6 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა
6 ნოემბერს რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი ჯიქიას "ამკარი" ცსკა-ს ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 2:2. მატჩის 24-ე წუთზე "ამკარის" შემადგენლობაში პირველი გოლი სწორედ ჯიქიამ გაიტანა.

მატჩის შემდგომ ჯიქიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"მივეჩვიეთ ასეთ ცუდ ამინდში თამაშს. დიდი თოვლი იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში... ხელთათმანების გარეშე ვითამაშე. ისინი ხელს არ მიშლიან, უბრალოდ მათ გარეშე თამაშს ვარ მიჩვეული. ცსკა-სთან შეხვედრისთვის ისევე ვემზადებოდით, როგორც ყველა სხვა მატჩისთვის. ფრე ლოგიკური შედეგია.

ჩემი გოლი? სტანდარტულებზე დავალებებს მაძლევენ. ახლა სწორედ ეს დავალება შევასრულე.

"ამკართან" კიდევ 1,5-წლიანი კონტრაქტი მაქვს. გადავალ თუ არა სხვა კლუბში? არ ვიცი, ჩემს აგენტს ჰკითხეთ. ამ ეტაპზე წინადადებები არ მაქვს, არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის ამაზე.

ახლა მხოლოდ რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე ვფიქრობ. მიხარია, რომ გამომიძახეს. მზად ვარ კონკურენციისთვის", - ციტირებს ჯიქიას news.sportbox.ru.

cago
romandro-ს. როგორც მახსოვს კახის საქართველოს სახელით ოქრო არ მოუპოვებია. სნგ-ს სახელით კი. შემდეგი ყველა მედალი საბერძნეთის სახელით მოიპოვა, თუმცა ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ ცუდს. მაშინ კახი დროის შესაბამისად მოიქცა, წინაამღდეგ შემთხვევაში ანუ საქართველოდან გაუსვლელად, ის ვერარასოდეს გახდებოდა ჩემპიონი. ჩვენს პირობებში ეს გამორიცხული იყო. ასე რომ.....
gizog
ბატონო მამულო, ძალიან საწყენია ისეთ პატრიოტ კაცზე, რომ წერთ რაღაცეებს რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ. მე ნებას ვიმცემ ჩემ თავს გავიხსენო ერთი ეპიზოდი იმ დროის, თუმცა დიდ ბოდიშს ვუხდი კახას და მის უმცროს ბიძას ამ გახსენებისთვის, რომელიც მათ დაუკითხავად გადავწყვიტე, რადგან მეწყინა ასეთი კაცის ასეთ კონტექსტში მოხსენიება. 90-იანი წლების დასწყისში ზამთრის თვეები იყო, მეტროთი ვარკეთილიდან ვმზავრობდი დიდუბის მიმართულებით, ვაგონში ცხინვალიდან ჩემი ტოლი კაცი დავინახე, რათქმა უნდა მივესალმეთ და მოვიკითხეთ ერთმანეთი, როგორც ხდება ხოლმე, ამ ამბის შემდეგ ვკითხე სად მიდიხართ მეთქი და მითხრა და გამაცნო გვერდზე მდგომი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავის სახელი, კახა მითხრა ძალიან მორიდებულად, მოვტრიალდი და ვკითხე ეს შენი ძმის შვილი ოლიმპიური ჩემპიონი კახაა თქო, კიო დამიდასტურა(იმ დროითვის უკვე ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო კახა ხოლო არა საქართველოს არამედ სნგ-ს სახელით, საქართველო მაშინ არ იყო ოლიმპიური კომიტეტის წევრი) და მითხრა სავარჯიშოდ მივდივართ დიდუბის მანეჟში გათბობა არ გვაქვს, არადა ყველა ვარჯიშზე 10 ტონამდე შტანგის აწევა უწევს და ეს ძალიან საშიშია ორგანიზმისთვის, თუმცა მაგრამ სხვა გზა არ გვაქსო. მე შევეკითხე კახას ბინა, რომ მისცა სიგუამ, როგორი ბინაა, თუ ცხოვრობთ იქ თქო. ის ბინა დაკავებულია მრავალშვიანი ოჯახის მიერ და კახა ახლოს არ ეკარება არ შეწუხდნენ პატარა ბავშვების პატრონებიო. ესე ცხოვრობდა და ვარჯიშობდა მსოფლიოში მომავალი ამომავალი ვარსკვლავი ძალოსნობაში და უკვე ერთგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი და არა კახნიაშვილი, როგორც თქვენ მოიხსენიებთ ბატონო მამულო. შემდეგი ოლიმპიური თამაშებისთვის აღარც სნგ-ს წევრი არა ვიყავით და არც ოლიმპიური კომიტეტის წევრი და დიდი შემოთავაზების შემდეგ რუსეთს საბერძნეთი არჩია კახამ და გვარი დასახელი კი არ გამოიცვალა დიდი წნეხის მიხუედავად მხოლოდ გავარის მოლოს დაიმატაა სი ანუ კახიშვილისი. მატონო მამულო ამ საიტზე შემოსვლელებს მუდამ ვთხოვ და თქვენც გთხოვთ ნუ მივაყენებთ ჩვენ სახელოვან, თუ მომავალ დიდ სპორტცმენებს შეურაცხოფას, პირიქით წავახალისოთ, რომ საშუალო შესაძლებლობის სპორტცმენიც ისე შევაქოთ და წავახალისოთ, რომ დიდი შრომის შემდეგ მათგანაც დიდი სპორტცმენები მივიღოთ. კიდევ ერთხე ბოდიში ჩემი ასეთი უკითხავი მ
თამაზი
ნეტა ყველა ქვეყნის ნაკრებში იყოს ერთ-ორი ქართველი,სასახელო ბიჭია ,ღმერთმა გაუმარჯოს, სადაც იქნება, ჩვენთვის სახელია.კრიტიკოსებმა ჯობია ის ქურდები და მამაძაღლები აკრიტიკოთ ვინც გვარცხვენს და თავს გვჭრის ევროპაში
romandro
მამულოს, თუ არგახსოვს შეგახსენებ რომ კახნიაშვილმა პირველი ოლიმპიური ოქრო სწორედ საქართველოს სახელით მოიპოვა,და შემდეგ ელემენტარულ პირობებს ითხოვდა რომ თბილიში ვარჯიშის შესაძლებლობა ქონოდა და საცხოვრებელი ადგილი მიეცათ რადგან ცხინვალიდან ყოველ დღე ვერივლიდა სავარჯიშოდ,რაც ვერ მოუგვარეს მაშინდელმა მთავრობამ, და ამის შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება რადგან სხვა გზა არქონდა,და კახნიაშვილი ზოგიერთებიდან განსხვავებით თვითონ თხოვდა ჩვენს სახელმწიფოს რომ საქართველოს სახელით ეასპარეზა და არა პირიქით როცა სპორცმენს ეხვერწებიან რომ შენ ქართველი ხარ და ჩამოდი ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზეოოო....
ვანო
კახიაშვილი რომ არა დხეს რომ ოლიმპიური ცჰემპიონები გვყავს არ გვეყოლებოდა მეორე კახიაშვილი ავარჯიშებდა ჩვენ ბიჭებს საბერძნეთში, ჯერ იმფორმაცია მოიპოვე და მერე უწოდე მოღალატე
kaxa
მოგალატე
ზაზა
რომელიმე თქვენგანი დაინტერესდა ,როგორ ცხოვრობს დღეს ფოცხვერია?!
ანზირ კავაზაშვილი
არ გვაინტერესებს რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები რას შვრებიან. მატუშკა რასიამ მიხედოს.
ზაზა–მამულოს
დავამატებდი–ზვიადაურმაც გადაიკეთა გვარი ...
mamulo
კახა კახნიაშვილმა არამარტო საქართველოს ნაკრებზე თქვა უარი თავის დროზე,არამედ გვარი და სახელიც ბერძნულად გადაიკეთა ბერძნების სახელით 3 ოლიმპიური ოქრო აიღო,შემდეგ კი აქ დაბრუნდა და ძალოსნობის ფედერაცია ჩააბარეს,მისი ღალატი არავის გახსენებია და ამ ბიჭს რას ერჩით?გვარს და სახელს მაინც არ იცვლის თუ რაიმეს მიაღწევს ქართული გვარ-სახელი მაინც გამოჩნდება.
akaki
არ ნახოს ამან ძირითადი თავის ცხოვრებაში :)
hm
ძნელ სიტუაციაშია ჯიქია, რუსეთში გაიზარდა იქ ისწავლა ფეხბურთი და იქ თამაშობს, იქ შოულობს პურის ფულს.... ახლა წარმოიდგინეთ რუსეთი და მისი შოვინისტური მოსახლეობა!! მან რომ უარი სთქვას რუსეთძე ჩათვალეთ რომ მან უნდა ჩაალაგოს ბარგი და რუსეთიდან წამოვიდეს, რადგან რუსები რა შოვინისტები არიან კი კარგად ვიცით, და სხვაგან უნდა ეძებოს გუნდი. მოკლედ საკმაოდ ძნელ სიტუაციაშია ჯიქია, ფაქტია რომ არ არის გარუსებული. ჩემი აზრით უნდა წავიდეს ჯერ რუსულ ნაკრებში ამხანაგურები ითამაშოს და თუ საქართველოს ნაკრებში უნდა ნამდვილად, მაშინ ნელ-ნელა რუსეთის ოფიციალურ მატჩამდე უნდა ამოვარდეს სასტავიდან, რომ რუსებმაც მიივიწყონ.
ledi
ვინც ხვტისმსობლის წილხვედ სმსობლოს ზურგი აქცია ის წინ ვერასდროს წავა
Mikheili
Federaciam unda shestavazos pirvel rigshi.nika shennair qartvels ra vutxari me,sheni cinapari qartveli iko?
ზაზა
როგორ შეიძლება უპრაგონოდ იარლიყის მიწებება(რუსია,არაა პატრიოტი დაა.შ.)?!რას წერთ,რატომ აკრიტიკებთ ,როცა საქმის ვითარებაში არ ხართ ჩახედული?!ან ვისაც ეხება უშუალოდ,რატომ არ გააკეთებს განცხადებას,რომ ბიჭი არ ალანძღინოს უმიზეზოდ?!...ეს ბიჭი არის ქართველი და ქართველობს!!!არის პრობლემა,საშიშროება,რომ თუ საქართველოს ნაკრებში თამაშს დათანხმდება ,მაშინ როგორც ლეგიონერი ვეღარ ითამაშებს ძირითადში,აღარ ექნება სათამაშო პრაქტიკა და უკვე აღარც საქართველოს ნაკრებისთვის გახდება საჭირო! ..და მის ოჯახს,ახლობლებს თქვენ შეინახავთ!?ემოგრანტების დიდი ნაწილს სია აქვთ – ყოველთვიურად ფულს უგზავნიან ოჯახს,ნათესავებს,მეგობრებს..მოაგვარეთ ეგ პრობლემა!გაუკეთეთ კლუბი ევროპაში და მერე დაკავდით სხვა,მათ შორის პოლიტიკური საქმიანობით!ჩახვედით რომელიმე რუსეთში და დაელაპარაკეთ პირადად?
zestafoni
რუსეთში რომ გაათბობს სათადარიგოთა სკამს მერე დაფიქრდება კარგათ, შეეშვით რაა... მაგაზე ბევრად უკეთესი და ნიჭიერი ბიჭები გვყავს ამათ მივხედოთ!!!
PiPITO
ეგ კი არა ცხონებული ყიფო, იმის სახელს ვენაცვალე არ ათამაშეს რუსებმა მსოფლიოზე,ემახსოვრება ძველ თაობას, არ უნდა ტიპს ეტყობა და რაზე ვნერვიოლობთ, რასაც დასთესს იმას მოიმკის და რუსული მომკა არ იცის ეტყობა და გამოსდის
Lado
Sisxlshi ara aqvs qartveloba
Vasili
მე ქართველი ვერც რუსეთის და ვერც გერმანიის ნაკრებში ვერ წარმომიდგენია, მითუმეტეს თუ ისეთი ტალანტის ფეღბურთელია რო გერმანიის ნაკრებში ითამაშოს, უბრალოდ საცოდაობა იქნება... / და რაც შეეხება ამ ბიჩს შეეშვით და ნუღა წერთ , არ უნდა და გაანებეთ თავი, ხვეწნით ჩამოყვანილს რა აზრი აქ დადგება და არ გაინძრევა , მერე მთელი ტრიბუნა მაგას დაუწყებს ლანზგვას და უარესი იქნება.. და ასე რომ დაწერეთ იმ ხალხზე ვისაც ნაკრებში უნდა გულით და სულით
DDD
არაფერ შუაშია მოღალატე და ამის კაცობა. აქვს არჩევანი და აირჩევს თავისი სურვილით. თუ რუსეთშია გაზრდილი და თავის სამშობლოდ რუსეთს თვლის, სხვანაირად ვერც მოიქცევა. გადაწყვიტა და თავისი საქმის თვითონ იცის. ამდენის წერაც უადგილოა
rusi
კაი გოლი კი შეუგდო აკინფეევს თავით.
დათო
გაანებეთ თავი (ფეხბურთის ფედერაცია), არ უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და იყოს იქ სადაც უნდა.
gio
მაგარი პატრიოტი ჩანს........
1
იფიქრე, ერთ თამაშს ითამაშებ და დასრულდება შენი სანაკრებო კარიერა.
Giorgi
Ki magram am kacs federaciidan vinme daukavshirda?da oficualurad tqva uari nakrebshi tamashze? Ragaca new.sport.ru informaziebs ro vaqveynebt da veyrdnobit iqneb da dezinformacias avrceleben? Mag bichs mocelaven egre da vsio.
Misha
რას იზამ, ზოგი გვილიას ნაირი პატრიოტია, საქეთველოს ნაკრებზე ოცნებობს და ჰიმნზე ცრემლები მოსდის; ზოგი ამის და გოგიას ნაირად ფიქრობენ და იქცევიან. ჟურნალისტები კიდე წერენ და წერენ გოგიაზე მაგალითად, როგორც ქართველზე - არაა, არ უნდა და შეეშვით. თან ის გერმანიის ნაკრების კადნიდატი იყო და არც გაემტყუნება.. ამას მაინც შეეშვით, რუსეთის ჰიმნზე ცრემლები მოადგება.. რუსეთის გერბს აკოცებს.. და მერე იამაყებს ამით.. ნუღარ დაწერთ ამაზე და ესეთებზე!! საქართველოშიც ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია, დაწერეთ რეგიონში მოთამაშე ბიჭებზე, ქვედა ლიგებში ან ქუჩაში მოთამაშე..
დინამო
ხოო ნუღა წერთ რა!
ქუთაისელი
ვსიო ეს კაცი არის რუსი. არაა საჭირო მასზე წერა.
jumber
მასეც არ არის საქმე.გუშინვე უფ.მწვრთნლმა გაჯიევმა განაცხადა რომ ჯერ კიდევ ყოყმანობს რუსეთის ნაკრებში ითამაშოს თუ საქართველოსიო.
ალეკსანდრე
სულ ვაკო გვილიასავით არ აზროვნებს?
firali
txovnaa gulshematkivrebis zurnalistebo gaaketet erti interviu jikiastan, mag bichis azri gvainteresebs, tkven mainz ivarget federazia arafris maknisia...marto fulis saketeblad arian egeni mosuli...
zaza
რა ვქნა ვერანაირ გამართლებას მოვუძებნი ქართველს რომელიც რუსეთის ნაკრებში თამაშზე თანხმდება. არ იძახებენო, იქ აიდგა ფეხიო, კარგ პირობებს უქმნიანო... ეს ადამიანი ჩემთვის ქართველი არაა.
svani
ის მაინც ეთქვა გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა და სულ მცირედით მაინც დავფიქრდი საქართველოზეო))) ბ-ნო მამუკა კვარაცხელიას რა მდგომარეობაშიც არ უნდა შევიდე(მიუხედავად იმისა რომ მე ასეთი გადაწყვეტილების წინაშე არ დავმდგარვარ) ასეთი უგულო სიტყვები არ ეკადრება ადამიანს, მედიას საყურადღებოდ იმედია ლეგიონერებს შორის აღარც დაწერს ამ "ვიღაცაზე" newsებს! სათაური უკეთესი მოვიფიქრებდი ახლა მხოლოდ ჩემს მუცელზე ვფიქრობ(ნამდვილად ვერ(არ) მოგთხოვ გადადგა ის ნაბიჯი რომელსაც შეუძლია აწყობილი ცხოვრება მანდ გაგინადგუროს მაგრამ უგულო "ვიღაცა" ხარ!))
nika
საღოლ გიო მაგარი ბიჭი ხარ მიდი მიაწექი იქნებ აიწყო კარიერა შენ მაინც
ტყეშელაანთ გიჟი
კონტრაქტს მათხოვრობს თუ კაცი ხარ, 2018 წლამდე რუსეთს ოფიციალური მატჩი არ ექნება, მსოფლიოს მასპინძლობს და მანამდე კონტრაქტს აირტყავს და მერე კი შეეზლება საქართველოს ნაკრებში თამაში, არაოფიციალურ მატჩში თუ ათამაშეს რა უჭირს, მაგრამ დაანებეთ თავი რას ეხვეწებით, არ უნდა და დაიკიდეთ ეგ მოღალატე.
007
შენც ქართველი ხარ და ვაკო გვილიაც ?... შენი კაცობა რა ვთქვა !..
giorgi
Ar unda mag adamians saqartvelos gagoneba da visac ar unda nu unda ra...egac ar mkavdes mesi an ronaldo
Mikheili
Daanebet am bichis gapravebas airchios tviton samshoblo tu mteri.gamoidzaxet da gamochndeba da davanebebt tavs
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს