონმა და კრის უილკოქსმა - გაფიცვა გამოაცხადა და ვარჯიშზე უარი თქვა
დიდი არეულობაა "დეტროიტ პისტონზში". შაბათს ამ გუნდმა "ფილადელფიას" წინააღმდეგ მხოლოდ ექვსი (!) კალათბურთელის გამოყვანა შეძლო. ოთხმა მოთამაშემ - ტრეისი მაკგრეიდიმ, ტაიშონ პრინსმა, რიჩარდ ჰემილტონმა და კრის უილკოქსმა - გაფიცვა გამოაცხადა და დილით დანიშნულ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო.

გარდა ამისა. "პისტონზს" ოჯახური პრობლემების გამო გამოაკლდა ბენ უოლასი, ხოლო როდნი სტაკი და ოსტინ დეი ჯერაც ტრავმებს მკურნალობენ.

როგორც ESPN იტყობინება, ბოიკოტის მიზეზი მთავარი მწვრთნელი ჯონ კიუსტერი გახდა, რომელსაც უკვე დიდი ხანია უთანხმოება აქვს გუნდის ლიდერებთან. ეს კვარტეტი ჯერ კიდევ "ყველა ვარსკვლავის უქმეების" წინ აპირებდა ბოიკოტის გამოცხადებას, მაგრამ მთელი გუნდის თავის მხარეს გადაბირება ვერ შეძლო. მსგავსი რამ ვერც ამჯერად მოახერხეს, მაგრამ გაფიცვა მაინც გამოაცხადეს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ ბოიკოტმა დააჩქარა "დეტროიტიდან" რიჩარდ ჰემილტონის წასვლა. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არავის დაუდასტურებია, მაგრამ თითქმის გადაწყვეტილია, რომ მცველი "პისტონზთან" საკუთარ კონტრაქტს გამოისყიდის და "ჩიკაგო ბულზში" გააგრძელებს კარიერას.

შეგახსენებთ, რომ ამ კალათბურთელზე პრეტენზიას "კლივლენდიც" აცხადებდა, მაგრამ ჰემილტონმა აუთსაიდერის რიგებში თამაშზე უარი თქვა.

რიჩარდმა სწორედ ჯონ კიუსტერთან კონფლიქტის გამო გამოტოვა ამ სეზონში მატჩების სოლიდური რაოდენობა.

ზედიზედ შესრულებული ორმაგი დუბლების რაოდენობით NBA-ის აბსოლუტურ რეკორდს მიაუხლოვდა "მინესოტა ტიმბერვულვზის" ფორვარდი კევინ ლავი. შაბათს "ნიუ ორლეანთან" მატჩში მან ზედიზედ 45-ე დაბლ-დაბლი შეასრულა. ეს უკვე გახლავთ ლიგის რეკორდი ერთი სეზონისთვის. ახლა კი ლავს ექვსი ორმაგი დუბლი სჭირდება, რათა აბსოლუტურ რეკორდსმენ მოზეს მელოუნს დაეწიოს.

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ბრწყინვალე სერია 1978-79 წლების სეზონში დაიწყო და 1979-80 წლების სეზონში დაასრულა. მელოუნის რეკორდი ზედიზედ 51 ორმაგ დუბლს უდრის.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა